ზედსართავ მცირე-ს ლექსიკური ველი ქართული ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.29საკვანძო სიტყვები:
ლექსიკური ერთეული, ლექსიკური ველი, სიმცირის გამოხატვა, სალიტერატურო ენის ეტაპებიანოტაცია
ლექსიკურ ერთეულ მცირე-ს ქართულ სალიტერატურო ენასა და სასაუბრო მეტყველებაში გამოყენების ფართო არეალი აქვს. იგი გამოხატავს ნაკლებ ოდენობას ზომა-წონის, მოცულობის, რაოდენობის, მნიშვნელობის მიხედვით. კიდევ უფრო ფართო იყო ეს არეალი ძველ ქართულში. V-XI საუკუნეების სალიტერატურო ტექსტებში მცირე გამოხატავს ნაკლებ ოდენობას ასაკის, ღირებულების, სოციალური სტატუსის მიხედვითაც. დროთა განმავლობაში ამ ზედსართავი სახელის გამოყენების სიხშირე და გავრცელებულობა შეიცვლა. ზოგ შემთხვევაში მას ჩაენაცვლა ცოტა და პატარა, რომლებსაც იშვიათად ვხვდებით V-XI საუკუნეების მხატვრულ ლიტერატურაში. მათი გამოყენება ხშირდება შუა საუკუნეების ტექსტებში. თანამედროვე ეტაპზე ცოტა მხოლოდ რაოდენობრივ სიმცირეს აღნიშნავს, პატარა კი ყველაზე ფართოდ გამოიყენება და სხვადასხვა ნიშნის მიხედვით გამოხატავს სიმცირეს, ნაკლებ ოდენობას. რაც შეეხება მცირეს, ის ხშირად გვხვდება სხვადასხვა ნიშნის ნაკლებობის გამოსახატავად, მაგრამ მისი გამოყენების არე, ძველი და შუა საუკუნეების მონაცემებთან შედარებით, შეზღუდულია. ის მსაზღვრელ სახელად დამოუკიდებელი სახით ნაკლებად გვხვდება, უმეტესად მას აზუსტებს, მასთან ერთად გამოიყენება ის ლექსიკური ერთეული, რომელიც აღნიშნავს, რა ნიშნის მიხედვით ხდება ობიექტის შეფასება: მცირე ზომის, მცირე სიდიდის, მცირე ასაკის, მცირე რაოდენობის და ა. შ. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში მცირე-თი იქმნება ორსიტყვიანი ტერმინები (მცირე აზია, მცირე ბიზნესი, მცირე მეურნეობა, მცირე მეწარმე...), კომპოზიტები (მცირემოსავლიანი, მცირეწლოვანი, მცირერიცხოვანი, მცირეყალიბიანი...), მყარი შესიტყვებები (მცირე ხარვეზი, მცირე დანაკარგი, მცირე გაბარიტის ბომბები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური...). ლექსიკური ერთეული მცირე ძირითადად დამახასიათებელია სამეცნიერო, პუბლიცისტური და ოფიციალურ-საქმიანი სტილისათვის.
მოხსენებაში წარმოდგენილი ძველი, საშუალო და თანამედროვე ქართულის მონაცემები წარმოაჩენს, ერთი მხრივ, სიტყვა მცირე-ს ლექსიკურ ველს და მეორე მხრივ, მისი გამოყენების თვალსაზრისით ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მომხდარ ცვლილებებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბულაძე ი. (1973). ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება.
სარჯველაძე ზ. (1995). ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
სარჯველაძე ზ. ძველი ქართული ენის სიტყვის კონა. (2001). თბილისი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი V. (1958). თბილისი. საქართველოს სსსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
ქართული ენის ეროვნული კორპუსი − gns.gov.ge