დია ჩიანელის ერთი ნოველის ინტერპრეტაციისათვის

დია ჩიანელის ერთი ნოველის ინტერპრეტაციისათვის

ავტორები

  • ნინო კოჭლოშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.53

საკვანძო სიტყვები:

დია ჩიანელი, მცირე ეპიკური ნაწარმოებები

ანოტაცია

დია ჩიანელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მეოცე საუკუნის ქართული მცირე პროზის მიმდევარ მწერალთა შორის საინტერესო თემატიკით გამოირჩევა.

დია ჩიანელი თავისი შემოქმედების ნიმუშებს ხშირად აქვეყნებდა ქართული პერიოდული პრესის ფურცლებზე, მწერლის სიცოცხლეში მისი ნაწერების კრებულებიც დაიბეჭდა.

დია ჩიანელის მცირე ეპიკური ნაწარმოებები, მართალია, არ გამოირჩევა  მხატვრულ-გამომსახველობითი პალიტრითა და შთამბეჭდავი ტროპული მეტყველებით, თუმცა მცირე პროზისთვის დამახასიათებელ მეტად საინტერესო სპეციფიკურ ნიშნებს ატარებს და მრავალმხრივ იწვევეს მკითხველის ინტერესს. უპირველეს ყოვლისა საყურადრებოა მათი თემატური მრავალფეროვნება და შთამბეჭდვი დასათაურება.

ადამიანურობის არსსი და რაობა ერთ-ერთია, რომელსაც დია ჩიანელის მცირე ფორმის ეპიკურ ნაწარმოებებში ვხვდებით. ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს  ნოველა „თადუმა“.

თადუმა ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია, ის არ განეკუთვნება „დიდ პიროვნებათა“ რიგს.

ნაწარმოები იწყება თადუმას შესახებ ძალზე მწირე ინფორმაციით, რაც, მიუხედავად მცირე პროზისთვის დამახასიათებელი სიტყვიერი მომჭირნეობისა, თადუმაზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის და ამავდროულად მისადმი უდიდესი თანალმობისა და თანაგრძნობას სურვილს გვიჩენს.

მწერლის მიერ დანახული და აღქმული თადუმა საინტერესო  ტიპაჟია. იგი განსხვავდება ცხოვრების ფსკერზე დაშვებული, დეგრადირებული ტიპიური მხატვრული სახეებისგან, რომლის არაერთი ნიმუში გვხვება მეოცე საუკუნის ქართულ მცირე პროზაში.

დია ჩიანელის  თადუმას უნუგეშო ყოფამ უკეთესი მერმისის რწმენა არ ჩაუკლა, ის არც საზოგადოებას კიცხავს სავალალო მდგომარეობის გამო, განსხვავებით წინამორბედი ლიტერატურული პერსონაჟებისგან, რომლებიც თანადროულ საზოგადოებაზე არიან გულაყრილნი  და პესიმისტურ განცდებს თავს ვეღარ აღწევენ.

დია ჩიანელის ნოველა „თადუმა“ უსაზღვრო სიყვარულისა და ჰუმანიზმის ქადაგებაა, რომელსაც საოცრად მიესადაგება რევაზ ინანიშვილის სიტყვები „ლიტერატურა ახალ რეალობას უნდა ქმნიდეს, თანაც ისეთს, რაც ადამიანებს ცოტაოდენ შვებას მოუტანს“. მწერალმა თადუმას მხატვრული სახის შქმნით არა მარტო გააშიშვლა ცხოვრების მახინჯი მხარეები, რაც უმოწყალოდ ბღალავს ყველაფერს წმინდასა და ადამიანურს, არამედ საზოგადოებასა და პიროვნებას შორის არსებული უფსკრულის ამოვსებაც დაისახა მიზნად და სრულიად ახალ რეალობაზე მოგვითხრო.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჩიანელი დ.(1969): თადუმა. გამომცემლობა „ნაკადული“. თბილისი

ცირეკიძე ს.(1919): მხატვრული მატიანე, მეოცნებე ნიამორები. N1. 15

ვისილიადისი ნ.(2003): სიკვდილის საიდუმლოება

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...