პუბლიცისტური დისკურსის მედიატექსტებში ასახვის თავისებურებები - პარალელები თანამედროვეობასთან
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.85საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური დისკურსი, პუბლიცისტიკა, რიტორიკა, დემოკრატიზაციაანოტაცია
საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობა დიდი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია. 1918-21 წლების ქართველი პოლიტიკური ლიდერების სიტყვიერი სარბიელის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდის პოლიტიკური მეტყველება, ფაქტობრივად, სხვა ტიპისა და შინაარსის მატარებელია და მოიცავს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მნიშვნელობა კი, როგორც პროფესორი დ. შველიძე საკუთარ წიგნში აღნიშნავს, გამომდინარეობს ეპოქალური ცვლილებიდან, რადგანაც საქართველოს პოლიტიკურ ელიტას 1917 წლამდე რუსეთის იმპერიის სივრცეში უხდებოდა მოღვაწეობა, ხოლო 1918 წლიდან - დამოუკიდებელ ამიერკავკასიასა და საქართველოში.
ჩვენი კვლევის ძირითადი თემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის პოლიტიკური მჭევრმეტყველების თავისებურებების შესწავლა და თანამედროვეობასთან პარალელების გავლებაა, რისთვისაც ვიყენებთ არსებულ რელევანტურ ლიტერატურასა და აღნიშნული წლების სამთავრობო და პარტიულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს, შევისწავლოთ და გავარკვიოთ, რა ქმნიდა აღნიშნული პერიოდის პოლიტიკურ რიტორიკას. გამოვიკვლიოთ იმ წლების მედიატექსტების ენის ფუნქციათა რეალიზაციის თავისებურებანი და აღნიშნული მახასიათებლების ანალიზი, ასევე სტატიების ჟანრობრივი კლასიფიკაცია.
საკვლევ მასალად, შედარებითი და შინაარსობრივი ანალიზისათვის, ავიღებთ 1918 წლებში გამოცემულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკას“ და სოციალ-ფედერალისტების პარტიულ გაზეთ ,,სახალხო საქმეს“.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ანდერსენი ე, საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები 1918-1921, გამომცემლობა ,,მწიგნობარი“, თბილისი, 2020
ბენდიანაშვილი ალ, საქართველოს ისტორია 1801-1921, გამომცემლობა ,,განათლება“, თბილისი, 1999
ბუკია ც, საზეთი ,,საქართველო“ (1918-1919 წწ), გამომცემლობა ,,უნივერსალი, თბილისი, 2020
ვაშაკიძე რ, საქართველოს დმაოუკიდებლობის იდეა 1917-18 წლების ქართულ პრესაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2009
ირემაძე ი, პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემა 1917-1921 წლების საქართველოში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გამომცემლობა, თბილისი, 2021
ირემაძე ი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - რეპრესირებული და მივიწყებული პოლიტიკური მოდელი, ჰაინრიხ ბიოლის გამომცემლობა, თბილისი, 2018
კენჭიაშვილი ნ, ქართული მჭევრმეტყველების ტექსტების ლინგვისტური ანალიზი: ტროპის სახეები, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2020
კენჭიაშვილი ნ, პოლიტიკური რიტორიკა 1918-21 წლების ქართული პოლიტიკური დისკურსის მიხედვით, ახალი ეპოქის დასაწყისი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კავსკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2018
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, ივ ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2018
შველიძე დ, საქართველოს უახლესი ისტორია, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2021
ჯანელიძე ო, საქართველოს დეეოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, თბილისი, 2018
გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა“ , 1918 წ ყველა ნომერი
გაზეთი ,,სახალხო საქმე“, 1918 წლის ყველა ნომერი
ჟურნალი ,,ერობა და ქალაქი“, 1920, №5
ჟურნალი ,,ერობა”, 1020, №1
Charaudeau P, Le discours politique. Les masques du pouvoir, Vuibert, Paris, 2005
Chilton P, Analysing political discourse, Taylor&Francis e-Library, 2004
Shamilishvili M, Tsereteli M, Reflection of Liberal Values in Georgian Press in 1918-1921, Internatioal Relations and Diplomacy, David Publishing Company, 2016