ნეოპატრიმონიალიზმის კვლევის მეთოდოლოგიური პრობლემები

ნეოპატრიმონიალიზმის კვლევის მეთოდოლოგიური პრობლემები

ავტორები

  • თეიმურაზ ქარელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.109

საკვანძო სიტყვები:

ნეოპატრიმონიალიზმი, პოლიტიკური რეჟიმი, კლიენტელიზმი, ნეოინსტიტუციონალიზმი, ნეპოტიზმი, საისტორიო ნეოინსტიტუციონალიზმი

ანოტაცია

ნაშრომი ეძღვნება ნეოპატრიმონიუალიზმის კვლევის მეთოდოლოგიურ პრობლემებს. შესავალ ნაწილში ახსნილია პრობლემის კვლევის აქტუალურობა. ნეოპატრიმონიალიზმის კონცეფციას სხვა კონცეფტებთან შედარებით გაცილებით მეტი წინასწარხედვის ძალა გააჩნია იმის თქმით, რომ პოლიტიკური გადასვლებით დემოკრატიული ინსტიტუტების თანდათანობითი კონსოლიდაცია არ ჩანს. პირიქით, ნეოპატრიმონიალურ სახელმწიფოებში იქმნება ჰიბრიდული რეჟიმები, რომელშიც დემოკრატიული დასავლური ტიპის ინსტიტუტები (ხელისუფლების დანაწილება, საარჩევნო უფლება, კონსტიტუცია) მხოლოდ ის გარსია, რომლითაც იჩრდილება რეალური პოლიტიკური პროცესები. მათი შინაგანი ლოგიკა კი პოლიტიკური ბატონობის დამკვიდრებულ ტრადიციულ ტიპს ექვემდებარება. ამ თეორიის მართებულობას ადასტურებს   პოლიტიკური პროცესები ე.წ. „პოსტსაბჭოთა“ სივრცეში, სადაც, დროთა განმავლობაში, აშკარა ხდება სწორედ ასეთი (მხოლოდ გარეგნულად დემოკრატიული) ჰიბრიდული რეჟიმების კონსტრუირება. ავტორის აზრით, ნეოინსტიტუციური თეორიის გამოყენებით შესაძლებელია ნეოპატრიმონიალური რეჟიმების ფუნქციობის როგორც სტრუქტურული, ასევე დინამიკური ასპექტებით ახსნა. ნაშრომში ჩამოთვლილია კვლევის პრობლემები: კერძოდ,  დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი ზოგიერთი საბაზო საკითხის გაგებაში: რას ნიშნავს წინდებული „ნეო“ ნეოპატრიმონიალიზმის ტერმინში; რა მიმართებაა ნეოპატრიმონიალიზმის რეჟიმებში ლეგალურ-რაციონალურ და ტრადიციულ დომინირებას შორის; რა არის საერთო ამ ტერმინსა და პატრიმონიალიზმის  ცნებას შორის; როგორ შეიძლება მოხდეს ნეოპატრიმონიალიზმის ოპერაციონალიზაცია; როგორ უნდა გაიმიჯნოს ის ისეთი მოვლენებისაგან როგორიცაა კლიენტელიზმი, ნეპოტიზმი, კლანურობა. საკვლევია ქართულ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ სისტემაში არაფორმალური ურთიერთობების ძალა და განმსაზღვრელი ხასიათი („სატელეფონო სამართალი“, ბლატი, ნეპოტიზმი, კლიენტურ-პატრონაჟული ქსელი და ა.შ.). დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ნეოპატრიმონიალიზმის კონცეფციას დიდი პოტენციალი აქვს ნეოინსტიტუციურ თეორიაში. ნეოპატრიმონიალიზმი გულისხმობს ტრადიციული ბირთვის და ლეგალური გარსის შერწყმას. ამდენად, აუცილებელია ტრადიციული ინსტიტუტების ინსტიტუციონალიზაციის არააშკარა ფორმების, არაფორმალური პრაქტიკების კვლევა. ამ მიზნებისთვის ნეოინსტიტუციონალიზმი ინსტიტუტებისა და ინსტიტუციური ცვლილებების ყველაზე შესაფერის გაგებას გვთავაზობს. ჩვენი თვალთახედვით, ნეოპატრიმონიალიზმის კონცეფციის შემდგომი განვითარება, მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს ახალი ინსტიტუციონალიზმის მიღწევებს და მეთოდოლოგიურ აპარატს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კიკაბიძე კობა. "პატრონ–კლიენტელიზმი არჩევნებს არჩევნებამდე იგებს" https://www.radiotavisupleba.ge/a/24419172.html [19.03.2019]

კიკაბიძე კობა, ლოსაბერიძე დავით. (2000). ინსტიტუციონალიზმი და კლიენტელიზმი საქართველოში. სადისკუსიო წერილების სერია 3. გამ-ბა „ნეკერი“.

კუჭუხიძე ვასო. ნეპოტიზმიდან კლიენტელიზმამდე. http://netgazeti.ge/opinion/17174/ [19.03.2019]

მამრაძე პეტრე. მორატორიუმი, კონსტიტუცია და კლიენტელიზმი. http://resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=20757 [19.03.2019]

მაქს ვებერი. სოციოლოგია. (ფრანკ პარკინის მიხედვით). გვ.34-37 http://socium.ge/downloads/klasikurisocteoriebi/maqs%20veberis%20sociologia.pdf

ქარელი თეიმურაზ. (2022). არჩევნების პატიოსნება, ამომრჩეველთა აქტივობა და კლიენტელიზმი ავტორიტარულ პირობებში: თეორიული ნარკვევი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომების კრებული N 1 (35) ISSN: 1512-0600 E-ISSN: 2667-9949 https://journals.4science.ge/index.php/TUW ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/tuw.2021.07.28 გამ-ბა „პრინტჯეო“. გვ. 224-230.

ქარელი თეიმურაზ. (2023). ნეოპატრიმონიალური სახელმწიფოს ცნება. ყოველკვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი. N1-2, 2023. http://scholar.bpengi.com. DOI: https://doi.org/10.36073/1512-0538 გვ. 145-147.

ქარელი თეიმურაზ. (2021) პატრიმონიალური მმართველობის ფორმა საქართველოში. - „პოლიტიკა“. სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალი. სპმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტი. 2021. № 3.

ჯონსი სტივენს. (2012). საქართველო. პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. გვ.189-192

ჩარკვიანი თამარ. ( 2014). ნეოპატრიმონიალური და მერიტოკრატიული მართვის სტრატეგიები ტრანსფორმირებად საჯარო სამსახურში. სადისერტაციო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. 208 გვ. http://iliauni.edu.ge/uploads/other/1/1483.pdf

Bach D. (2011). Patrimonialism and Neopatrimonialism: Comparative Trajectories and Readings [Text] / D. Bach // Commonwealth & Comparative Politics. –– Vol. 49. – № 3. – P. 275-294.

Erdmann G., Engel U. (2007). Neopatrimonialism Reconsidered: Critical Review and Elaboration of an Elusive Concept [Text] / G. Erdmann, U. Engel // Commonwealth & Comparative Politics. – 2007. – Vol. 45. – № 1. – P. 95-119.

Kuzio T. (2001).Transition in Post-Communist States: Triple or Quadruple? / / Politics. 2001. Vol.21. N.3. P.171. http://www.taraskuzio.com/Economic%20Transition_files/economics-transition.pdf

Ledeneva A.V. 2006. How Russia Really Works: The Informal Practices That Shaped Post-Soviet Politics and Business [Text] / A.V. Ledeneva. – Ithaca: Cornell University Press, 2006. – 270 p

Вебер М. (2016). Хозяйство и общество: очерки понимающей социологии [Текст]: в 4 т. / Макс Вебер; [пер. с нем.]; сост., общ. ред. и предисл. Л.Г. Ионин; НИУ «Высшая школа экономики». – М.: Изд. дом Высшей школы экономики. Т. I. – С. 252-334

Карозерс Т. Конец парадигмы транзита. – Политическая наука. № 2. – 2002. С. 42-65

Сартори Дж. Искажение концептов в сравнительной политологии (II). – Полис. Политические исследования. № 4. 2003.

Эйзенштадт Ш. Революция и преобразование обществ. Сравнительное изучение цивилизаций. М., Аспект Пресс, 1999. 435 с. http://abuss.narod.ru/Biblio/eizenshtadt1.htm

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
Loading...