„ჭამის“ აღმნიშვნელ ზმნათა განსხვავებული სემანტიკური მახასიათებლები

„ჭამის“ აღმნიშვნელ ზმნათა განსხვავებული სემანტიკური მახასიათებლები

ავტორები

  • სალომე ომიაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.35

საკვანძო სიტყვები:

ქართული დისკურსი, დიფერენციალური სემანტიკური კომპონენტები, კოგნიტიური მნიშვნელობა, კონოტაცია

ანოტაცია

„ჭამის“ აღმნიშვნელ ქართულ ზმნათა ჯგუფი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მრავალფეროვანია ის დიფერენციალური სემანტიკური კომპონენტები, რომლებიც ამ ლექსემებზე დაკვირვებამ გამოავლინა. განსახილველ ზმნათა სიმრავლე განპირობებულია სხვადასხვა, უმთავრესად ექსტრალინგვისტური, ფაქტორით. მაგალითად, თვით „ჭამს“ ზმნის კოგნიტიური მნიშვნელობა რამდენიმე თანმიმდევრულ მოქმედებას გულისხმობს – საკვების პირში მოქცევას, დაღეჭვასა და გადაყლაპვას, რომელთაგან თითოეულის სხვადასხვაგვარად გამსიტყვებელი არაერთი ლექსემა არსებობს. 

 სალიტერატურო ქართულსა და დიალექტებში ჭამის გამომხატველი ზმნებით, მოქმედებასთან ერთად, აღნიშნულია მიღებული საკვების ოდენობა (მცირე, დიდი), ფიზიკური თვისება (მყარი, თხიერი), გემოვნური მახასიათებელი (სიტკბო-სიგემრიელე), სასურველობა, საკვების მიღების დრო (ჯერის აღმნიშვნელი სახელებისგან ნაწარმოები ზმნები), ჭამის მანერა (სწრაფად, უშნოდ, ხმაურით, მალულად ჭამა), მთქმელის მოწიწებული თუ უპატივცემულო დამოკიდებულება მოქმედების სუბიექტისადმი (საკვების შეთავაზებასა და საკვების მიღებასთან დაკავშირებული ოფიციალურ კომუნიკაციაში ჩართული თავაზიანობის ზმნები და არაოფიციალურ დისკურსში გამოყენებული უპატივცემულობის გამომხატველი ზმნური ფორმები).

განსახილველ ჯგუფში რაოდენობით ყველას აღემატება ხარბად ჭამის აღმნიშვნელი ზმნები. სიხარბე, როგორც ზოგადადამიანური მანკიერი თვისება, ქართველთათვისაც მდაბალ გრძნობებს განეკუთვნება. საკვების მიღებისას გამოვლენილი სიხარბე, გემოთმოყვარეობა, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის არა მხოლოდ ცოდვაა, არამედ სხვა ცოდვათა სათავეც. ზედმეტი საკვების მიღების მავნეობასთან დაკავშირებულ ხალხურ ცოდნასთან ერთად, საკრალური მნიშვნელობაა ის, რამაც ქართულ დისკურსში „ნაყროვანების“ გამოხატვისას სემიოტიკური სიმჭიდროვე წარმოშვა და აღნიშნულ ზმნებს უარყოფითი კონოტაცია შესძინა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აბულაძე, ი. (1973). ძველი ქართული ენის ლექსიკონი, მასალები, თბილისი: მეცნიერება.

აფრიდონიძე, შ. (2009). ჩვენი ენა ქართული, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ბეროზაშვილი თ., მესხიშვილი მ., ნოზაძე ლ. (1981). ქართლური დიალექტის ლექსიკონი, მასალები,

თბილისი: მეცნიერება.

გერსამია რ., კიკვიძე,ზ., ლომია მ., მამისეიშვილი ნ., საღლიანი მ. (2016). ფონოსემანტიკური ლექსიკა

ქართველურ ენებში, თბილისი.

თოფურია ვ., გიგინეიშვილი ივ. (1998). ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, მეორე შევსებული

გამოცემა, თბილისი: განათლება.

კობახიძე, ა. (1987). რაჭული დიალექტის ლექსიკონი, მასალები, თბილისი: მეცნიერება.

მენთეშაშვილი, ს. (1943). ქართველურ ენათა ლექსიკა, II, ქიზიყური ლექსიკონი, თბილისი:

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ომიაძე, ს. (2019). „ნაყროვანების“ ენობრივი ობიექტივაციისათვის ქართულ დისკურსში, თსუ არნ.

ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 78-ე სამეცნიერო სესიის მასალები, 20-22, თბილისი: თსუ გამომცემლობა.

ომიაძე, ს. (2020). „შუშანიკის წამებაში“ დადასტურებულ ჭამის ველის ერთეულთა ფორმობრივ-

სემანტიკური ტრანსფორმაცია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XIV საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციის (მიძღვნილი აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი) თეზისები, 95-97 თბილისი: თსუ გამომცემლობა.

ქეგლი (1950-1964). ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რვატომეული, პროფ. არნ. ჩიქობავას

საერთო რედაქციით, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ქეგლი (2010). ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტ. II, თბილისი: მერიდიანი.

შანიძე, ა. (1973). ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I მორფოლოგია, მეორე გამოცემა, თბილისი:

თსუ გამომცემლობა.

შანიძე, ა. (1984). მთის კილოთა ლექსიკონი, თხზულებანი, ტ. I, 274-476, თბილისი: მეცნიერება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-09

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...