პატრიოტიზმი ისრაელში გამოცემულ 70-იანი წლების პოეზიის ნიმუშებში

პატრიოტიზმი ისრაელში გამოცემულ 70-იანი წლების პოეზიის ნიმუშებში

ავტორები

  • ლალი გულედანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.48

საკვანძო სიტყვები:

პატრიოტიზმი, პოეზია, რეპატრიაცია, მშვიდობა, ნოსტალგია

ანოტაცია

გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართველი ებრაელების პირველი ნაკადი დაიძრა თავის ისტორიული სამშობლოსკენ - ისრაელისკენ. ცნობილია, რომ ისინი ოდითგანვე  ქართულად საუბრობდნენ. მათი ქართული ხასიათდება საინტერესო ლინგვისტური თავისებურებებით. ისრაელში რეპატრირებული პირველი ნაკადების რეპატრიანტები ისევ განაგრძობენ ამ ენაზე საუბარს, თუმცა ლინგვისტურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ სამომავლო პერსპექტივის მიხედვით ქართული ენა ქართველ ებრაელთა მეტყველებაში უმძიმეს ვითარებაშია, ვინაიდან ენის მატარებელთა რიცხვი ახალგაზრდა თაობაში კატასტროფულად იკლებს. ისრაელში შექმნილი ქართულენოვანი ლიტერატურა პირდაპირ კავშირშია ენასთან, მასთან ერთად ისიც შეიძლება დაიკარგოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სამწერლობო ენაზე შექმნილი ქართველ ებრაელ მწერალთა  შემოქმედების ანალიზი და ზოგადად, იმ ბეჭდური პროდუქციის (მწერლობა, პერიოდიკა და სხვა) კვლევა, რაც ქართველი ებრაელების მიერ ისრაელში იქმნება.

გაზეთი „ალია“  70-იანი წლების ქართველ ებრაელთა მონაპოვარია ისრაელში, რომელშიც, გაზეთისთვის დამახასიათებელი ჩვეული საინფორმაციო დატვირთვის გარდა, დროთა განმავლობაში განსაკუთრებით გამრავალფეროვანდა ლიტერატურის რუბრიკა. ისრაელში გამოცემულ ყველა სხვა საგამომცემლო ორგანოსგან განსხვავებით ქართულენოვანმა გაზეთმა „ალიამ“ ფართოდ გააშუქა ქართველ ებრაელ  ავტორთა შემოქმედება. გაზეთის ფურცლებზე გამოჩნდნენ უცნობი პოეტები და მწერლები, რომლებიც თანდათან იხვეწებოდნენ. მასალის ლიტერატურულმა კვლევამ წარმოაჩინა ავტორები, რომლებიც გაზეთის ფურცლებზე სისტემატურად აქვეყნებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს. მათი შემოქმედება ლიტერატურული კვლევებისთვის კარგ წყაროს წარმოადგენს.              

სტატიაში ჩვენ განვიხილავთ 70-იანი წლების ქართველი ებრაელი პოეტების შემოქმედებას, ძირითადად, „ალიაში“ გამოქვეყნებულ პოეზიის ნიმუშებს, ვინაიდან 70-იან წლებში ეს გაზეთი ერთადერთიქართულენოვანი  საგამომცემლო ორგანო იყო ისრაელში. საკმაოდ ფართოს წარმოდგენილი პოეზიის ნიმუშები თემატურად მრავალფეროვანია, თუმცა ჭარბობს პატრიოტულ თემატიკაზე დაწერილი ლექსები და ეს ბუნებრივია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ებრაელები გააერთიანა ისტორიული სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულმა. ქართველი ებრაელების მიერ ისრაელში გამოცემული პოეზიის ნიმუშებში, რომელიც ძირითადად გამართული ქართული ენით არის შესრულებული, სამშობლოს სიყვარული – პატრიოტიზმი მრავალფეროვნად და მრავალმხრივად არის წარმოდგენილი. ისრაელიანელების წარსულის გახსენებით, თანამედროვე პრობლემებზე ხაზგასმით, მტრების მიმართ მოწიწებისა და  მშვიდობის დამყარების ძლიერი სურვილის გამოხატვით, საქართველოს მიმართ ნოსტალგიით, ორი სამშობლოს თემის წამოჭრით და სხვა ნიუანსებით, ზუსტად არის დახატული საქართველოდან ასული ებრაელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შემოქმედებითი უნარები, რაც იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ 70-იანელები, მიუხედავად იმისა, რომ მათ პოეზიაში უხვად არის შემოჭრილი ებრაული ცნებები და ლექსიკა, ჯერ კიდევ მყარად დგანან ქართულ სამწერლობო ტრადიციებზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბენ-ორენი, (1993) - Ben-Oren, Gershon. 1993. תכונות מיוחדות של שפת-הדיבור של יהודי גרוזיה [Special Characteristics of the Spoken Language of Georgian Jews]. Ph.D. dissertation, The Hebrew University of Jerusalem.

გულედანი, ლ., ლომთაძე,თ. (2022). ქართველ ებრაელთა მეტყველება ისრაელში (მონოგრაფოა).თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა.

გულედანი, ლ. (2022). სოციალური ასპექტების ასახვა ქართველ ებრაელთა მეტყველებაში. ქართველ ებრაელთა მეტყველება ისრაელში (მონოგრაფია). თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა.112-120.

ენო¬ხი, რ. (2015 ) - ქარ¬თველ ებ¬რა¬ელ¬თა მე¬ტყვე¬ლე¬ბის რა¬ო¬ბი¬სა¬თვის, ია¬კობ გო¬გე¬ბაშ¬ვი¬ლი¬სა¬დმი მი¬ძღვნი¬ლი მე¬ო¬რე სა¬ერ¬თა¬შო¬რი¬სო კონ¬ფრენ¬ცი¬ის მა¬სა¬ლე¬ბი, გო¬რი.

ენო¬ხი, რ., ლომ¬თა¬ძე, თ. (2016). ებ¬რა¬იზ¬მე¬ბი ქუ¬თა¬ი¬სელ ებ¬რა¬ელ¬თა მე¬ტყვე¬ლე¬ბა¬ში, ია¬კობ გო¬გე-ბაშ¬ვი¬ლი¬სა¬დმი მი¬ძღვნი¬ლი გო¬რის მე¬სა¬მე სა¬ერ¬თა¬შო¬რი¬სო კონ¬ფე¬რენ¬ცი¬ის მა¬სა¬ლე¬ბი, გო¬რი.

კვირიკაშვილი, ა. (2022). ხაიფაში მცხოვრები ქართველი ებრაელების მეტყველება, ქართველ ებრაელთა მეტყველება ისრაელში (მონოგრაფია).თბილისი:თსუ-ს გამომცემლობა, 140-144.

კვირიკაშვილი( 2023). ებრაიზმები ისრაელში რეპატრირებულ ქართველ ებრაელთა მეტყველებაში.VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“. შრომები. ნაწილი I. ქუთაისი. 230-231 https://jornals.4science.ge/index.php.enadakultura

საპირი ა. 1978. გაზეთი ‘“ალია“, N359, 30XI.

გაზეთ „ალიას შემდეგი ნომრები:

N332, 4VIII,1978; N333, 11VIII,1978; N334, 18VIII,1978; N335, 25VIII,1978; N350, 30XI, 1978; N357, 18 I, 1979; N358, 25 I, 1979; N359, 01II,1979; N360, 08II, 1979; N361, 15.II,1979; N366, 22III,1979; N393, 26IX; N394, 03.X; N395, 10X,1979; N398, 31X,1979; N399, 07XI,1979; N402, 28XI, 1979.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...