ქვეწყობის გამოხატვის საერთო ფუნქციური საფუძველი არასალიტერატურო ქართველურ ენებსა და დიალექტებში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.32საკვანძო სიტყვები:
ქართველური ენები, დიალექტები, ჰიპოტაქსური კონსტრუქცია, ინტონაცია, ნაწილაკიანოტაცია
არასალიტერატურო ქართველური ენები (მეგრული, ლაზური, სვანური) და ქართული სალიტერატურო ენის დიალექტები ზეპირმეტყველების საკომუნიკაციო სისტემას ქმნიან; შესაბამისად, არაერთ ენობრივ მოვლენას გამოხატვის საერთო ფუნქციური საფუძველი აქვს ქართველურ ენებსა და დიალექტებში. ერთ-ერთი ასეთია ნაწილაკითა და ინტონაციით გადმოცემული ერთი ტიპის ქვეწყობილი წინადადება. მთქმელები საანალიზო კონსტრუქციას ძირითადად სიუჟეტური ამბის თხრობისას ემოციური დაძაბულობის გადმოსაცემად იყენებენ. მეგრულში მისი ფორმალური ნიშანია -ო ნაწილაკი, რომელიც ქვეწყობის საფუძველზე აკავშირებს ორ წინადადებას. ასეთ კონსტრუქციაში დამოკიდებული ყოველთვის პირველ ადგილზე დგას; -ო ნაწილაკი მის ბოლოკიდურ წევრს დაერთვის და აღმავალი ინტონაციით წარმოითქმის, რაც დაუსრულებლობაზე მიუთითებს; შესაბამისად, აზრს ასრულებს მომდევნო მთავარი წინადადება. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ -ო ნაწილაკიანი დამოკიდებული წინადადების შემცველი კონსტრუქცია ზერთულია, აგებულია თანადაქვემდებარების პრინციპით, თუმცა მთავარ კომპონენტად ნაგულისხმევი თქმა-ბრძანების სემანტიკის ზმნა ძირითადად გამოტოვებულია. მაქვემდებარებელი ფუნქციით გამოყენებული -ო ნაწილაკი ქართულ ვერსიაში „რომ“ კავშირით გადმოდის; მაგალითად, კარს მიოჯინუო, მუდგარენი ქიმკოჭარუ (ხუბუა, 3, 11) სიტყვასიტყვით ასე გაიგება: „კარს შეხედაა, რაღაცა აწერია“; სრულყოფილი თარგმანი ასეთი იქნება: „კარს რომ შეხედა, [დაინახა], რაღაცა აწერია“.
მსგავსი ჰიპოტაქსური კონსტრუქციები დასტურდება ქართული ენის დიალექტებშიც. მეგრულში დადასტურებული -ო ნაწილაკის ადგილას მ. ჯანაშვილის მიერ ჩაწერილ ინგილოურ ტექსტებში -ა ნაწილაკია მოცემული; გურულსა და აჭარულში დამოკიდებული წინადადების ბოლოკიდური წევრის ხმოვნის დაგრძელება ფუნქციურად უტოლდება ორივე დასახელებულ შემთხვევას. -ო და -ა ნაწილაკების გენეზისიც შეიძლება ერთგვარი იყოს: ან კითხვითობის ნაწილაკებია და ჩაკითხვას გამოხატავენ, ან ო-რენ / ა-რის „არის“ ზმნების გაცვეთის შედეგად მიღებული პროსოდიული ელემენტებია (კლიტიკებია); სვანურში ამ ტიპის ჰიპოტაქსური სტრუქტურები მრავალფეროვანია; კერძოდ, ხან გამოხატულია ოდენ ინტონაციით, ხან ინტონაციასთან ერთად ი „-ც“ ან -ა ნაწილაკებით. არასალიტერატურო ქართველურ ენებსა და დიალექტებში ნაწილაკებითა და ინტონაციით გამოხატულია მაქვემდებარებელი კავშირის ფუნქცია და ხაზგასმულია ჰიპოტაქსური კონსტრუქციით გადმოცემული ფაქტის განსაზღვრულობა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბესაძე, ნ. (1963). „რომ“ კავშირი ქართველურ ენებში, თსუ შრომები, ტ. 96, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
კვანტალიანი, ლ. (1990). ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები, თბილისი: გამომ-ცემლობა „მეცნიერება“.
ლომთათიძე, ქ. (1988). ქართულ დიალექტებში დამოკიდებული წინაადების გამოხატვის ფუნქცი-ური საფუძველი, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია (მუშაობის გეგმა და მოხსე¬ნე-ბათა თეზისები).
ლომთათიძე, ქ. (1946). დამოკიდებული წინადადების ერთი თავისებურება ზოგ ქართულ დია¬ლექ-ტში, 337-344, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. I, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნი¬ერებათა აკადემია.
ლომია, მ. (2005). ჰიპოტაქსის საკითხები მეგრულში, თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“.
ციკოლია, მ. (1977). აფხაზურ-ქართული სინტაქსური პარალელები, აფხაზეთის ენის, ლიტე¬რა-ტურის, ისტორიის ინსტიტუტის მოამბე, ტ. VI, სოხუმი.
ჯორბენაძე, ბ. (1989), ქართული დიალექტოლოგია, ნაწილი I, გამომცემლობა „მეცნიერება“.
წყაროები:
ექსპედიციის მასალები მოპოვებულია FR-21-352 გრანტის ფარგლებში 2022-2023 წლებში განხორ¬ციელებული ლინ¬გვის¬ტ¬ური ექსპედიციების დროს სვანეთსა და სამეგრელოში.
ქართული ხალხური სიტყვიერება, ტ. II (1991). მეგრული ტექსტები (ქართული თარგმანითურთ); ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, შესავალი, შენიშვნები და გამოკვლევები დაურთეს კ. დანელიამ და ა. ცანავამ; თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ხუბუა, მ. (1937). მეგრული ტექსტები. ტფილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა და სტამბა.
დაუმოწმებელი დიალექტური მაგალითები აღებულია ქ. ლომთათიძის სტატიიდან (იხ. ლომ¬თა-თიძე, ქ. (1946)).


