დიდი ეროვნული მოღვაწე (რაფიელ ერისთავის დაბადების 200 წლისთავის გამო)

დიდი ეროვნული მოღვაწე (რაფიელ ერისთავის დაბადების 200 წლისთავის გამო)

ავტორები

  • თემურ ჯაგოდნიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.67

საკვანძო სიტყვები:

რაფიელ ერისთვი, იუბილე, ეროვნული კულტურული ცნობიერება, მენტალური ღირებულებების გამომზეურება

ანოტაცია

რაფიელ ერისთავი XIX საუკუნის უთვალსაჩინოესი მოღვაწეა. იგი საზოგადოებრივ ასპარეზზე ამ ასწლეულის 50-იან წლებში გამოჩნდა და იმთავითვე მიიქცია ყურადღება თავისი მხატვრული შემოქმედებით, პუბლიცისტური, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წერილებით, გამოკვლევებითა და პრაქტიკული საზოგადოებრივი მუშაობით. იგი თანაბრად აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში გამომავალი რუსული სამეცნიერო საზოგადოებების კავკასიის განყოფილებების და ფილიალების რედაქციებთან, არჩეული იყო ამ საზოგადოებების წევრად, უდიდესი წვლილი შეჰქონდა ქართული კულტურის თავისთავადობის წარმოჩენასა და პოპულარიზებაში. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ სრულიად ახალგაზრდა მკვლევარი რაფ. ერისთავი მედლით დააჯილდოვა ნაშრომისათვის „თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოლქის შესახებ“, რომელიც ამ საზოგადოების შრომების კრებულის III ტომში (1849 წ.) დაიბეჭდა.

XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე რაფ. ერისთავი სთავეში ედგა და აქტიური უღლის გამწევი იყო ყველა საეროვნო საზოგადოებრივი საქმისა. მისი ინიციატივით დაარსდა ქართული მუზეუმი, საჯარო ბიბლიოთეკა (რომელსაც შეწირა საგვარეულოში დაცული ხელნაწერები), თეატრალური საზოგადოება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; იგი აქტიურად მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში და სხვა.

რაფ. ერისთავმა თავისი პოეზიით, დრამატურგიით, პუბლიცისტიკით, მეცნიერულ-კვლევითი მოღვაწეობით გამოავლინა და სისტემურად წარმოაჩინა ქართული მენტალობის, კულტურული და ენობრივი ცნობიერების დიდი შინაარსი და ღირებულებები. ამით მან თავისებურად შეამზადა ნიადაგი XIX საუკუნის II ნახევარში ილია ჭავჭავაძის მიერ გაშლილი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.

რაფ. ერისთავის ღვაწლი ჯეროვნად შეაფასა მისმა თანადროულმა ქართველმა საზოგადოებამ - დიდი იუბილე გაუმართა და სახალხო დღესასწაულად შეაფასა. 1895 წელს ექვთიმე ძნელაძის სტამბის ეგიდით გამოიცა სპეციალური კრებული სახელწოდებით „საერო დღესასწაული თავად რაფიელ დავითის ძე ერისთავის 50 წლისთავის იუბილეს გამო“. 2024 წელს სრულდება მისი დაბადებიდან 200 წლისთავი. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა სამთავ­რობო დონეზე ჩვენი თანამედროვეობის ვალია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...