პროექტზე დაფუძნებული სწავლება, მისი როლი და მნიშვნელობა

პროექტზე დაფუძნებული სწავლება, მისი როლი და მნიშვნელობა

ავტორები

  • ნინო ვაყელიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.92

საკვანძო სიტყვები:

პროექტებით სწავლება, თანამედროვე მეთოდი, კრიტიკული აზროვნება, კვლევა, ინფორმაცია, ძიება, უპირატესობა, სკოლა, მოსწავლე

ანოტაცია

განათლების სისტემა უდიდეს როლს ასრულებს თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, ცივილიზებული საზოგადოების ფორმირებასა და განვითარების პროცესში. თანამედროვე განათლება, მაღალხარისხიანი სწავლა და სათანადო ცოდნის შეძენა სოციალური მოთხოვნაა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ყოველ საფეხურზე სხვადასხვა სახის პროსგრესული მეთოდების გამოყენებით ხდება. თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პროგრესული, აქტუალური მეთოდია პროექტზე დაფუძნებული სწავლება. გარკვეული ევოლუცია გაიარა აღნიშნულმა მეთოდმა წლების განმავლობაში, მაგრამ მისი ძირითადი არსი კვლავ უცვლელია: ამ მეთოდით სწავლების პროცესში ხდება მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება, კონცენტრირება და სტიმულირება კონკრეტულ პრობლემებთან და მის გადაწყვეტასთან მიმართებაში. მას საფუძვლად უდევს მოსწავლეთა შემეცნებითი უნარისა და თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში ორიენტირების მეშვეობით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარება.

       თანამედროვე სასწავლო მეთოდის, პროექტით სწავლების მეთოდის უკეთ შესასწავლად და დასანერგად სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდა კვლევა აღნიშნულ თემაზე. შესწავლილი იქნა შესაბამისი ლიტერატურა. საკანონმდებლო ბაზის და არსებული კვლევების გამოცდილების განხილვა. მოხდა დაკვირვება. ფოკუსჯგუფის შერჩევა, გამოკითხვა. დაკვირვების დროს მოგროვდა მონაცემები.  არსებული მონაცემები, გამოკითხვის და დაკვირვების შედეგები დახარისხდა, დამუშავდა. მოხდა შედეგების გაანალიზება და ამის საფუძველზე ინტერვენცია. გამოიკვეთა პრიორიტეტები. კვლევის პროცესში აქტიური თანამშრომლობა იყო სკოლის პედაგოგებს შორის. მიმდინარეობდა განხილვა საგნობრივ კათედრებზე. იყო ნათელი, სპეციფიკური და ადვილად გასაგები გამოხმაურებები. საინტერესო დისკუსია წარიმართა პროექტით სწავლების მეთოდის ნაკლოვანებაზეც.

      კვლევაზე მუშაობის პროცესმა და შედეგმა კიდე ერთხელ აჩვენა, რომ ასეთი მეთოდით სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი, ინტელექტუალური უნარის განვითარება, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ თვითრეალიზაციის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.

       როგორც ჩინური ანდაზა ამბობს: ,,მითხარი რამე და დამავიწყდება, მაჩვენე და მე შევძლებ გახსენებას, ჩამრთე და მე ყველაფერს გავიგებ.“

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

 ეროვნული სასწავლო გეგმა shesavali.doc (live.com)

 პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მოსწავლეთა მოტივაცია - mastsavlebeli.ge

https://www.google.com/url?sa=i&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=&cad=rja&uact=8&ved=0CAI w7AJahcKEwjoxd2cnMj_AhUAAAAAHQAAAAAQAw&url=http%3A%2F%2Fgesj.internetacademy.org.ge%2Fdownload.php%3Fid%3D2743.pdf%26t%3D1&psig=AovVaw1IeeNph9uSuF7IOPQvaVvc&ust=1687019418252448&opi=89978449

 განწყობის თეორია. Mes.gov.ge/uploads/gegmebi/shesavali.doc.

https://www.slideshare.net/MandeepGill1/project-method-of-teaching

 Project Method of Teaching – A Guide (teachmint.com)

https://www.google.com/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=&cad=rja&uact=8&ved=2ahUKEwjnmpm2ncj_AhUR4aQKHUepBKAQFnoECAwQAQ&url=http%3A%2F%2Fgesj.internet-academy.org.ge%2Fdownload.php%3Fid%3D2743.pdf%26t%3D1&usg=AovVaw0zdX_FYlZQQGIMzCU0EL3U&opi=89978449

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...