დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეგულირება და საინვესტიციო პორტფელის რისკების მართვა საქართველოში

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეგულირება და საინვესტიციო პორტფელის რისკების მართვა საქართველოში

ავტორები

  • დავით ჭიოტაშვილი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორი
  • ხალიანა ჩიტაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.72

საკვანძო სიტყვები:

დეპოზიტების დაზღვევა, საინვესტიციო პოლიტიკა, რისკების საინვესტიციო პორტფელი, საბანკო სისტემა, რისკების მართვა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

ანოტაცია

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე საქართველოში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დინამიური, სტაბილური და ეფექტური მექანიზმია.  დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა და სრულყოფა  დაკავშირებული იყო სახელმწიფოს და კერძო სექტორის  ფინანსური უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასთან, დეპოზიტორების დაცვასა და საბანკო სექტორში სისტემური კრიზიების პრევენციასთან.

დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტების და შესაბამისად დეპოზიტორების დაცვას დეპოზიტების დაკარგვისგან და მისი მთავარი მიზანი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ბანკებზე არსებული რისკების განეიტრალება და შერბილება. გამომდინარე აქედან ნაშრომის ძირითადი მიზანია, შევისწავლოთ და გავაანალიზოთ, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის  რეგულირება  და საინვესტიციო  პორტფელის რისკების  მართვა, რეფორმის მართვის მექნიზმები და მისი ეკონომიკური და ფინანსური ეფექტი.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაინერგა საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილებით და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა დეპოზიტების დაზღვევის რისკების პორტფელის საინვესტიციო პოლიტიკა, სისტემის წარმატების განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად საერთაშორისო მრავალმხრივი, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა, აღნიშნული რეფორმა კვლავ განვითარების პროცესშია და  მოითხოვს საბოლოო შედეგის სახით  ჩამოყალიბებას.

დეპოზიტების დაზღვევის რისკების პორტფელის საინვესტიციო პოლიტიკა იძლევა მისი ეფექტური მართვის საშუალებას და შესაძლებლობებას და უზრუნველყოფს დეპოზიტების დაცვას სხვადასხვა ფინანსური რისკებისაგან რომლებიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევებისაგან.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-11

როგორ უნდა ციტირება

ჭიოტაშვილი დ., & ჩიტაძე ხ. (2025). დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეგულირება და საინვესტიციო პორტფელის რისკების მართვა საქართველოში. "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 527–533. https://doi.org/10.52340/idw.2025.72

გამოცემა

სექცია

ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...