ბიზანტიური მემკვიდრეობა და საბჭოთა სისტემა
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.18საკვანძო სიტყვები:
ბიზანტია, საბჭოთა სისტემა, მემკვიდრეობა, იმპერია, სტალინი, პარტიაანოტაცია
ჩვენს ინტერესს წარმოადგენს, განვიხილოთ ბიზანტიის სახელმწიფო იდეოლოგია და მისი შედარება საბჭოთა სისტემასთან. თუ როგორ გააგრძელა რუსეთის თვითმპყრობელმა სახელმწიფომ ბიზანტიური თვითმპრობელობა, სადაც სწორედაც იყო ერთი მთავარი იდეოლოგია: ერთი ღმერთი-ერთი იმპერატორი; ღმერთი ყოვლისმპყრობელი, პანტოკრატორი და იმპერატორი ავტოკრატორი, თვითმპყრობელი.
ბიზანტიური მემკვიდრეობა ყველაზე ნათლად გამოვლინდა საბჭოთა ეპოქაში, საბჭოთა ერთიდოლოგიურ საზოგადოებაში, სადაც მარქსიზმი იყო წმინდა იდეოლოგია და ბელადი მისი დამცველი და განმახორციელებელი. მართალია ამ იდეოლოგიას საფუძელი ვლადიმერ ლენინის დროს ჩაეყარა საფუძველი და განსაკუთრებით ღიად და ნათლად გამოჩნდა იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მმართველობის ჟამს.
ბიზანტიის მსგავსად საბჭოთა სახელმწიფო იყო იდეოლოგიური იმპერია, ერთი განსაზღვრული იდეოლოგიით და მისი მოქალაქე, სწორედაც იყო საბჭოთა, როგორც ბიზანტიაში , მისი მოქალაქე იყო რომაელი. თვით ქვეყნის მეთაურის როლი , რომელიც მსგავსად იმპერატორისა თავისთავში აერთიანებდა, როგორც ქვეყნის მეთაურის, ასევე იდეოოლოგიური მოძღვრების დამცველი. საბჭოთა კავშირში ასევე მთავარი ადგილი დაიკავა პიროვნების კულტმა სტალინის სახით და მისმა იდეოლოგიამ ჰომო სოვეტიკუსის შესაქმნელად, ყოველგვარი ნაციონალური ღირებულებების გარეშე.
ასეთი მსჯელობები მეტად საინტერესოა, მსგავსების დანახვა კი შეიძლება არა მხოლოდ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მაგალითზე. საერთოდაც, ამ შემთხვევაში ავტორები უფრო იმპერიის მაგალითზე საუბრობენ და, როგორც ვხედავთ, აქ იმპერიაში გაერთიანებული თუ დაპყრობილი სხვადასხვა ხალხებისა თუ ეროვნებებისთვის საერთო შემაკავშირებლის შექმნაზეა საუბარი. შეიძლება, არ დავეთანხმოთ ავტორთა ასეთ მსჯელობას, როდესაც ისინი ცდილობენ, მართლმადიდებლური ეკლესია, კერძოდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წარმოადგინოს ერთადერთ რელიგიურ ორგანიზაციად, კომუნისტური პარტიის მსგავსად, რომელიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე აცხადებდა პრეტენზიას, შეუწყნარებელი იყო მწვალებლობების თუ სხვა მოძღვრებათა მიმართ. პრეტენზია აბსოლუტური ჭეშმარიტებისა, ანუ უნივერსალურობისა და, აქედან გამომდინარე, მწვალებლობასთან და განსხვავებულ აზროვნებასთან ბრძოლა დამახასიათებელია შუა საუკუნეებში ნებისმიერი დიდი რელიგიისათვის, შესაძლებელია, უფრო რადიკალური მეთოდებით, ვიდრე ეს ხდებოდა ბიზანტიაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კიკნაძე ზ. ( 2002)ბიზანტიური მემკვიდრეობა I. - ეკლესია გუშინ, დღეს და ხვალ, ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა
ჯავახია ბ. (2009) ბიზანტინიზმი და ბიზანტიური მემკვიდრეობის საკითხი, თბილისი, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი
Constantine Porphyregenitus , (1967) De administrando imperio /; Greek text edited by Gy. Moravcsik ; English translation by R.J.H. Jenkins, Washington, D.C. : Dumbarton Oaks Center for Byzantine Studies
Mango C., 2008, Byzantium’s role in World history, Byzantine Studies, ed. Elizabeth Jefferies, John Haldon, Robin Cormack, Oxford University press, 957-962
Jenkins R. J. H. (1967) De Administrando omperio Dumbarton Oaks Text. I-II, Washington D.C., PP. 45. jsror. org/sici?sici=0075; www. the-orb.net/bizantinewesk. html.
Kretzenbacher L. 1981, Die Himmelsleiterzur Socialismis – Sohne,-Sud-Ost forschungen, 40, München
Maresch R. (2002 ) Das neue Byzanz, Frankfurt am Main
Murphy C. (2006. )The New Rome? The Fall of an Empire and the Fate of America, Icon Books
Runciman St.(1959) Byzantine Civilization, London, Meridian Books;
Vasiliev A. (1927) Byzantine Studies in Russia, Past and Present Source: The American Historical Review, Vol. 32, No. 3 (Apr.,), pp. 539-545 Published by: American Historical Association Stable URL: http://www.jstor.org/stable/1837746
Данилов Д. Православное содружество наций как метаполитический проект XXI века. http://www.pravaya.ru/dailynews/15015?print=1
Новак А. (2003)«Бедная империя, или второй Рим» - Cоблазны имперского дискурса в современной русской мысли – Европа, Журнап политического института международних дел, т. 3, №2 (7), c. 111-146. http://www.pism.pl/pdf/Europa%207%20Nowak.pdf
Протоиерей Иоанн Мейендорф,( 2003) Византия и Московская Русь. – История церкви и восточно-христианская мистика, М. Православный Свято-Тихоновский богословский институ