ანოტაცია
მიოფასციური ტკივილის სინდრომი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა თანამედროვე საზოგადოებაში. იგი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სამედიცინო, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად, ვინაიდან დაკავშირებულია შრომისუნარიანობის დაქვეითებასთან. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მიოფასციური ტკივილის სინდრომის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება მიოფასციურ ტრიგერულ წერტილებში ბიორეგულაციური მედიკამენტების ინიექციებით (ბიოპუნქტურით). საინექციო საშუალებად გამოყენებული იქნა გერმანული წარმოების “Heel”-ის პრეპარატები, კერძოდ, ტრაუმელის, ლიმფომიოზოტისა და სპასკუპრელის ე.წ. კოქტეილი. ბიოპუნქტურა ჩაუტარდა 26 პაციენტს. სეანსების მაქსიმალური რაოდენობა იყო 5. ინიექციები კეთდებოდა კანქვეშ და კუნთებში, კისრისა და ბეჭის მიდამოში. მკურნალობის შედეგების შეფასებისას ძირითადად ვეყრდნობოდით პაციენტების სუბიექტურ მონაცემებს: ტკივილისა და დაძაბულობის შემცირებას კისრისა და ბეჭის მიდამოში, ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, შრომისუნარიანობის ამაღლებას. დადებითი შედეგი შემთხვევათა 96%-ში იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ პაციენტების უმრავლესობა პირველივე სეანსზე აღნიშნავდა მკვეთრ გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, აგრეთვე, გვერდითი მოვლენების ძალიან დაბალი ალბათობა და დადებითი ეფექტის სწრაფად მიღების შესაძლებლობა სხვა მეთოდებთან, კერძოდ, მასაჟსა და ფიზიკურ ვარჯიშთან შედარებით.
წყაროები
Ester Cerezo-Tellez, MSc, PfD; Maria Torres-Lacomba PhD, Orlando Mayoral-del Moral PT MSc; Beatriz Sanchez-Sanchez PT PhD; Jan Dommerholt PT DPT and Carlos Gutierrez-Ortega PhD; “Prevalance of Myofascial Pain Syndrome inChronic Non-Specific Neck Pain: A Population – Based Cross-Sectional Descriptive Study” Pain Medicine 2016;17:2369-2377.
Mehal J Desai; “Myofascial Pain Syndrome: A Treatment Review”; June 2012; Pain and Therapy 2 (1)
https://members.physio-pedia.com/learn/introduction-to-myofascial-pain-promopage/
Peter Brukner and Karim Khan, “Clinical Sports Medicine” 3 rd edition; 2007; p.32, p.306