რუსეთის გეოპოლიტიკა XVIII საუკუნეში და მისი გავლენა ქართულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობებზე

რუსეთის გეოპოლიტიკა XVIII საუკუნეში და მისი გავლენა ქართულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობებზე

ავტორები

  • ჯემალ კარალიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.14

საკვანძო სიტყვები:

კავკასია, საქართველო, გეოპოლიტიკა, რუსეთი, ოსმალეთი, ყაბარდო, დაღესტანი

ანოტაცია

კავკასია განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო უხსოვარი დროიდან იყო მსოფლიოში ჰეგემონობისათვის  მებრძოლი დიდი სახელმწიფოების პირველხარისხოვანი სამიზნე. კავკასიაზე გავლენისათვის ბრძოლაში თავისი ცენტრალური მდებარეობის გამო გადამწყვეტი როლი საქართველოს ენიჭებოდა. ამიტომაც ყველა ძალა, რომელიც კავკასიის დაუფლებისათვის იბრძოდა, პირველ რიგში საქართველოს დაპყრობა-დამორჩილებას ცდილობდა. საქართველო მიუხედავად დიდი განსაცდელისა, მუდმივად ინარჩუნებდა კავკასიის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ცენტრის ფუნქციას. XV-XVI სს-დან კავკასიაში გაბატონებისათვის სამი დიდი სახელმწიფოს: ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის ინტერესები გადაიკვეთა, რომლებიც დაჟინებით ცდილობდნენ კავკასიაში საკუთარი გავლენის გაფართოებას თუ სრული უპირატესობის მოპოვებას. ამ დაპირისპირებას უფრო ამწვავებდა კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. XV ს. მეორე ნახევრიდან, ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდეგ, კავკასიაში აღარ არსებობდა ცენტრალიზებული სახელმწიფო.

XVIII საუკუნე გარდამტეხი პერიოდია კავკასიაზე გეოპოლიტიკური გავლენისათვის ბრძოლაში. ამ დროიდან ევროპის წამყვანი სახელმწიფოების გეოპოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა შეიძინა ახლო და შუა აღმოსავლეთში უპირატესი გავლენის მოპოვების საკითხმა. აშკარად მწვავდებოდა მეტოქეობა ინგლისს, საფრანგეთს, ავსტრიასა და რუსეთს შორის დასუსტებული ირანისა და ოსმალეთის სამფლობელოების ხელში ჩასაგდებად. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამძაფრდა კავკასიაზე ჰეგემონობისათვის ბრძოლა.

XVIII ს. დასაწყისიდან ირანის ღრმა  კრიზისმა დღის წესრიგში დააყენა კასპიისპირეთში გავლენის გადანაწილებისათის ბრძოლის საკითხი. რუსეთმა ქართლის მეფე ვახტანგ VI მოკავშირეობით სცადა ამიერკავკასიაში შემოღწევა, მაგრამ სხვა ფაქტორებთან ერთად ოსმალეთის მძაფრმა რეაქციამ აიძულა უკან დაეხია. კავკასიაზე გავლენისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.

XVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთის ბურჟუაზიულმა რევოლუციამ რამდენიმე აღწლეულით განსაზღვრა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება. ამან  არა თუ გამოიწვია  ინგლისისა და რუსეთის არამედ გარკვეულ ეტაპზე დაუნდობელი მეტოქეების - რუსეთსა და ოსმალეთის დაახლოებაც.

რუსეთმა მოხერხებულად გამოიყენა შექმნილი ვითარება კავკასიაზე სრული გავლენის დასამყარებლად.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბერძენიშვილი ნ. (1965), საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II, თბილისი

ბედლი ჯ. ფ. (2012), რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა, თბილისი

ბოცვაძე თ. (1990) ჩრდილო კავკასიის ხალხები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში (XV-XVIII სს.), თბილისი

ბულეიშვილი მ. (1991), ქართული ეკლესიის მსახურები რუსეთ-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობაში, თბილისი

გურული ვ. (2009), საქართველო-რუსეთის ურთიერთობა (1483-1801), თბილისი

გურული ვ. (2011), საქართველო-რუსეთის ურთიერთობა(1483-1921), თბილისი

კავკასია (2023), კავკასია, ტ. I, თბილისი

კვიციანი ჯ. (2017), კავკასია, თბილისი

კოპალიანი ე. (2000), რუსეთის ურთიერთობა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიასთან XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისი

კოპალიანი ე. (2014), ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორია, თბილისი

სამსონაძე მ. (1988), საქართველოს გაერთიანების პრობლემა და საგარეო ორიენტაცია XVIII საუკუნეში , თბილისი

სილაგაძე ა., გურული ვ. (2011), ირან-ოსმალეთ-რუსეთის დიპლომატია ცენტრალური და სამხრეთ კავკასიის კონტექსტში XVI-XVIII საუკუნეებში, ქართული დიპლომატია, 14, თბილისი

ქართული დიპლომატიის ისტორია (2022), ქართული დიპლომატიის ისტორია, თბილისი

ჩხეიძე ა. (2002), საქართველო რუსეთის, საფრანგეთისა და ინგლისის აღმოსავლურ პოლიტიკაში XVIII ს. დასასრულს, ქართული დიპლომატია, 9, თბილისი

Водовозов В.И (1904), очерки русском истории XVIII века, с-петербургъ

История Росссии (1998), История Росссии (1687-1861), Москва

История народов Северного Кавказа (1988), Москва

История внешней политики Росссии (2000), (XVIII век), Москва

Внешная политика Росссии (1960), документы Российского министерство иностранных дел) т.1, Москва

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...