„გული მთებისკენ მიიწევს...“ - ლექსის ლინგვო-სტილისტური ანალიზისათვის (ორიგინალისა და თარგმანის მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.36საკვანძო სიტყვები:
ბერნსი, რომანტიზმი, მთები, თავისუფლება, პოეტიკაანოტაცია
შოტლანდიელი პრერომანტიკოსი პოეტი რობერტ ბერნსი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. მისი პოეზია მრავალმხრივია. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა იმ პოეტური ხერხების განზოგადება, რომლებმაც მისი პოეზია ყველასთვის ხელმისაწვდომი და ადვილად გასაგები გახადა. ანალიზისთვის მასალად შევარჩიეთ რობერტ ბერნსის ლექსი „ჩემი გული ჰაილენდსშია...“. ეს ლექსი მიძღვნილია მშობლიური შოტლანდიური მთებისადმი. ლექსმა თავისი სულით შეგვახსენა ილია ჭავჭავაძის „ყვარლის მთებს“. ორივე ლექსში ვხედავთ მონატრებას მაღალმთიანი მხარისადმი, სადაც მიწაც და ჰაერიც სუფთაა. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ლექსი მდიდარია ლექსიკით, რაც განპირობებულია მასში გამოყენებული გამორჩეული სტილისტური ხერხებით. ასევე საინტერესო აღმოჩნდა ლექსის ქართული თარგმანის შესწავლა. თარგმანი ინარჩუნებს ლექსის რიტმს, ინტონაციასა და მხატვრულობას. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს თარგმანი ორიგინალთან ყველაზე მიახლოებული ნიმუშია — მოკლე, მაგრამ ამავე დროს გამომხატვლობითი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
სოხაძე, თ. (2015). რობერტ ბერნსი ქართულ სინამდვილეში. https://www.facebook.com/permalink.php/?story_fbid=817789168270019&id=816786958370240&locale=sv_SE
ფანჯიკიძე, დ. (1988). თარგმანის თეორია და პრაქტიკა. გამომცემლობა ,,განათლება“. თბილისი.
Proshina, Z. (2008). Theory of translation (English and Russian). 3rd edition. Revised. Far Easter University Press. Vladivostok.
https://www.facebook.com/sakartvelos.p.oet.ebi/posts/1648570935737318/


