Flex (Field Works Language Explorer) პროგრამის გამოყენება მეგრული ტექსტებისთვის
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.43საკვანძო სიტყვები:
მეგრული ტექსტები, მორფოლოგიური ანოტირება FLEx-ში, მეგრული ენის კორპუსიანოტაცია
თანმედროვე ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება ჰუმანიტარულ დარგებში. აუცილებელი გახდა მისი გამოყენება ენათმეცნიერებაშიც. ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ შესაძლებელი გახდა ენობრივი ბაზების შექმნა, რამაც ენის დიაქრონული და სინქრონული ჭრილით წარმოჩენას და შენარჩუნებას შეუწყო ხელი. აქტუალური გახდა ენობრივი კორპუსების შექმნა, რამაც შესაძლებელი გახადა ენა შენარჩუნდეს იმავე სახით, როგორითაც ფუნქციონირებს ის მოცემულ მომენტში. ენის კოპუსები განსაკუთრებით დროულია უმწერლობო, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ენებისთვის, რომლებიც გვხვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ასევე საქართველოში. ერთ-ერთი ასეთია მეგრული, ის უმწერლობო ენაა, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ჩვენი სამომავლო მიზანიც სწორედ მეგრული ენის კორპუსის შექმნას უკავშირდება, სადაც განთავსდება როგორც ადრეული, აგრეთვე თანამედროვე, სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში სამუშაო ველზე მოპოვებული მონაცემები. მისი შექმნის შედეგად შესაძლებელი გახდება მეგრულის ფართო ჭრილში შესწავლა და გამოკვლევა. სოციოკულტურული და ლინგვისტური (ფონოლოგიური, მორფოლოგიური) ტენდენციების გამოვლენა.
დროის ცვილებასთან ერთად იცვლება ენის გრამატიკული საკითხები, მნიშვნელოვანია მათი დაფიქსირება და გადაწყვეტა. მიზანშეწონილია კორპუსის ლექსიკოგრაფიული თვალსაზრისით გამოყენება. არსებული პროექტის ფარგლებში კორპუსის შექნასთან ერთად ჩვენი მიზანია ელექტრონული და ბეჭდური ლექსიკონის შექმნა. განსაზღვრული სამუშაოები ხორციელდება პროგრამა FLEx-ის (Field Works Language Explorer) გამოყენებით. ველზე მოპოვებული მასალა მუშავდება აღნიშნული პროგრამის საშუალებით. მთლიანი სამუშაო პროცესის ძირითადი ეტაპებია: მიზნობრივი მასალის მოპოვება და ჩაწერა სამუშაო ველზე; მოპოვებული მასალის აღწერა და პონეტიკური გარჩევა; მონაცემების განთავსება პრგრამაში და მისი მორფოლოგიური ანალიზი. აღნიშნული კორპუსი ხელს შეუწყობს ენის დაცვას; მნიშვნელოვნად დაეხმარება ლინგვისტებსა და მკვლევრებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გერსამია, რ. (2009). იოტიზაციის საკითხისთვის მეგრულში. ენათმეცნიერების საკითხები. თბილისი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
გერსამია, რ. ლობჟანიძე, ი. სხულუხია, თ. წულაია, ნ. (2023). მეგრული ტექსტების დოკუმენტირება და ანოტირება FLEx -ში. ენა და კულტურა, 29:30-38.
Gersamia, R. (2022). The Morphonemics of Verbal Prefixes in Megrelian. Paris 8: Presses Universitaires de Vincennes PUV: 37-59.
გუდავა, ტ. გამყრელიძე, თ. (1981). თანხმოვანთკომპლექსები მეგრულში, აკაკი შანიძეს. თბილისი.
კარტოზია, გ. გერსამია, რ. ლომია, მ. ცხადაია, თ. (2011). მეგრულის ლინგვისტური ანალიზი. თბილისი. მერიდიანი.
Kobalava I., Gersamia R. (2020). Space and Motion in Language Representation (Analyses of Megrelian and Laz Linguistic Data), Tbilisi. 2020, Ilia State University. 2020.
ქობალავა, ი. (2020). სივრცისა და მოძრაობის ენობრივი რეპრეზენტაცია (მეგრული ენის მონაცემთა ანალიზი). თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.