ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის ტერიტორიული გავრცელება საქართველოში
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ჯინჭარაძე ს., ვადაჭკორია ზ., & მჭედლიშვილი ი. (2021). ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის ტერიტორიული გავრცელება საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 50, 133–135. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/54

ანოტაცია

მე-20 საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მრავალი პათოლოგია ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ერთ-ერთი ასეთი პათოლოგიაა თანდაყოლილი მანკები, რომლებიც დღეისათვის მედიცინის მეტად მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მათ შორის, როგორც გავრცელების, ისე სიმძიმის მიხედვით, გამორჩეული ადგილი უკავია ყბა-სახის განვითარების თანდაყოლილ მანკებს. ამ ჯგუფში კი ყველაზე ხშირია ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალი. განვითარების ეს მანკი საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში. მისი სიხშირის საშუალო მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით 1,4-ს შეადგენს 1000 ახალშობილზე, ანუ დაახლოებით 1-ს 700 ახალშობილზე (6,7). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს როგორც სხვადასხვა კონტინენტზე, ისე სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში. მაგალითად, აზიის ქვეყნებში ამ პათოლოგიის გავრცელების საშუალო სიხშირე დაახლოებით 1/ 500-ზეა, ევროპაში _ 1/1000-ზე, ხოლო აფრიკის კონტინენტზე _ 1/2500-ზე. მაგრამ თვით ერთი ქვეყნის ფარგლებშიც კი, სხვადასხვა რაიონში, ეთნიკურ თუ სოციალურ ჯგუფში, მისი სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2002-2006 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში შეისწავლეს ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის გავრცელების სიხშირე სხვადასხვა შტატში.

PDF (English)

წყაროები

Негаметзянов Н. Г., Супиев Т.К. Экологические факторы различных регионов Республики Казахстан и их влияние на заболеваемость врожденной расщелиной верхней губы и неба. Стоматология детского возраста и профилактика, 2012, №1 (40), с 41-48, 2012, ¹1 (40), ñ 41-48

Butali A., Adeyemo W.L., Mossey P.A. et al. Prevalence of orofacial clefts in Nigeria. Cleft Palate Craniofac.J., 2014, 51(3): 320-325

Jalilevard N., Jalaie S. Prevalence of cleft lip and palate among four provinces in the West and North-West of Iran. J. Res. Med. Sci., 2015, 20(6):548-553

Kelly D., O’ Dowd T., Reulbach U. Use of folic acid supplements and risk of cleft lip and palate in infants: a population-based cohort study. Br.J. Gen. Prac., 2012, 62(600):e 466-472

Lin Y., Shu S., Tang S. A case-control study of environmental exposures for nonsyndromic cleft of the lip and/ or palate in eastern Guangdong, China. Int. J. Otorhinolaryngol., 2014, 78(3):544-550

Mossey P.A., Little G., Munger R.G, et al. Cleft lip and palate. Lancet., 2009 374(9703):1773-1785

Murray J.C. Gene/Environment causes of cleft lip and/ or palate. Clin.Genet., 2002, 61 (4):248-256

Panamonta V., Pradubwong S., Panamonta M.,Chowchuen B. Global birth prevalence of orofacial clefts: a systematic review. J. Med. Assoc. Thai., 2015, 98, Suppl. 7:S11-21

Tanaka S.A., Mahabir R.C., Jupiter D.C., Menezes J.M. Updating the epidemiology of cleft lip with or without cleft palate. Plast.reconstr.Surg, 2012, 129(3):511-518

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...