პასტუხოვის სურო ( Hedera pastuchovii Woronow) საქართველოს ფლორის იშვიათი და ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარე

პასტუხოვის სურო ( Hedera pastuchovii Woronow) საქართველოს ფლორის იშვიათი და ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარე

ავტორები

  • ნინო ერაძე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
  • თამარ ნადირაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.04

საკვანძო სიტყვები:

ფლორა, რელიქტი, რეფუგიუმი, ენდემი, ეკონომიკური, პასტუხოვის სურო

ანოტაცია

შრომაში განხილულია მესამეული  პერიოდის  შემორჩენილი ჰირკანულ-კავკასიური (ჰირკანულ-აღმოსავლეთ კავკასიური) დენდროფლორის რელიქტის,  პასტუხოვის სუროს (Hedera pastuchovii Woronow) გავრცელება, ბუნებრივი განახლება, ზოგიერთი ბიოეკოლოგიური  თავისებურება და ფიტოცენოზებში მათი   მონაწილეობის ხასიათი.   

კვლევა ჩატარდა საგურამოს ქედის ჩრდილოეთ კალთებზე და სამხრეთის ექსპოზიციის დაქანებულ ფერდობებზე ზომიერად დატენიანებულ ნიადაგებზე ზღვის დონიდან 800 - 1400 მ ფარგლებში და ლაგოდეხის ნაკრძალის  ჩრდილოეთ კალთებზე, ჩრდილო-დასავლეთის ფერდობებსა  და   სამხრეთ ექსპოზიციის მშრალ ფერდობებზე ზღვის დონიდან 500-1200 მ. სიმაღლეზე.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საგურამოს ქედის ტყეებში პასტუხოვის სურო იშვიათია. გვხვდება დაჩრდილულ ტყეებში მცირე ჯგუფების სახით. გამრავლება ძირითადად ვეგეტატიურად ხდება. სახელდობრ, მიწაზე გართხმული ყლორტების დაფესვიანებით.

საგურამოს ქედისგან განსხვავებით, ლაგოდეხის ნაკრძალში გვხვდება მათი ვეგეტატიურად (თესლით) გამრავლებული ეგზემპლარები. აღმონაცენები იზრდება ძირითადად დაჩრდილულ ნიადაგებზე, სადაც ბალახოვანი საფარი ან არ არის განვითარებული ან  მეჩხერია.

პასტუხოვის სუროს გადარჩენის აუცილებელ პირობად მიგვაჩნია მისი in situ და ex situ კონსერვაცია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კორძახია მ., ჯავახიშვილი შ. (1970). თბილისისა და მისი მიდამოების ჰავა. საქართველოს ბუნების დაცვა. ნაკვ. IV. თბილისის მიდამოები. თბილისი. „მეცნიერება“.

მარუაშვილი ლ.(1964).საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი. „მეცნიერება.“

მამისაშვილი კ.(1970) თბილისისა და მისი მიდამოების ძეგლები და ნაკრძალები. საქართველოს ბუნების დაცვა. ნაკვ. IV. თბილისის მიდამოები. თბილისი. „მეცნიერება“.

საქართველოს ფლორა.(1984). ტ. IX, თბილისი, „მეცნიერება.“

ქვაჩაკიძე რ.(2001). საქართველოს ტყეები. ძირითადი ასოციაციები (ტყის ტიპები). თბილისი. „მეცნიერება.“

Полетико О.М.(1960). Pод Hedera L. Деревья и Кустарники. CCCP, т.V,154.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...