,,ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი დღე’’ (პოსტმოდერნისტული გააზრება)

,,ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი დღე’’ (პოსტმოდერნისტული გააზრება)

ავტორები

  • სოფიკო ძნელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.65

საკვანძო სიტყვები:

ისტორია, პოსტმოდერნიზმი, მწერალი, ეპოქა, მკვლელობა

ანოტაცია

XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დამდეგს, უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ შეძრა სრულიად საქართველო, რომელთაც ქვეყნის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვა. ამ ფაქტებმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი გააჩინა. დღემდე, XXI საუკუნის ყოვლისმცოდნე ეპოქაში კითხვები კითხვებად რჩებიან. ისტორია 60-იანელთა გამორჩეული წარმომადგენლის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობას ეხება. ეს საბედისწერო გასროლა წიწამურთან 1907 წლის 30 აგვისტოს მოხდა, რამაც ქართველი ხალხის ცხოვრებაში დიდი ცვლილება გამოიწვია. ამ ფაქტებისა და მოვლენების შესახებ ბევრი იწერებოდა, ისტორია სხვადასხვაგვარად აფასებდა მომხდარ ამბებს. ქართველ სამოციანელთა სახეების პოსტმოდერნისტული ინტერპრეტაცია მოგვცეს თანამედროვე ქართველმა მწერლებმა: ზურაბ ქარუმიძემ, ლაშა იმედაშვილმა, ლაშა ბუღაძემ და აკა მორჩილაძემ. სამოციანელთა ღვაწლი, ქართველი მწერლებისთვის მნიშვნელოვან თემად იქცა.

 მწერლობა ტრადიციაა, ის გრძელდება, ყოველი ახალი თაობა წინა თაობის მემკვიდრეა. იცვლება საკითხისადმი მიდგომა, გადმოცემის სტილი და ფორმა. სათქმელი ხშირად წარსულში მომხდარი ფაქტების თანამედროვე გადააზრებაა. მას სხვადასხვა ფორმით გადმოსცემენ ავტორები. ისტორია განმსაზღვრელია თანამედროვე მწერლობისათვის, ვერც ერთი მწერალი გვერდს ვერ აუვლის წარსულს. ის დამაკავშირებელი რგოლია მომავალთან. საუკუნეების წინანდელი ისტორიები ყოველთვის არის თანამედროვე მწერლობის და მათთან ერთად ჩვენი ინტერესის საგანი.  

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბუღაძე ლ. (2000): საუკუნის მკვლელობა. მოთხრობებისა და პიესების კრებული. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი

იმედაშვილი ლ. (2006): სამი მკვლელობა ძველ თბილისში. უნივერსალი. თბილისი

შარაძე გ. (1990): ილია ჭავჭავაძე 1837-1907. ხელოვნება. თბილისი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...