ლინგვოკულტურული ფენომენი და საგაზეთო სათაური
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.34საკვანძო სიტყვები:
საგაზეთო სათაური, ლინგვოკულტუროლოგია, ფენომენი, მკითხველიანოტაცია
საგაზეთო სათაური ე.წ. ჰედლაინი საგაზეთო ინფორმაციის ყველაზე შეკუმშული ფორმაა, რომელსაც ინფორმატიული დატვირთვა გააჩნია. მისი ძირითადი ფუნქცია არის მკითხველის მოკლედ ინფორმირება მისი თანმდევი სტატიის შესახებ. ინგლისური საგაზეთო სათაური ლაკონურობით გამოირჩვევა, რომლის უკან ზღვა მასალა იმალება.
სათაურები გაზეთის მკითხველზე გაცილებით ფართო აუდიტორიას მოიცავს, ვინაიდან გაზეთის მკითხველი გაკვრით მაინც გადაავლებს სათაურებს თვალს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მისი შეძენის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სათაურის ზეგავლენა მკითხველზე უზომოდ დიდია – მისი ძირითადი ფუნქცია ხომ მკითხველის ინტერესის სტიმულირებაა მოცემული სტატიის გასაცნობად. ზოგჯერ საგაზეთო სათაური მოიცავს ისეთი მნიშვნელობის მქონე ერთეულებს, რომელიც მკითხველის შესაბამის ლინგვო-კულტურულ ფონურ ცოდნას მოითხოვს. საგაზეთო სათაური შესაძლებელია მივიჩნიოთ არამხოლოდ ლინგვის–ტურ, არამედ კულტურულ ფენომენად და განვიხილოთ იგი ლინგვოკულტუროლოგიურ ჭრილში.