ინფორმაცია vs დეზინფორმაცია: გლობალური გამოწვევები

ინფორმაცია vs დეზინფორმაცია: გლობალური გამოწვევები

ავტორები

  • ლალი ძამუკაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.88

საკვანძო სიტყვები:

სოციალური მედია, ტრადიციული მედია, დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, რეგულაციები, მედიაწიგნიერება

ანოტაცია

ციფრული რევოლუციის ეპოქაში სოციალური მედიის დაწინაურებამ გლობალური გამოწევები წარმოშვა და ტრადიციული მედიის ერთგვარი ეროზია გამოიწვია. ყველა პასუხისმგებლიანი მედია საერთო პრობლემის წინაშე დადგა, რაც უკავშირდება ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. მედიის მთავარი ფუნქცია - სიმართლის მსახურება, კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა.

ყალბი ამბების გასავრცელელად სოციალური მედია ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ტექნოლოგიურად გამართული პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა რეალურის მსგავსი საიტების შექმნისათვის. ეს პლათფორმა თავის საინფორმაციო ველზე ახალ ამბებს გვთავაზობს. სოციალური მედიის უამრავი ანგარიში კი დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება. ინტერნეტ სივრცეში არსებული საინფორმაციო წყაროების სიმრავლე ართულებს გაგებას, რომელი მათგანია ფაქტებზე დაფუძნებული, ნახევრად სიმართლე თუ ტყუილი.  სწორედ აქ ხდება ყალბი ამბების რეალური შეფუთვა იმგვარად, რომ მომხმარებელს გაუჭირდეს სწორი ლავირება. გაზიარების სერვისი ხელს უწყობს დეზინფორმაციის ტირაჟულობას და მის ვირუსულ გავრცელებას, რასაც მოსდევს უარყოფითი ტალღოვანი ეფექტი.

გაყალბებული ან ცრუ ინფორმაცია შეფუთულია, როგორც „ნამდვილი“ და მიზნად ისახავს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას. ყალბი ამბების ფაბრიკაცია დაკავშირებულია კონკრეტულ ჯგუფებთან ან ინდივიდებთან, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი თუ სხვათა ინტერესებით. ყალბი ამბების ტირაჟირება, ხშირად, გამოწვეულია პოლიტიკურ-ეკონომიკური საბაბით. თავისი ფორმით ძალიან წააგავს ტრადიციული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა, დარღვეულია ყოვეგვარი ეთიკა სიზუსტესთან მიმართებაში. ასეთი ტიპის ინფორმაცია განსხვავებულ სფეროებს მოიცავს. ეს შეიძლება ეხებოდეს პოლიტიკას, ეკონომიკას, უცხოპლანეტელებს, მასონურ შეთქმულებს, საკვებს, საფონდო ბირჟებს და სხვა.

სოციალური მედიის პლატფორმებმა, თავის მხრივ, მიიღეს არაერთი დამატებითი ღონისძიება ყალბ ინფორმაციასთან და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. დემოკრატიული სიტყვის ძალა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ყალბი ამბების წინაშე, საზოგადოებას სჭირდება კომუნიკაციის კულტურის ახლებური მოდელი. ეს არის კრიტიკული აზროვნების განვითარება, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო საყრდენს ყალბი ამბების წინააღმდეგ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. (2020). დეზინფორმაციის კვლევა და გაუვნებელყოფა საქართველოში. სოციალური მედიის მონიტორინგი და ანალიზი. საბოლოო მოხსენება. (მოძიებულია: 02.05.2023). https://eprc.ge/wp-content/uploads/2022/02/georgian_a5_size-up.pdf

კოვაჩი ბ., როზენსტილი ტ. (2006). ჟურნალისტიკის ელემენტები. თბილისი.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. (2022). საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. (მოძიებულია: 02.25.2023). https://matsne.gov.ge/ka/document/view/33208?publication=7

პოზეტი, ჯ., ირეტონი, ნ., უორდლი, კ., დერაქშანი, ჰ., მეთიუსი, ე., აბუ-ფადილი, ბ. (2021). ჟურნალისტიკა, „ყალბი ამბები“ და დეზინფორმაცია. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია. (მოძიებულია: 02. 05.23). https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000375682

Gamba, F. (2018). La mécanique du mensonge. Les magazine scientifique del’Unige. Geneve. (მოძიებულია: 21.04.23) https://www.unige.ch/campus/numeros/133/dossier1/

Kalsnes, B. (2018). Fake News. Oxford Research Encyclopedia of Communication (p.1).

Pomeransev, (2019). Breaking the Polarization Spiral. (მოძიებულია: 28.04.23). https://www.the-american-interest.com/2019/07/10/breaking-the-polarization-spiral/

Saldago, C. (2017). Mensonges dans les réseaux sociaux. Unesco Courier. (მოძიებულია: 25.04.23). https://fr.unesco.org/courier/july-september-2017/fake-news-ce-quen-pensent-journalistes

Press release. (2023). Global Community Must Tackle Potential Misuse, Abuse of Emerging Technologies, Deputy Secretary-General Stresses in Remarks at Digital Dilemmas Exhibition. (მოძიებულია: 25.04.2023)

https://press.un.org/en/2023/dsgsm1852.doc.htm

https://fr.wikipedia.org/wiki/Infox

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

გამოცემა

სექცია

საზოგადოებრივი მეცნიერებები (სხვადასხვა)
Loading...