გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ფერთა პალიტრა
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.42საკვანძო სიტყვები:
გოდერძი ჩოხელი, ფერი, ტროპული მეტყველება, ემოცია, ექსპრესიაანოტაცია
სტატიაში ყურადღება გავამახვილეთ გოდერძი ჩოხელისეულ ფერთა ენობრივ სამყაროზე, ფერის აღმნიშვნელი სიტყვების გრამატიკულ ასპექტებზე, როგორი ტიპის კონსტრუქციით, სიტყვათა როგორი სტრუქტურული ერთეულებით ცდილობს მწერალი ფერთა სამყაროს აღწერას, რომელ სტილისტიკურ საშუალებებს იყენებს მათ გადმოსაცემად.
ნაწარმოებებში გვხვდება ფერის აღმნიშვნელი:
მარტივი სიტყვები - შავი, თეთრი, მწვანე, ლურჯი, ქერა.
წარმოქმნილი - სხვადასხვა მაწარმოებელი აფიქსების საშუალებით.
კომპოზოტები: ჩალისფერი, ვარდისფერი, ლანდისფერი, ქალობაბნელი, მტრედისფერი, ყვითელხალათიანი, რძისფერი, მზისფერი, თაგვისფერი, ძაღლისფერი, კურდღლისფერი, მგლისფერი, იისფერი, ტყვიისფერი, რძისფერი,
საკმაოდ საინტერესოა მწერლისეული მიერ აღქმული და მკითხველამდე მიტანილი ფერთა ენობრივი სამყაროს ამსახველი ლექსიკა-ფრაზეოლოგია.
ამა თუ იმ ფერის უკეთ აღსაქმელად, უფრო ნათლად წარმოსახვისა და ემოციათა ექსპრესიულობისათვის უხვად ვხვდებით ტროპული მეტყველების ნიმუშებს. მათ შორის, აღსანიშნავია შედარება, სადაც ერთ-ერთ კომპონენტად გვხვდება:
ზოონიმები: მტრედი, მგელი, თაგვი, ძაღლი, კურდღელი. მცენარეთა (ფლორა) სახელწოდებები: ვარდი, ია, ჩალა. გასტრონომიული ერთეულები: რძისფერი. ციური სხეულები: მზისფერი. შესადარება ასევე გამოხატულია შემდეგი ერთეულები: - ვით, ასეთი/ისეთ, მსგავსი.
შედარების გარდა, ტროპული მეტყველებიდან გვხვდება: ეპითეტები, გაპიროვნება, მეტონიმია, ფრაზეოლოგიზმები.
ფერის აღმნიშვნელი სიტყვები მწერალთან დასტურდება ნაწარმოების სათაურების შემადგენელ კომპონენტად. რომანში ,,წითელი მგელი“ გვხვდება თეთრი საკუთარი სახელის შემადგენლობაში - თეთრუა.
გოდერძო ჩოხელის შემოქმედებაში უარყოფითი კონტექსტის გადმოსაცემად ყველაზე ხშირად გვხვდება შავი ფერი და ზოონიმი მგელი, ხოლო დადებითის დროს - თეთრი. მისი შემოქმედების ენობრივი სამყარო ძირითადად მის ლექსიკა-ფრაზეოლოგიაში ვლინდება, სადაც ვხვდებით დიალექტურ გამოთქმებს. დიალექტური მეტყველება მწერალს აძლევს შესაძლებლობას გამოხატოს პერსონაჟის ფსიქოლოგიური თუ სულიერი განწყობილება. პერსონაჟთა გარემოს, ფლორისა თუ ფაუნის აღწერის დროს კილოური მეტყველებისა და ხალხური ლექსიკა-ფრაზეოლოგის გამოყენებით გოდერძი ჩოხელმა გვიჩვენა მისეული ფერთა პალიტრის ენობრივი სამყარო და ინდივიდუალური სტილი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კვაჭაძე, ლ. 1993, ქართული ენა, თბილისი, გამომცემლობა ,,რუბიკონი“.
ფეიქრიშვილი, ჟ. 1992, ქართული ენის მორფოლოგია, ქუთაისი.
ღლონტი, ალ. 1988, ქართული ენის ლექსიკოლოგია, გამომცემლობა განათლება.
შანიძე, აკ. 1973, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თბილისი.
ჩოხელი, გ. 2022. პროზა, პოეზია, წერილები, თბილისი, გამომცემლობა პალიტრა L.
ჩოხელი, გ. ,,წითელი მგელი“, https://scroll.ge/31170/goderdzi-chokheli-tsitheli-mg/
ჯორბენაძე, ბ. 1989, ქართული დიალექტოლოგია, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი.