ქვედა ყბის ორმხრივი სახსარშიდა მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობის მეთოდის შედარებითი შეფასება

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

ბრეგაძე ო., აწყვერელი ლ., ჭუჭულაშვილი ნ., ბიბიჩაძე მ., & წიკლაური გ. (2021). ქვედა ყბის ორმხრივი სახსარშიდა მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობის მეთოდის შედარებითი შეფასება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 52, 31–33. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/350

ანოტაცია

თსსუ, პირის ღრუს ქირურგიისა და იმპლანტოლოგიის დეპარტამენტი, შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი; საუნივერსიტეტო კლინიკა”; ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი ყბა-სახის მიდამოს ტრავმული დაზიანებები ხასიათდება ლოკალიზაციისა და სიმძიმის მრავალფეროვნებით, მათ შორის სტატისტიკურად ხშირია ქვედა ყბის მრავლობითი მოტეხილობები (სხეულისა და სასახსრე მორჩის, ნიკაპისა და ორივე სასახსრე მორჩის, კუთხისა და ნიკაპის მიდამოს და სხვ.) ამასთან, კლინიკაში შესაძლებელია შეგვხვდეს როგორც ტიპიური, ასევე ტიპიური და ატიპიური მოტეხილობების კომბინაცია.მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გვხვდება იშვიათი კლინიკური შემთხვევებიც სახსარშიდა დამსხვრეული მოტეხილობების სახით. მსგავს შემთხვევებში, მოტეხილობის ხასიათისა და სირთულიდან გამომდინარე, პრაქტიკოსი ყბა-სახის ქირურგების წინაშე დგება ოპტიმალური ოპერაციული ტაქტიკის შერჩევის საკითხი. ოპერაციული ჩარევის ეფექტურობას განსაზღვრავს, ერთის მხრივ, საოპერაციო ველის სრულყოფილი ხედვა და მიდგომა, მეორეს მხრივ - პოსტოპერაციულ  პერიოდში  განვითარებული  ნაწიბურის ესთეტიკური მხარე. სასახსრე მორჩების მაღალი მოტეხილობების დროს ოპერაციული ჩარევა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ პირგარეთა მიდგომით და, ჩვეულებრივ, ასეთი დაზიანებების დროს გამოიყენება ქვედა ყბის კუთხის მიდამოს შემოვლითი ნახევარრკალოვანი განაკვეთები, კანის, კანქვეშა ცხიმის და კუნთების სრული აშრევებით ქვედა ყბის კუთხიდან სასახსრე ფოსომდე, რაც დაკავშირებულია რბილი ქსოვილების სერიოზულ ტრავმასთან და შედარებით გახანგრძლივებულ პოსტოპერაციულ რეაბილიტაციასთან, რაც ყოველთვის უარყოფითად აისახება პაციენტის ფსიქოემოციურ სფეროზე.

წყაროები

Peterson’s – Principles of Oral and Maxillofacial Surgery, Third Edition, 2014

Oral and maxillofacial surgery, New York, 2010

Management of Mandibular Fractures, By Amrish Bhagol, Virendra Singh and Ruchi Singhal, London, June 26th 2013.

Руководство по хирургической стоматологии и челюстно-лицевой хирургии, под ред. В. М. Безрукова и Т. Г. Робустовой, Москва, 2- х томах, 2000 г.

Клиническая оперативная челюстно-лицевая хирургия, под ред. В. Н. Балина и Н. М. Александрова, Санкт-Петербург, 2007 г.

Downloads

Download data is not yet available.