დისტანციური სწავლების დანერგვის სოციო-კულტურული ასპექტები

დისტანციური სწავლების დანერგვის სოციო-კულტურული ასპექტები

ავტორები

  • ხათუნა ჯოხაძე ბუგეულის საჯარო სკოლა

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.106

საკვანძო სიტყვები:

დისტანციური სწავლება, გლობალური პანდემია, საშუალო სკოლა, პედაგოგები, მოსწავლეები, თვითეფექტურობა

ანოტაცია

2020 წლის გაზაფხულზე, COVID-19 – გლობალური პანდემიის შედეგად სკოლების დახურვამ  მილიარდი  მოსწავლე დატოვა  სკოლის მიღმა. მასწავლებლები გადავიდნენ გადაუდებელ დისტანციურ სწავლებაზე. ქვეყნები და ოჯახები მძიმე ეკონომიკურ  კრიზისში აღმოჩნდნენ, რამაც კიდევ  უფრო გააღრმავა  უთანასწორობა განათლების მიღების შესაძლებლობებში. აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მთავრობებმა დაიწყეს სასწავლო დანაკარგების შეჯამება რემედიალური ინიციატივების განხორციელებისათვის, რაც რიგი მკვლევარებისა და ორგანიზაციების მიერ სკოლების დახურვის ეფექტის შემცირების უალტერნატივო გზად მიიჩნევა. გლობალური პანდემიის შედეგები საქართველოს განათლების სისტემაზეც აისახა  და 2020 წლის მარტს  სასწავლო  პროცესი  შეწყდა,   ხოლო   მოგვიანებით  დისტანციურ   რეჟიმში   გაგრძელდა. თუმცა, მოსალოდნელი სასწავლო დანაკარგების მონიტორინგი და კვლევა ახალი სასწავლო წლისთვის არ განხორციელებულა, შესაბამისად, სკოლების დახურვის პირველი ტალღის შემდგომ სისტემამ მუშაობა რემედიაციის სტრატეგიის გარეშე დაიწყო. გადაუდებელი დისტანციური სწავლება (ERT), რომელიც არის სწავლების დროებითი გადასვლა ალტერნატიულ მიწოდების რეჟიმზე. კრიზისის ფონზე მასწავლებლები ცდილობდნენ გამკლავებოდნენ მოცემულობას, რომელსაც არასოდეს ელოდნენ, ყველაფერი კეთდებოდა ადმინისტრაციის მითითებით. მოცემულობამ გამოიწვია პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის დაქვეითება.  განათლებისადა მეცნიერების სამინისტრომ უმოკლეს დროში შეძლო სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში აღდგენა, თუმცა მოსწავლეთა უნივერსალური და ინკლუზიური ჩართულობის უზრუნველყოფასთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა არაეფექტური აღმოჩნდა ყველაზე მოწყვლადი და მაღალი რისკის ჯგუფის მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით ციფრული უთანასწორობის შემცირების კონტექსტში.

ჩვენი  კვლევის მიზანია ემპირიულ მასალებზე დაყრდნობით განვიხილოთ რა გამოცდილებით შეხვდნენ საშუალო სკოლის მასწავლებლები ERT-ის COVID-19 პანდემიის დროს.

      

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბაქრაძე ლ., 2020. ახალი საგანმანათლებო რეალობა. ტერმინები, გამოწვევები, რეკომენდაციები. თბილისი

კუპატაძე ქ., 2009. ელექტრონული სწავლება, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი “

ჯანაშია ს., 2021. დისტანციური განათლების არსი და თეორიული საფუძვლები (დისტანციური სწავლების მართვა (პრაქტიკული სახელმძღვანელო სკოლის ადმინისტრატორთათვის) - ავტ.საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“

arlsen A., Holmberg C., Neghina C., 2016. Owusu-Boampong A., Closing the Gap Opportunities for distance education to benefit adult learners in higher education Opportunities for distance education to benefit adult learners in higher education. UNESCO Institute for Lifelong Learning.

eng K., Sol K., 2020. Cambodian Education Forum, -Online learning during COVID-19: Key challenges and suggestions to enhance effectiveness

ыготский Л ., 1926/27. Новое видение и мнение в психоанализе

ნორმატიული აქტები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №94/ნ, 2020

Modern teaching methods; Language teaching methodology and information technologies in research and teaching

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...