ანოტაცია
ნაშრომში განხილულია მოკლე ნაწლავის სინდრომის მკურნალობის 14,5 წლიანი დაკვირვების მონაცემები. 33 წლის მამრობითი სქესის პაციენტს დოლიქოსიგმისა და წვრილი ნაწლავის სტრანგულაციით გამოწვეული წვრილი ნაწლავის სუბტოტალური და სიგმური კოლინჯის ტოტალური ნეკროზის, ნაწლავთა მექანიკური გაუვალობისა და დიფუზური სეროზულ-ჰემორაგიული პერიტონიტის გამო ჩაუტარდა ნეკროზული წვრილი ნაწლავისა და სიგმური კოლინჯის რეზექცია, იეიუნო-ილეოანასტომოზი პირით-პირში, ერთლულა დესცენდოსტომის ფორმირება. დარჩენილი ცოცხალი წვრილი ნაწლავის სიგრძე შეადგენდა 102 სმ-ს (1. მლივი ნაწლავი - ტრეიცის იოგიდან 87 სმ; 2. თეძოს ნაწლავი - ბაუგინის სარქველიდან 15 სმ). ინტენსიური კონსერვატიული მკურნალობის ფონზე პარენტერული დახმარება პაციენტს დასჭირდა 4,5 თვის განმავლობაში. შვიდი წლის შემდეგ, დესცენდოსტომის დახურვის გამო ჩატარებული ოპერაციის დროს რევიზიით, წვრილი ნაწლავი მთელ სიგრძეზე იყო სქელკედლიანი, 3,0 სმ-მდე დიამეტრის, სიგრძეში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. 14,5 წლის შემდეგ, პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობდა. იყო აქტიური, შრომისუნარიანი. კვების რაციონს არ ზღუდავდა.
წყაროები
Baddr A. Shakhsheer, MD and Brad W. Warner, MD, FACS. „Short Bowel Syndrome”. Curr Treat Options Pediatr. 2019 Dec; 5(4): 494–505. Published online 2019 Oct 11. doi:10.1007/s40746-019-00179-y.
Bering J. and DiBaise JK. „Short bowel syndrome in adults”. American Journal of Gastroenterology. 2022;117:876
Brune de Dreuille, Francisca Joly. „Disease-modifying therapies in short bowel syndrome”. Pharmac. Volume 65, August 2022, 102240. https://doi.org/10.1016/j.coph.2022.102240.
Carol Rees Parrish, MS, RD, and John K. DiBaise, MD. „Managing the Adult Patient With Short Bowel Syndrome”. Gastroenterology&Hepatology Vol.13, Issue 10 Oct 2017. 600-608.
Authored by Dr Colin Tidy, Reviewed by Dr John Cox.Meets Patient’s editorial guidelines Dr Krishna Vakharia. „Short Bowel Syndrome”. Professional Articles Gastroenterology. 1st July 2022. Page 1 - 7.
Cristina Cuerda, Loris Pironi at all. ESPEN practical guideline: „Clinical nutrition in chronic intestinalFailure”. 2021 European Society for Clinical Nutrition and Metabolism. Elsevier. Clinical Nutrition 40 (2021) 5196e5220. https://doi.org/10.1016/j.clnu.2021.07.002.
C. Michael Gibson, M.S., M.D. Associate Editor(s)-in-Chief: Sadaf Sharfaei M.D. „Shortbowel syndrome pathophysiology”. Jul 30, 2020.
Janssen P, Rotondo A, Mule F, Tack J. Review article: a comparison of glucagon-like peptides 1 and 2. Aliment Pharmacol Ther. 2013;37:18-36.
John K DiBaise, MD. Section Editor: J Thomas Lamont, MD. Deputy Editor: Shilpa Grover, MD, MPH, AGAF. „Management of the short bowel syndrome in adults”. Mayo Clinic. Medical Professionals. Digestive Diseases. Aug. 19, 2022.
Kelly A. Tappenden, PhD, RD, FASPEN1. „Pathophysiology of Short Bowel Syndrome: Considerations of Resected and Residual Anatomy”. Journal of Parenteral and Enteral Nutrition Volume 38 Supplement 1 May 2014 14S–22S. 2014 American Society for Parenteral and Enteral Nutrition. DOI: 10.1177/0148607113520005.
Le Beyec J, Billiauws L, Bado A, Joly F, Le Gall M: Short bowel syndrome: a paradigm for intestinal adaptation to nutrition? Annu Rev Nutr 2020, 40:299–321.
Neelis EG, Olieman JF, Hulst JM, de Koning BA, Rings86 EH. “Promoting intestinal adaptation by nutrition and medication”. Best Pract Res Clin Gastroenterol. 2016;30(2):249-261Sa.
Pironi L. “Definitions of intestinal failure and the short bowel syndrome”. Best Pract Res Clin Gastroenterol. 2016 Apr;30(2):173-85. [PubMed].
Tappenden KA. Mechanisms of enteral nutrient-enhanced intestinal adaptation.Gastroenterology. 2006;130:S93-99.
Tappenden KA. “Intestinal adaptation following resection”. JPEN J Parenter Enteral Nutr. 2014;38(1)(suppl):23S-31S
Wall, Elizabeth A. (2013). “An Overview of Short Bowel Syndrome Management: Adherence, Adaptation, and Practical Recommendations”. Journal of the Academy of Nutrition and Dietetics. 113 (9): 1200–1208.