სოციალური მედიის როლი საზოგადოების აზრის ფორმირებაზე

სოციალური მედიის როლი საზოგადოების აზრის ფორმირებაზე

ავტორები

  • ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • გვანცა საბაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.87

საკვანძო სიტყვები:

მასობრივი კომუნიკაცია, სოციალური მედია, მედია ეთიკა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ობიექტურობა, დიგიტალიზაცია

ანოტაცია

მასობრივი კომუნიკაცია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებას, გავრცელებას სხვადასხვა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებით.  

თანამედროვე მიდგომებმა, საშუალება მოგვცა შეგვეცვალა  ინფორმაციის გავრცელების ხერხები, რამაც განაპირობა ციფრული მედიის ჩამოყალიბება. დიგიტალიზაციამ  გაამარტივა ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, დამუშავება და ანალიზი. ზემო აღნიშნულმა პროცესებმა თავისთავად  განაპირობა, რომ შექმნილიყო სხვადსხვა სოციალური მედია პლატფორმა.

დიგიტალურმა მიდგომებმა განაპირობა  სოციალური მედია პლატფორმების პოპულარობა.  კონკრეტულად, ქართული მედია სივრცის კვლევამ გვაჩვენა, რომ  ობიექტური მიდგომები კვლავ, დიდ გამოწვევად რჩება. ძირითადად, ქართული სოციალური მედია სივრცე  დაკავებულია  პროპაგანდის, დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების გამოაშკარავების და სხვადასხვა მავნე გამოწვევით.

სოციალური მედია საშუალებას გვაძლევს, რომ რეალური სამყარო მეტად გავითავისოთ და გავაანალიზოთ. სწორედ, მედიის საშუალებით, თითოეული ინდივიდი ხდება კომუნიკატორი, რომელიც ინფორმაციის გავრცელებით ქმნის ახალ ამბავს და საზოგადოებას საშუალებას აძლევს, თავად შეაფასოს აღნიშნული სიახლე.  რა თქმა უნდა, სოციალური მედიის დანიშნულება წარმოადგენს, მიზნობრივი აუდიტორიის მოძიებას.

სოციალურმა მედიამ, ერთგვარად ზღვარი წაშალა გამოხატვის თავისუფლებისა და მედია ეთიკას შორის.  დიგიტალური სივრცე საშუალებას აძლევს  თითოეულ მედია ორგანიზაციას, რომ დაუფარავად და ობიექტურად  გადმოსცეს ინფორმაცია.

საქართველოში არსებული მედია სივრცისი კვლევისას გამოიკვეთა ძირითადი პლატფორმები, როგორიც არის ,,facebook“, ,,twitter“, ,,Instagram“.

თუმცა, თითოეულ სივრცეს განსხვავებული მიდგომა აქვს ინფორმაციის გავრცელების.  დიფერენცირება ინფორმაციი ამ შემთხვევაში მარტივია. ჩამოთვლილთაგან ყველაზე პოპულალური ფეისბუქია, რომელიც ინფორმაციის მირების ჭარბ რაოდენობას გვტავაზობს. თუმცა, დეზინფორმაციის გავცელებასაც მარტივად უწყობს ფეხს. კონტროლირებადი არ არის და ინფორმაციის სანდოობაც ხშირ შემთხვევაში საეჭვო. ტვიტეტ წარმოადგენს იმ სოციალურ პლატფორმას, რომელსაც ინფორმაციის გადამოწმების თვალსაზრისით ხშირად ვიყენებთ. დეზინფომრაციისგან დაცული არცერთი სოცილაური პლატფორმა არ არის, თუმცა ტვიტერი გამონაკლისია ამ შემთხვევაში. ინსტაგრამი, რომელიც თავდაპირველად გასართობ პლატფორმას წარმოადგენდა, დღეს ოფიაციალურ მედია გვერდებსაც შევხდებით, რომლებსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდე ერთ საშუალებას იძლევა  აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით შეგვიძლიია ვთქვათ, რომ დიგიტალიზაცია შეცვლა ჩვენი რეალობა, ინფორმაციის აღქმის სპეციფიკა და მისი გაანალიზება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მედიის გვერდის ავლით ხშირად სოციალურ სივრცეში ჟღედრება ინფორმაცია, რომელიც მედია ორგანიზაციებისთვის გაუგებარია. მართალია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს და გადამოწმების სხვადასხვა გზა ეძებს. თუმცა, ოფიციალურ მედია ორგანიზაციების გამოქვეყნების შემდეგ, ეჭვის საფუზველი აღარ არსებობს.

სპეციფიკიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვყოთ მედიას რა როლი აკისრია სოციალურ სივრცეში. ერთი მხრივ ინფორმაციის გავრცელების და მეორეს მხრივ რეკლამირების ფუნქცია. კვლევისას საინტერესოდ მივიჩნიეთ დაგვესახელებინა რამდენიმე მაგალითი და შეგვესწავლა სახელმწიფოს მხრიდან რა ბერკეტები არსებობს, რომ ინფორმაციის გაფილტვრა/ დამუშავება დაევალოთ მედია ორგანიზაციებს.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

სოციალური მედიის ანალიზი; პრაქტიკული გზამკვლევი ჟურნალისტებისა და სხვა მედია მედიაპროფესიონალებისთვის.

DWA Social Media Analytics-Georgian-Guidebook_11082021-1.pdf

ფილაკი, ვ. (2023). კონვერგენტული ჟურნალისტიკა (შესავალი); წერა და პროდიუსირება მედიაში. ბათუმი.

ჯორბენაძე, ს. (2019). სოციალური მედიის სამართალი. თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

გამოცემა

სექცია

საზოგადოებრივი მეცნიერებები (სხვადასხვა)

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...