შულავერის ნეოლითური კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში

შულავერის ნეოლითური კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში

ავტორები

  • შორენა ყიფშიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.89

საკვანძო სიტყვები:

ადრესამიწათმოქმედო კულტურა, შულავერის გორა, იმირის გორა, აღმოსავლეთ ამიერკავკასია,, მიწათმოქმედება, ნეოლითური კულტურა

ანოტაცია

მოცემულ კვლევაში საუბარია საზოგადოების განვითარების ნეოლითის ეპოქაზე, რომელსაც არქეოლოგიაში ,,ნეოლითურ რევოლუციას“ უწოდებენ, იგი მოიცავს ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეებს. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ადრესამიწათმოქმედო ძეგლების, შულავერისა და იმირის გორაზე გამოვლენილ კომპლექსებზე, რომელიც შულავერის კულტურით არის ცნობილი. შევისწავლეთ ზემოაღნიშნული კულტურისთვის დამახასიათებელი ნიშნები და ზოგადად  მისი მნიშვნელობა საზოგადოებრივ განვითარებაში. განვიხილეთ ის მოსაზრებები, რომელთა საფუძველზეც  ეს კულტურა საზოგადოების ნეოლითურ-ენეოლითურ ეპოქებს ასახავს. 

       აღმოსავლეთ საქართველოში მძლავრი ადრესამიწათმოქმედო კულტურის ჩამოყალიბებამ თავისი დასახლებებითა და მთელი რიგი დამახასიათებელი ნიშნებით, მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  შულავერისა და იმირის გორები, ფენებითა და არტეფაქტებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ კულტურებთან საერთოს პოულობს.

       ნაშრომში განხილულია რამოდენიმე მეცნიერის კონცეფცია ნეოლითური კულტურის თავისებურებებთან დაკავშირებით, ვნახეთ განვითარების თვალსაზრისით, როგორი განსხვავებული ვითარებაა საქართველოში, სადაც დაფიქსირებულია  ადრესამიწათმოქმედო კულტურასა და სამი განსხვავებული კულტურის, ასევე გარკვეულ ეტაპზე მათი თანაარსებობა. მათგან შულავერ-შომუთეფესა და სიონი-წოფის წრის ძეგლებს განვითარების შედარებით გრელი გზა აქვთ განვლილი, ხოლო ფინალურ ეტაპზე, როგორც ვარაუდობენ  თანაარსებობს ბერიკლდეები-ლეილათეფეს კულტურა.

       ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ ამ ეპოქის სოციუმზე, მათ შორის ქალის კულტზე. შულავრის გორა და სხვა ნამოსახლარები იმის მანიშნებელია, რომ ქალს, საზოგადოებაში წამყვანი ადგილი ეკავა. ქალის როლის წინ წამოწევას ხელი შეუწყო წარმოებით მეურნეობაზე გადასვლამ. (მიწათმოქმედებამ, მესაქონლეობამ და მეთუნეობამ).    

     დღეისათვის შულავერი-შომუთეფეს კულტურა არ არის ბოლომდე შესწავლილი და საფიქრებელია, რომ ახალი ატრეფაქტების აღმოჩენამ და შესწავლამ მისი დათარიღება კიდევ უფრო დააზუსტოს და მნიშვნელოვნად შეცვალოს მეცნიერთა შეხედულებები.

      ნეოლითელი საზოგადოების განვითარების შედეგად მივიღეთ ქვა-სპილენძისა და ბრინჯაოს უმნიშვნელოვანესი ეპოქები.  

        

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კიღურაძე, თ. (2011). აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური და ენეოლითური კულტურები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ჯაფარიძე, ო. ჯავახიშვილი, ა. (1965-1966). ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები.

ბერიძე, ვ. ( 1974). ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბილისი: "ხელოვნება."

Джапаридзе, О. Джавахишвили, А. (1971). Результаты работ Квемо-Картлийской археологической экспедиции (1968-1969гг.), სსმაე, II, თბილისი.

Джавахишвили, А. (1973). Строительное дело и архитектура поселений Южного Кавказа V-III тыс. до н. Э., Тбилиси.

სადრაძე, ვ. ხოხობაშვილი, თ. ძნელაძე, მ. ღლიღვაშვილი, ე. (2022). არქეოლოგიის საფუძვლები. თბილისი.

ჯაფარიძე, ო. (1992). საქართველოს არქეოლოგია, ტ. II, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანა, თბილისი: მეცნიერება

მენაბდე, მ. კიღურაძე, თ. (1981). სიონის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...