სსსმ მოსწავლეების ტრანზიციის მხარდამჭერი მექანიზმები სკოლაში და დირექტორის როლი ამ პროცესში

სსსმ მოსწავლეების ტრანზიციის მხარდამჭერი მექანიზმები სკოლაში და დირექტორის როლი ამ პროცესში

ავტორები

  • ნინო ნახუცრიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.101

საკვანძო სიტყვები:

ტრანზიცია, გამოწვევები, სსსმ ბავშვი, მხარდამჭერი მექანიზმები, სკოლის დირექტორი

ანოტაცია

სწავლა-სწავლების შედეგიანობა და მოსწავლის აკადემიური მიღწევები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ცხადია, ყველა წარმატებას თუ წარუმატებლობას თავისი  გამომწვევი მიზეზები და წინა პირობა გააჩნია. თუმცა, როდესაც საუბარია დაწყებით საფეხურზე მოსწავლის წარუმატებლობაზე, ამ შემთხვევაში ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება ტრანზიციის პროცესი, რაც მოსწავლის წარმატებული სასწავლო საქმიანობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

ტრანზიცია ინდივიდუალურად სხვადასხვაგვარად აისახება თითოეული ბავშვის ფსიქიკაში. მართალია მას გარკვეულწილად განმავითარებელი ფუნქციაც აკისრია, მაგრამ ამავდროულად ერთგვარ სტრესულ ფონსაც ქმნის და არ არის ადვილი პროცესი ბავშვისთვის. ამიტომ აუცილებლად საჭიროებს მხარდამჭერი ქმედითი ღონისძიებების გატარებას, შესაბამისი დამოკიდებულებების და პირობების შექმნას სკოლაში. როდესაც საქმე ეხება სსსმ მოსწავლეს, ბევრად მეტია გამოწვევები და ტრანზიციის ყოველი კომპონენტის სათანადოდ განხორციელების საჭიროება. ამ პროცესის დაგეგმვა-წარმართვაში და სკოლის სწორი სტრატეგიის შემუშავებაში მთავარი მისია აკისრია სკოლის ხელმძღვანელს. ამ მიმართულებით საჯარო სკოლების სტრატეგიის და არსებული რეალობის შესაფასებლად ნაშრომში წარმოდგენილია თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორთა კვლევის შედეგები, რამაც ნათელყო, რომ მიუხედავად მათი პოზიტიური განწყობისა და სკოლაში ბავშვთა ტრანზიციის ხელშეწყობის მნიშვნელობის გააზრებისა, მაინც არსებობს ხარვეზები, რაც ახლავს ტრანზიციის პროცესს და რაც დროულ გამოსწორებას საჭიროებს. ეს ეხება სკოლის მიერ  სსსმ ბავშვების ტრანზიციის ხელშეწყობის შიდა პოლიტიკის  (შესაბამისი რეგულაციებით) და სსსმ ბავშვების ტრანზიციის პროგრამის შემუშავებას, მშობლებთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი და   ტრანზიციის ხელშემწყობი ეფექტიანი აქტივობების განხორციელებას, ქმედითი ღონისძიებების გატარებას სკოლის გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მორგებისთვის მოსწავლეთა საჭიროებებზე (მათ შორის სსსმ მოსწავლეზე), სკოლამდელ დაწესებულებასთან თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ამუშავებას და სხვ.

თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე  ჩატარებული კვლევის შედეგები გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვისაუბროთ არსებულ რეალობაზე და დავსკვნათ, რომ ტრანზიციის თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრია საკეთებელი და ამ მიმართულებით საქმიანობა სკოლების  ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბაგრატიონი-გრუზინსკი, მ., ბარქაია, ც., წულაძე, მ., ხვადაგიანი, მ., კვაჭაძე, ჟ., ზაქარეიშვილი, მ., მიდელაური, ვ. (2019) ადრეული ბავშვობა და ტრანზიცია სკოლაში გზამკვლევი ტრანზიციის პროცესში ჩართული სპეციალისტებისა და ოჯახებისათვის გზამკვლევი შექმნილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტგროს კოორდინაციით. ღია საზოგადოების ფონდი;

წულაძე, მ., ხვადაგიანი მ. (2018). სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა, დამხმარე სახელმძღვანელო, გზამკვლევი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაციების „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ და „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანამშრომლობით; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი;

წულაძე, მ. ( 2020). მზად ვართ პირველკლასელების დასახვედრად ბავშვების სკოლაში ტრანზიციისმხარდაჭერის სახელმძღვანელო; სახელმძღვანელო შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისათვის“ მიერ, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ტრანზიციის პრაქტიკის მდგრადად ინტეგრირება ადრეული და დაწყებითი განათლების სისტემაში - III ფაზა“;

PERRY, B. (2007) The Role of Schools and Communities in Children’s School Transition SUE DOCKETT,, The role of schools and communities in children’s school transition (transitiontoschool.net)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...