სიყვარულის ალუზიები ბარათაშვილისა და ბაირონის ლირიკაში

სიყვარულის ალუზიები ბარათაშვილისა და ბაირონის ლირიკაში

ავტორები

  • მაია კობიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.52

საკვანძო სიტყვები:

კომპარატივისტული კონცეპტები, სიყვარულის ალუზიები, ბარათაშვილი, ბაირონი, ლირიკა

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ჯორჯ გორდონ ბაირონის სიყვარულის კომპარატივისტული კონცეპტები. ორი პოეტის შემოქმედების შედარებით ანალიზში განვიხილავ სასიყვარულო ალუზიებს. ნაშრომში მოხმობილი ქრესტომათიული მასალით განმტკიცებულია სხვადასხვა მკვლევრის მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

      შედარებითი ანალიზები ემსახურება ეროვნული კულტურის წინა პლანზე წამოწევას, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების  მსოფლიო ფასეულობათა ჭრილში წარმოაჩენას.

       საქმე ეხება საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიას. წინამდებარე ნაშრომი სწორედ საერთაშორისო ღირებულებათა კონტექსტში აწყვილებს ორი რომანტიკოსის, როგორც სათაურშივეა გაცხადებული, ბარათაშვილისა და ბაირონის, შემოქმედებით ინტერესებს.

     ბაირონსა და ბარათაშვილს შორის იმდენად დიდია მსგავსება, რომ მათი განხილვა უერთმანეთოდ არ შეიძლება. ამგვარი პარადიგმები, რემინისცენციები, კონცეპტები სიყვარულზე, სამშობლოზე, სიკვდილზე, ღმერთზე, ადამინზე, ეშმაკზე, სამყაროს ფერებსა და ხმებზე კომპარატივიზმის თემაა. აქედან გამომდინარე დასკვნებით, დასავლეთი და საქართველო ერთი სივრცეა კულტურულ ფასეულობათა თვალსაზრისით.

      ნაშრომის სიახლე ის გახლავთ, რომ საკუთრივ სიყვარულის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, შედარების მეთოდით აშკარა გახდა, რომ ბარათაშვილისა და ბაირონის პოეტური ფილოსოფია შეფასების თვალსაზრისით თანაბარღირებულია.

      ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს სამეცნიერო მუშაობა. ქართულმა მწერლობამ თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი გარდაუვალი მნიშვნელობის ფასეულობა შექმნა. მათი საქვეყნოდ გამომზეურება და კომპარატივისტულ ჭრილში წარმოჩენა ჩვენი მეცნიერების საპატიო ამოცანაა. ეს მიმართულება თუ მეთოდი სარკის ფუნქციას შეასრულებს. ერთი მხრივ, შესაძლებლობაა თავმოწონებისა, საკუთარი ღირსებებით ტკბობისა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა  ნაკლის დანახვისა.

      ნაშრომთა ციკლი ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ლიტერატურულ პროცესებს მეტად გააჯანსაღებს. 

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ასათიანი გ. ,,თანამდევი სულები“ -3; თბ. გამომც.ნეოსტუდია;

ბაირონი ჯ, ,,კაენი“, თბ. მნათობი, 1924

ბაირონი ჯ, ,,ლექსები, პოემები“, https://poetry.ge/pages/george-gordon-byron/poems

დეკანაძე გ.,ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ძირითადი მოტივები, სამაგისტრო, თბ. 2019

მარინო ა, ,,კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია“, ლიტერატურის ინსტიტუტი, თბ.2010

ნუცუბიძე თ. , ,,წერილები ლიტერატურისა და კულტურის შესახებ“, თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტი, 2010;

ქართველი რომანტიკოსები, თბ. საბჭოთა საქართველო, 1978

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...