საბჭოთა რეჟიმის მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი იურისტები აჭარიდან

საბჭოთა რეჟიმის მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი იურისტები აჭარიდან

ავტორები

  • მურმან გორგოშაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.107

საკვანძო სიტყვები:

რეჯებ დედეს-ძე ნიჟარაძე, ხასან ისმაილის-ძე ლორთქიფანიძე, ოსმან ხუსეინის-ძე თავდგირიძე, დურსუნ ემინის ძე ქარცივაძე, ოსმან ეუბის ძე მიქელაძე, თემურ-ბეგ მამუდის ძე შერვაშიძე, მემედ გულიას-ძე კაიკაციშვილი, რიზა დავითაძე

ანოტაცია

სახელმწიფოსა და საზოგადოებაში იურისტები არსებით ფუნქციებს ასრულებენ,   მათ სხვადსხვა ხელმძღვანელი თანამდებობები ეჭირათ და უჭირავთ დღესაც, არაა გამორიცხული, რომ იურისტები, როგორც საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მათი იმ როლიდან გამომდინარეობდეს, რომელსაც ისინი ასრულებენ სახელმწიფო  ხელისუფლების  განხორციელებაში: საზოგადოებრივი ურთიერთობების იურიდიზაცია,  განვითარებული სამართლებრივი სისტემის შექმნა და სხვა.

საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც აჭარაში შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა ფენას: სახელმწიფო ორგანოებს, კომუნისტურ პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ინტელიგენციას, სასულიერო პირებს, სამეურნეო-საწარმოო კადრებს და სხვა, თავისი ხასიათით, მასშტაბით, ფორმებით და მეთოდებით უპრეცედენტო იყო. სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს უფრო დიდი მასშტაბი და მწვავე ხასიათი ჰქონდა. აჭარაში ეს რეპრესიები, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო ფართო და უფრო სასტიკი იყო. ამას განაპირობებდა ის გარემოება, რომ საბჭოთა კავშირისა და  საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ლიდერები ბოროტად იყენებდნენ აჭარის ბედუკუღმართობით გამოწვეულ მძიმე ხვედრს – აჭარაში ოსმალეთის  სამსაუკუნოვანი ბატონობიდან გამომდინარე შედეგებს და აჭარლების მიმართ დაუსაბუთებელ უნდობლობას ავლენდნენ, ეჭვობდნენ მათ პოლიტიკურ საიმედოობაში და  ხშირად მათ თურქეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებდნენ.

ნაშრომში გაშუქებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში აჭარაში მოღვაწე რეპრესირებული,  შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე დახვრეტილი აჭარის მკვიდრი  იურისტების რეჯებ დედეს-ძე ნიჟარაძის (1873-1937), ხასან ისმაილის-ძე ლორთქიფანიძის (1888-1937), ოსმან ხუსეინის-ძე თავდგირიძის (1889-1938), დურსუნ ემინის ძე ქარცივაძის (1865-1937), ოსმან ეუბის ძე მიქელაძის (1894-1937), თემურ-ბეგ მამუდის ძე შერვაშიძის (1884-1937), მემედ გულიას-ძე კაიკაციშვილის (1898-1937), რიზა დავითაძის (1864-1937) საქმიანობა. მითითებულია  მათ დამსახურებაზე კუთხის, ერის, ქვეყნის წინაშე, მათი ხსოვნის უკვდავყოფაზე, რათა ჩვენი მომავალი კიდევ უფრო დაცული იყოს სახელმწიფოს მხრიდან უსამართლო  ძალმომრეობისაგან.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01
Loading...