ოტია იოსელიანის ნოველათა კულტურულ-რელიგიური დისკურსი
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.51საკვანძო სიტყვები:
კულტურულ-რელიგიური, დისკურსი, ბიბლიური თვალსაზრისები, იდენტობა, ეროვნული თავისუფლება, ეროვნული კულტურაანოტაცია
წინამდებარე ნაშროში განხილულია გამორჩეული ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შემოქმედება კულტურულ-რელიგიური დისკურსით. შევეცადეთ, რამდენიმე განსხვავებულ კონტექსტში წარმოგვეჩინა ჩვენი კვლევისთვის განსაკუთრებით საინტერესო ნოველები, უფრო მეტად კი მისი ნოველა ,,არვეს ხიზანი" . ერთი სტატიის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ ,,სვანური ნოველებში'' არსებული ქართული სულისკვეთება, სულიერი სრულყოფის ოტიასეული გზები, ეროვნული თავისუფლებისა და იდენტობის იდეა და გზა, რომელზეც გავლაც მხოლოდ ღირსებითაა შესაძლებელი. ჩვენი კვლევა ძირითადად აბზაცებს შორის სათქმელის ძიების მცდელობაა ბიბლიური პარალელებით. უდავოდ საჭიროა გაგრძელდეს ოტიას ნაწარმოებთა კვლევა, ვინაიდან მის ნაწარმოებებში უამრავი საკვლევი მასალაა, რომელსაც არ ეყოფა რამდენიმე მკვლევარის ნააზრევი. სულისა და სხეულის ჭიდილი, უფლისაკენ მზირავი თვალი და ამქვეყნიურ ამაოებას შეჩვეული დაცემული ბუნება-ესაა ოტიას ნაწარმოებთა მთავარი გასასინჯავი წერტილი. ყოფიერებას შეწირული მარადიულობა, ეს ის თემებია, რომელთა კვლევა ვცადეთ ბიბლიური თვალსაზრისებით და ვფიქრობთ, ერთი სტატიის ფარგლებში შეძლებისდაგვარად ვუპასუხეთ დასახულ ამოცანას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
სიგუა ს. (1994). თბილისი, „ავანგარდიზმი ქართულ ლიტერატურაში“.
მამა ილია ჩიკვაიძე „ფსიქოლოგიზმი XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“.
ბიბლია. მათე (16.15-18; იკოსი 1.7.)
ბიბლია. იოანე, (8.12.) (3.1995)
მირესაშვილი, გაფრინდაშვილი. „ლიტერატურათმცოდნეობის
საფუძვლები.
იოსელიანი, ო. „სვანური ნოველები“
ბრეგაძე.ლ. (2008) „ლიტერატურის თეორია. XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები“, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი. გვ.185-194