მულჩირება, როგორც მოსავლიანობის ამაღლებისა და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიება

მულჩირება, როგორც მოსავლიანობის ამაღლებისა და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიება

ავტორები

  • ალუდა ჩიქოვანი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ქუთაისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.15

საკვანძო სიტყვები:

მულჩირება, ნიადაგის ეროზია, მოსავლიანობა, ნიადაგის ნაყოფიერება, ორგანული, არაორგანული

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია მულჩირების, როგორც თანამედროვე აგროტექნოლოგიური ღონისძიების კრიტიკული როლი მოსავლიანობის ზრდისა და ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის საქმეში. ნაშრომი წარმოადგენს მულჩირების სხვადასხვა ფორმების როგორიცაა ორგანული და არაორგანული მულჩირების ანალიზს, მათ სპეციფიკურ მახასიათებლებსა და გამოყენების არეალს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მულჩის დადებით ზეგავლენას ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, როგორიცაა ტენიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნება, რაც კვლევების თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში 50%-მდე ამცირებს სარწყავი წყლის საჭიროებას, და ნიადაგის ტემპერატურული რეჟიმის რეგულირებას. ასევე, განხილულია მულჩირების მნიშვნელობა სარეველების წინააღმდეგ, რამაც შესაძლოა 70-90%-ით შეამციროს სარეველების გავრცელება და, შესაბამისად, ჰერბიციდების გამოყენების აუცილებლობა. სტატიაში გაანალიზებულია მულჩის, როგორც დამცავი ბარიერის, ფუნქცია ეროზიული პროცესების შენელებაში; კვლევები აჩვენებს, რომ მულჩირებას შეუძლია ნიადაგის ჩამორეცხვა 90%-ზე მეტად შეამციროს, განსაკუთრებით ფერდობებზე. ამასთანავე, ხაზგასმულია ორგანული მულჩის წვლილი ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებაში, ორგანული ნივთიერებების შემცველობის ზრდის ხარჯზე, რაც წლიურად შესაძლოა 0.5-1%- შეადგენდეს. ნაშრომი ხაზს უსვამს მულჩირების კომპლექსურ ეკონომიკურ სარგებელს, მათ შორის მოსავლიანობის ზრდას, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით 20%-დან 100%-მდეც კი მერყეობს, და ასევე მის ეკოლოგიურ მნიშვნელობას მდგრადი და გარემოსდაცვითი სოფლის მეურნეობის პრინციპების დანერგვისათვის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ლორთქიფანიძე რ. კელენჯერიძე ნ. (2015) აგროლანდშაფტების მელიორაციული ტექნოლოგიები. ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ლორთქიფანიძე რ. (2012) ნაყოფიერების გაუმჯობესება და თხილის გაშენების ტექნოლოგიები სამეგრელოსა და იმერეთის ალუვიურ ნიადაგებზე. ქუთაისი: შპს მბმ-პოლიგრაფი.

მელიქიშვილი, გ. (2020). მულჩირების გავლენა ვაზის მოსავლიანობასა და ნიადაგის აგროფიზიკურ თვისებებზე კახეთის რეგიონში. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შრომები, თბილისი.

ურუშაძე თ. აგრონიადაგმცოდნეობა. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. 2020.

Kader, M. A., Senge, M., Mojid, M. A., & Nakamura, K. (2017). Mulching type-induced soil moisture and temperature regimes and water use efficiency of soybean under rain-fed conditions in central Japan. Agricultural Water Management, 180, 48-52.

Lal, R. (2004). Soil carbon sequestration impacts on global climate change and food security. Science, 304(5677), 1623-1627.

Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO). (Various years). Publications on conservation agriculture and soil management. (www.fao.org)

Chalker-Scott, L. (2007). Impact of mulches on landscape plants and the environment — A review. Journal of Environmental Horticulture, 25(4), 239-249.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-08

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...