ზოგიერთი იშვიათი მერქნიანი მცენარე კახეთის რეგიონში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.13საკვანძო სიტყვები:
ინტროდუქცია, ზრდა-განვითარება, ვეგეტაცია, კამბიალური ზრდა, ყვავილობაანოტაცია
ნაშრომში განხილულია კახეთის რეგიონში ინტროდუცირებული ზოგიერთი იშვიათი მერქნიანი მცენარის ზრდა-განვითარების თავისებურებები. შესწავლილია სამიზნე სახეობების: ორნაკვთიანი გინკო (Ginkgo Biloba L.), იაპონური კრიპტომერია ( Cryptomeria japonica (Thunb.ex L.F.)Don. ), ვემუტის ფიჭვი Pinus strobus L., ლირიოდენდრონი(ხე ტიტა) Liriodendron tulipifera L., თეთრი მუხა (Quercus alba L.), წითელი მუხა (Quercus rubra L.), კორპის მუხა (Quercus suber L.), შავი კაკალი (Juglans nigra L.), ჭადარფოთოლა ფირმიანა (Firmiana platanifolia Schott Et endl.), კანადის გიმნოკლადუსი (Gymnocladus dioica (L.) K.Koch,იაპონური სოფორა (Sophora japonica L.), თელისებრი ევკომია (Eucommia ulmoides oliv.), ფენოლოგია და ფენომეტრია, ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდები, თესლის ხარისხი, გვალვაგამძლეობა და ყინვაგამძლეობა, კამბიუმის მოქმედების ხანგრძლივობა 1-3 წლიან ყლორტებში, შეჯამებულია აკლიმატიზაცია-ადაპტაციის შედეგები.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა შესწავლილი მცენარე ხასიათდება კარგი ზრდა განვითარებით, მათი განვითარების წლიური ციკლი მოიცავს ყველა მორფოფიზიოლოგიურ პერიოდს, ყინვებისგან არ ზიანდება, ყვავილობს, მსხმოიარობს და ზოგი ბუნებრივადაც მრავლდება.
სასურველია, აღნიშნულ მცენარეთა ფართოდ გავრცელება ბუნებაში და კულტურში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Tsitsvidze, A. (1973). The Peculiarities of growth and development of coniferous plants in Adjara.
Yatsenko, L., Chmielewski, A. (1954). -Fundamentals and Methods of anatomical studies of wood. M-L.
Lobzhanidze, E. (1961). Cambium and Formation of Annual Wood Ring. Metsniereba, Tbilisi.
Nadiradze,T.( 2020) Trees and Shrubs of Tsinandali Park. Universal Publishing House, Monograph, Tbilisi.


