საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების როლი უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევითი დარგის განვითარებაში

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების როლი უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევითი დარგის განვითარებაში

ავტორები

  • ქეთევან კენკებაშვილი ალტე უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.94

საკვანძო სიტყვები:

საინფორმაციო წიგნიერება, კვლევა, საბიბლიოთეკო რესურსები, ციფრული წიგნიერება

ანოტაცია

სტატიაში განხილულია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების როლი სამეცნიერო კვლევითი და სამაგისტრო ნაშრომების შექმნისას. ბიბლიოთეკის ტრადიციული ფუნქციების და თანამედროვე სერვისების, რომლებიც განპირობებულია ტექნოლოგიების განვითარებით. აღწერილია ბიბლიოთეკის როლი, სამეცნიერო კვლევითი ტიპის ნაშრომების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ბიბლიოთეკის მხარდაჭერა და შეთავაზებული სერვისები გადამწყვეტ როლს თამაშობს ხარისხიანი კვლევითი ნაშრომის შექმნაში.

ინფორმაციული წიგნიერება, არის ბიბლიოთეკების მთავარი საზრუნავი. ხშირად ბიბლიოთეკის მიერ უზრუნველყოფილი მხარდაჭერა სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომის შექმნისას, აღემატება ლექტორების მიერ გაწეულ დახმარებას.

გარდა სამეცნიერო სტილის, წყაროების სანდოობის და უახლესი სამეცნიერო ინოვაციების გაცნობის, ბიბლიოთეკის ერთ ერთი სერვისი ემსახურება აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის დანერგვას  ახალგაზრდა მკვლევრებთან, რაც გამოიხატება პლაგიატთან ბრძოლის სისტემის გამოყენებაში და მის დანერგვაში საუნივერსიტეტო სივრცეში.

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ბიბლიოთეკის მიერ, ჩატარებული ტრენინგები, ზრდის ინფორმაციულ წიგნიერებას და მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწორად  შეძლონ საჭირო ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და ასახვა მათ ნაშრომებში.

სტატიის მიზანია შეისწავლოს და წარმოაჩინოს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების როლი და მათ წინაშე მდგარი გამოწვევები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოჩენილია ცვლილებები, რომლებიც მოხდა უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკის დამატებითი სერვბისების შეთავაზების შედეგად.

განხილულია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მუშაობის რამდენიმე მიმართულება: არსებული ფონდის გაზრდა, ბეჭდური ფონდის დიგიტალიზაციის პროცესი, სამეცნიერო ბაზების შეძენა, უნივერისტეტის აკადემიური წრის ბაზებზე წვდომით უზრუნველყოფა, აკადემიური და კვლევითი საქმიანობის კულტურის დანერგვა, სტუდენტებისთვის ტრენინგების ჩატარება და სხვა.

ნაშრომში მოყვანილია წლების მიხედვით, ბიბლიოთეკის განახლებული პრინციპით მუშაობის შედეგი. შედეგი რაოდენობრივად არის შეფასებული და მიზნობრივად წარმოდგენილია დიაგრამებზე განაწილების სახით.  აღსანიშნავია, არა მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტენდეცია, არამედ მათ მიერ შესრულებული აკადემიური ნაშრომების გაუმჯობესებული ხარისხი, გაზრდილია აკადემიური კეთილსინდისიერების და პასუხისმგებლობის მაჩვენებელიც.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Phillips, J. C., & Atwood, T. A. (2010). Transferring skills, transferring students: a call to academic libraries. College & Undergraduate Libraries, 17(4), 331–348

Whang, L., Tawatao, C., Danneker, J., Belanger, J., Weber, S. E., Garcia, L., & Klaus, A. (2017). Understanding the transfer student experience using design thinking. Reference Services Review, 45(2), 298–313

Nicholas D. Rowlands I. ‘Social Media use in the Research Workflow,’ Information Services and Use 31(1–2, 2011):pp.

Darling-Hammond, L., Flook, L., Cook-Harvey, C., Barron, B., & Osher, D. (2020). Implications for educational practice of the science of learning and development. Applied Developmental Science, 24(2), 97–140

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...