სამართლის ზოგიერთი თეორიული საკითხი ალფონსო X-ის ,,Siete Partidas“ მიხედვით

სამართლის ზოგიერთი თეორიული საკითხი ალფონსო X-ის ,,Siete Partidas“ მიხედვით

ავტორები

  • ზაალ გოგენია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.12

საკვანძო სიტყვები:

კანონთა კრებული, სამართალი, ჩვეულება, ადათი, ალფონსო X, კასტილია

ანოტაცია

კანონთა კრებული ,,Siete Partidas”  (შვიდი ნაწილი) წარმოადგენს შუა საუკუნეების  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ სამართლებრივ ძეგლს. ის შეიქმნა კასტილიის მეფე ალფონსო X-ის ბრძანებით და უშუალო მონაწილეობით. პარტიდები აერთიანებდა იმ დროისთვის არსებულ სამართლის ყველა დარგს. არსებითად კრებული წარმოადგენდა გიგანტურ სამართლებრივ ენციკლოპედიას და აქ მოცემული ინფორმაცია იმდროინდელი ლეგისტის აბსოლუტურად ყველა ინტერესს აკმაყოფილებდა.

  XIII საუკუნე ცნობილია როგორც ,,სწრაფი რეკონკისტის“ პერიოდი. სამხედრო წარმატებები  და კასტილიის სამეფოს პოლიტიკური აღმავლობა მოითხოვდა შესაბამის ნაბიჯებს კანონმდებლობის სფეროში. ალფონსო X-ის საკანონმდებლო საქმიანობა იყო უაღრესად აქტიური სწორედ იმიტომ, რომ ის განხორციელდა როგორც სამეფოს მთელი პოლიტიკური და სოციალურ ურთიერთობათა სისტემის კარდინალური გადაწყობა უმაღლესი კეთილდღეობის პრინციპების შესაბამისად. ის თანმიმდევრულად მიიწევდა წინ კანონმდებლობის უნიფიკაციისკენ, თუმცა სამართლებრივმა აზრმა ბევრად გადაასწრო  სამართლებრივ პრაქტიკას.      

 პარტიდების ტექსტის სტრუქტურა როგორც დასახელებიდან ჩანს შვიდი ნაწილისგან შედგება და დალაგებულია თემატური პრინციპით. ნაწილი (პარტიდა) დაყოფილია თავებად (ტიტული) რომელიც თავის მხრივ შედგება კანონებისგან.   

 ზოგად თეორიული საკითხებიდან ჩვენთვის საინტერესოა სამართლის წყაროს საკითხი. პირველი ნაწილის მეორე თავში მოცემულია სოციალური ნორმების სამწევროვანი კლასიფიკაცია. ამ სქემაში ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას  ჩვეულება (Uso), შემდეგ მოდის ადათი (Costumbre) და მას  ასრულებს ფუერო (Fuero).   ჩვეულების და ადათის  ინსტიტუტებს (Uso y Costumbre)  გააჩნდა საკვანძო მნიშვნელობა ალფონსო X-ის იურისტებისთვის სამართლის წყაროების მათ მიერ აგებული იერარქიისთვის.     

      პარტიდებში პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ყურადღებას იპყრობს ჩვეულების, ადათის და ფუეროს გენეტიკური კავშირი, რაც ხაზგასმულია კიდეც  კანონმდებლის მიერ. აღნიშნულ ტრიადაში  სამართლის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წყარო  არის  მხოლოდ ფუერო.  ჩვეულების ,,შექმნაში“ ჩართულია სუბიექტურ ნებელობით ელემენტი. ის დადგენილია სენიორის მიერ ან მოიწონებს არსებულს.  ამას ემატება ის დეტალიც,  რომ ჩვეულება უნდა დადგინდეს საყოველთაო სარგებლისთვის, რაც ზოგადად წითელ ხაზად გასდევს ალფონსო ბრძენის საკანონმდებლო საქმიანობას.                    

    ჩვეულება პარტიდებში არასდროს სახელდება როგორც სამართალი, თუმცა მისგან შეიძლება გამომდინარეობდეს სამართლებრივი ქცევის ნორმები, მაშინ როცა ადათი უკვე წარმოადგენს სამართალს,  მას  სხვა სამართლებრივი ნორმებისგან განსხვავებს მხოლოდ  ზეპირი ფორმა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ლიტერატურა:

История Испании, Том 1, С древнейших времен до конца XVII века (2012). Москва.

Марей А. (2014): Обыкновение и обычай в кастильской правовой доктрине XIII в.//,,Aequum ius”, Москва.

Ballesteros y Beretta A. (1922): Historia de España y su influencia en la Historia Universal. V3. Barcelona.

Bernal Sánchez-Arcilla J. (2008-2009): La "teoría de la ley" en la obra legislativa de Alfonso X el Sabio//,,Alcanate: Revista de estudios Alfonsíes”, Nº. 6. 81-123

Craddock J. (1990): The Legislative Works of Alfonso el Sabio // ,,Emperor of Culture: Alfonso Х the 1earned of Castile and his Thirteenth-Century Renaissance”. Philadelphia, 182 - 197

Garcia Gallo А. (1961): San Isidoro, jurista // ,,Isidoriana”. Estudios sobre San Isidoro de Sevilla en el XIV Centenario dе su nacimiento. Leon, 133 - 141

Gonzales Jimenez M., (2004): Alfonso el Sabio, Barcelona.

Las Siete Partidas del muy noble rey Don Alfonso el Sabio / glosadas por Gregorio López. Volume 1. Madrid, 1843

Miceli Р. (2012): Derecho consuetudinario y memoria. Practica juridica y costumbre en Castilla у Leon (siglos Xl- XIV). Madrid

Моrin А., Cucchi S. (1997): Е1 tratamiento de la costumbre en la Primera Partida dе Alfonso Е1 Sabio // ,,Anales dе Historia Antigua y Medieval”, No. 30, 107 – 121

Sanchez Perez Jose A. (1935): Alfonso X el Sabio. Madrid.

Schiller Arthur A. (1978): Roman Law. Mouton Publishers.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...