ანოტაცია
“საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, “უწყვეტი პროფესიული განვითარება (უპგ) – უმაღლესი სამედიცინო განათლების და უმაღლესის შემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდია, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა”.უწყვეტი სამედიცინო განათლება არსებობის თითქმის იმავე პერიოდს მოიცავს, რასაც ექიმის პროფესია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ექიმები ანტიკური პერიოდიდან დღემდე სისტემატურად სტუმრობენ კოლეგებს გამოცდილების გასაზიარებლად, ერთად მსჯელობენ პაციენტებზე, მართავენ საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს.უპგ მოიცავს ყველა იმ აქტივობას, რომლებსაც ექიმები ახორციელებენ, ფორმალურად და არაფორმალურად, პაციენტების მოთხოვნილებების შესაბამისად, საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შენარჩუნების, განახლების, განვითარებისა და გაღრმავების მიზნით.საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმალიზებული სისტემის ჩამოყალიბებას 1935 წელს ჩაეყარა საფუძველი. საბჭოთა კავშირში, მოსკოვის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის ზედამხედველობის სისტემაში, მოქმედებდა სულ ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების 16 ინსტიტუტი, რომელთაგანაც ერთი - “თბილისის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი” იყო. ეს ინსტიტუტი რეგიონულ დატვირთვას ატარებდა და საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ექიმთა მუდმივ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფდა (1,2).
წყაროები
Continuing Medical Education in the Soviet Union. P. B. Storey, M.D. N Engl J Med 1971; 285:437-442 August 19, 1971 DOI: 10.1056/NEJM197108192850805
Руководство по социальной гигиене и организации здравоохранения, под ред. – Ю.П. Лисицына, т.1, т. 409, М., 1987
საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის რეორგანიზაციის კონცეფცია - 2001 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/115330?publication=0
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აპრილის #92/ნ ბრძანება „უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 იანვრის #25/ნ ბრძანება „სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად უწყვეტი სამედიცნო განათლების სისტემაში ექიმების მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ”;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ნოემბრის #274/ნ ბრძანება „უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტის მიხედვით სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობისა და სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობისა და სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ”;
Redesigning Continuous Education in The Healthcare Professions. Institute of Medicine of the National Academies. National Academies Press. Washington, DC
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება http://new.tsmu.edu/content/3/56/36/79/0/0
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის #01-3/ნ ბრძანება “უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის # 01-1327/ო ბრძანება.