კულტურათაშორისი მიმართულებანი ძველი საქართველოს განათლებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.100საკვანძო სიტყვები:
კულტურათაშორისი მიმართულებანი ძველი საქართველოს განათლებაშიანოტაცია
კონფერენცია დაფიქსირების, გაკეთებულის შეფასების, გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების საშუალებად მიმაჩნია. ამ თვალთახედვით გავეცანი თელავის კონფერენციის თემას, თემატიკას და უპირველესი, რაც გამახსენდა, ეს იყო გაიოზ რექტორის მიერ საგანმანათლებლო რეფორმასთან დაკავშირებით უცხოური გამოცდილების შესწავლა და მორგება მისი სასწავლებლის საჭიროებებზე. ერთი მაგალითია: სასწავლო წლის დასასრულს სემინარიელს ევალებოდა წარმოედგინა ზეპირი მოხსენება საჯაროდ, ღიად ეპასუხა შეკითხვებზე, მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა მომდევნო კურსზე გადასულად. როგორ ჰგავს ეს ფორმა დღევანდელ საკურსო ნაშრომის დაცვას და უფრო უკეთესიცაა.
განცდილმა ვითარებამ გადამაწყვეტინა გამომეკვლია კულტურათაშორის მიმართებათა მემკვიდრეობა ძველი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. დასაწყისში ჩავატარე კვლევა კულტურათაშორისი დიალოგების მიმართ სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულების შესასწავლად. კვლევამ მოიცვა ზემო აჭარა: ხულო, ქედა, შუახევი. კვლევის შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი გამოდგა: საოჯახო ტურიზმის განვითარებამ მოითხოვა კულტურათაშორისი ურთიერთობების შესწავლა. ამ მიმართებით დადებით მაგალითად წარმოჩინდა ჩვენს უნივერსიტეტში დაგეგმილი სასწავლო კურსი: „ინტერკულტურული განათლების“ (2012 წლიდან), ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის მასწავლებლის ჯ. აბაშიძის პირადი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: ინტერკულტურული განათლების პრობლემები. სასწავლო პროექტები „ალ. დიუმა აჭარაში ერთ ოჯახში ოთხი თაობის ცხოვრების შესახებ“.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ს. ყაუხჩიშვილი - ბერძნულ ლიტერატურის ისტორია ტ.II თბილისი 1949.
შ. ნუცუბიძე - ქართული ფილოსოფიის ისტორია ტ. I თბილისი 1956
კ. კეკელიძე - ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია ტ I თბილისი 1960
ს. გამსახურდია - სწავლა-განათლება ძველ საქართველოში თბილისი 1975
მ. დარჩია - გაიოზ რექტორი