მცირე ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ოპტიმიზაციის მიმართულებები საქართველოში

მცირე ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ოპტიმიზაციის მიმართულებები საქართველოში

ავტორები

  • ვალერი მოსიაშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.69

საკვანძო სიტყვები:

მცირე ბიზნესი, ეროვნული ეკონომიკა, მეწარმეობა, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიცია

ანოტაცია

მცირე ბიზნესის როლისა და ადგილის განსაზღვრა ეროვნულ  ეკონომიკაში ყოველთვის იყო მეცნიერული კვლევის ინტერესის სფერო. მისი მნიშვნელობის შესწავლას ქვეყნის ეკონომიკაში არაერთი სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევა მიეძღვნა, რომელთა უმეტესობაში მოცემულია მცირე ბიზნესის როლი ეკონომიკისათვის, მისი დადებითი ეფექტები და გავნითარების პერსპექტივები, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არაერთი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა და კვლავ მიმდინარეობს აქტური მუშაობა ამ კუთხით, სასურველია არსებული რესურსების კიდევ მეტად ეფექტურად გამოყენება.

ჩვენს კვლევაში შევისწავლეთ საქართველოში მცირე ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებების ძირითადი მიმართულებები, როგორც ინსტიტუციონალური, ასევე ფინანსური კუთხით. გავაკეთეთ ავტორისეული ანალიზი და შეფასება. კვლევამ აჩვენა, რომ ის ღონისძიებები, რომელიც ბოლო პერიოდში ტარდება ხელისუფლების მიერ, დაფუძნებულია მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკაზე და უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარება. მიუხედავად პროექტების განხორციელებით მიღებული დადებითი ეფექტებისა, ვფირობთ ეს არასაკმარისია და შესაძლებელია არსებული მხარდაჭერის პროგრამებით (ფინანსური რესურსით)  კიდევ მეტი შედეგის მიღება, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში. ამის ერთ-ერთი წინაპირობობაა შევისწავლოთ რამდენად მზად არის მცირე ბიზნესი ეფექტურად გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროექტები, ადგილი ხომ არ აქვს ფინანსური დახმარებების არაეფექტიან ან „არამიზამნინართულ“ გამოყენებას და როგორ ხედავს მსგავსი პროექტების განვითარების პერსპექტივას, რა მიმართულებების დაფინანსებას/ხელშეწყობას თვლის პერსპექტიულად.

კვლევის განხორციელებისას ჩვენს მიერ შერჩეული იქნა ფოკუს ჯგუფი, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში დაკავებული მეწარმეები, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან. კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა - მცირე ბიზნესი როგორ არის ინფორმირებული სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონიძიებების შესახებ, რა მასშტაბით იღებს მონაწილეობას, რა მიმართულებით არის მისაღები შემდგომი პროექტების განხორციელება, რა კუთხით ამჯობინებენ დახმარებას/მხარდაჭრას. პირველადი ინფორმაციის მოძიებთ, თვისებრივი კვლევის შედეგად გავაკეთეთ არგუმენტირებული დასკვნები და რეკომენდაციები, რა სახის ცვლილებები უნდა განხორციელდეს (როგორც ფინანსური ასევე ინსტიტუციონალური კუთხით), მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფოებრივი ღონისძიებების ოპტიმიზაციის უზრუნველსაყოფად.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

მოსიაშვილი, ვ., (2021). მწვანე ინვესტიციები და მცირე ბიზნესი. „ეკონომიკა და ფინანსები“, 2: 147-162.

https://ec.europa.eu/eurostat [უკანასკნელი ვიზიტი განხორციელდა 04.06.2023].

https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka [უკანასკნელი ვიზიტი განხორციელდა 04.06.2023].

https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/microgrants [უკანასკნელი ვიზიტი განხორციელდა 04.06.2023].

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/28/samretsvelo-produktsiis-mtsarmoebelta-fasebis-indeksi [უკანასკნელი ვიზიტი განხორციელდა 04.06.2023].

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/28/samretsvelo-produktsiis-mtsarmoebelta-fasebis-indeksi [უკანასკნელი ვიზიტი განხორციელდა 04.06.2023].

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ბიზნესი, მენეჯმენტი და ბუღალტრული აღრიცხვა

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...