ეკოტურიზმი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.16საკვანძო სიტყვები:
ეკოტურიზმი, მდგრადი ტურიზმი, ბიომრავალფეროვნება, ბუნების დაცვა, კონსერვაციაანოტაცია
ადამიანი ბუნების წიაღში დაიბადა და განვითარდა. იგი ბუნების შვილია და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა ადამიანის ბუნებასთან დამოკიდებულება და ურთიერთობის ფორმები. მრავალი საუკუნის მანძილზე ბუნებას ადამიანისთვის მხოლოდ მოხმარებითი ღირებულება ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ადამიანის ბუნებისადმი მომხმარებლურმა მიდგომამ გამოიწვია ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა, ხოლო მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ და ბუნებაში მიმდინარე მოვლენებში ადამიანის გაუცნობიერებელმა ჩარევამ მიგვიყვანა წონასწორობის დარღვევამდე. დადგა დრო, როცა ყველა კეთილი ნების ადამიანმა იგრძნო ბუნების გაუფრთხილებლობით გამოწვეული საფრთხე, ამიტომ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა შევინარჩუნოთ დედაბუნება და სამყარო ვიხსნათ ეკოლოგიური კატასტროფებისგან. დედაბუნების დაცვის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის განვითარება. ეკოტურიზმი წარმოადგენს მდგრადი ტურიზმის ფორმას, რომელიც ეყრდნობა ბუნებრივი გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, არის ეკოტურიზმის თვალსაჩინო მაგალითი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ მრავალფეროვან მცენარეთა კოლექციებს, მიიღონ გარემოსდაცვითი განათლება და შეისწავლონ ბუნების დაცვის პრინციპები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გოგელია მ., „ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების სტრატეგიების ფორმირება“; სადისერტაციო ნაშრომი; ბათუმი; 2013
მეტრეველი მ., ტურიზმი და გარემოს დაცვა (ეკოტურიზმის საფუძვლები),
გამომცემლობა შპს ,,ფორმა“, თბილისი; 2008
კელენჯერიძე, ჯ. თბილისის ბოტანიკური ბაღი 365 წლისაა // თბილისი დედაენა, 2001,
ჩხარტიშვილი,მ.საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაში/ თბილისი ეროვნული ბიბლიოთეკა, 2025.
http://www.parliament.ge/files/714_9879_231621_ekoturizmi.pdf
https://www.geostat.ge/index.php/ka/modules/categories/101/shida-turizmi


