დედაშვილობის კონცეპტი ერთ თანამედროვე მხატვრულ ტექსტში (გ. სოსიაშვილის ,,დედის დრო’’)
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.47საკვანძო სიტყვები:
დედაშვილობის კონცეპტი, ,,მზიან-ჩრდილიანი’’, „ორთვალიანი“ გრძნობაანოტაცია
დედაშვილობის კონცეპტი სხვადასხვა ხალხების ისტორიასა და შესაბამისად, ფოლკლორულ თუ მხატვრულ ტექსტებში, ყალიბდებოდა და იცვლებოდა კულტურების, ტრადიციების თუ რელიგიური, ზნეობრივი კანონების შესაბამისად. დროთა განმავობაში ვითარდება მატრიარქალურ-პატრიარქალურიდან გაუცხოებისაკენ დინამიკური სწრაფვით. 21-ე საუკუნეში ეს ანარეკლს ჰპოვებს მხატვრულ ტექსტშიც. სტატიაში წარმოდგენილია იგი მწერალ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობის ,,დედის დრო’’ მაგალითზე. პროზაული ტექსტის ავტორის პირით მოთხრობილი ამბავი სამი პიროვნების ისტორიის ელემენტებსაც მოიცავს, რომლის ფონზე ყალიბდება შვილის ასაკოვანი დედისადმი დედაშვილური გრძნობების პერიპეტიები.
,,მზიან-ჩრდილიანი’’, ილიასეული ,,ორთვალიანი’’ ურთიერთობა უფრო შვილის კუთხით ვითარდება, ვიდრე- დედის, რაც მეტნაკლებად უცხოვდება გარემო პირობების ცვლილების, ახალი დროის მოტანილი ტრადიციის შესაბამისად. ავტორის თვალით საოცარი, ღრმა ფსიქოლოგიზმით მოჩანს სამყარო, რომელშიც შვილური სიყვარული ასოცირდება მის სურნელთან, ასე უცხოდ რომ აღვიძებს მას. სიკვდილის დროის მოახლოება აძლიერებს სიცოცხლის დროის მაქსიმალურად დედასთან სიახლოვით გატარების აუცილებლობას.
პერსონაჟთა სახეობრიობა თითქოს განსხვავებულია, მაგრამ გამაერთიანებელია დედისადმი სიყვარულის ,,მზიან-ჩრდილიანი’’ ასპექტებისა.
სტატიაში მოხმობილია დედაშვილობის კონცეპტის განვითარების ჩვენება დედის გარდაცვალების მომსწრე, თავშესაფარში გაბარების, სიზმარეული თხრობის წარმოდგენით.
მამაც ჩანს მოთხრობაში, რომელიც ბიძასთან შორის დიალოგის ფონზე ვითარდება, მაგრამ წარმოადგენს ოჯახური სიყვარულით აღზრდის ტრადიციის რეტროსპექციას.
ავტორის, გიორგი სოსიაშვილის ენა აქაც კვლავ დინჯია, გამორჩეულად მთქმელი ფრაზეოლოგიზმებით. ფსიქოლოგიური დატვირთვის ძალას რომ იძენს. პერსონაჟთა სახე უფრო კომპაქტურადაა მოცემული, თითქოს მეტი არაფრის თქმა არ არის საჭირო. მთავარი სათქმელი დედის ირგვლივ ტრიალებს და ირკალება. 21-ე საუკუნის 20-იანი წლების ეს მხატვრული ტექსტი ღირებულია, როგორც დედაშვილობის ჭეშმარიტი კონცეპტი, რომელმაც უნდა იარსებოს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ი. ჭავჭავაძე, თხზ. სრ. კრებ. ტ. II, „მეცნიერება“, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი: 1988;
გ. სოსიაშვილი, „იაილები“, გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გ. მახარობლიძის ლიტერატურული კაფე, 2022.