ანოტაცია
სპორტსმენთა წვრთნის ძირითადი მიზანია შეირჩეს ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შედეგის გაუმჯობესებას. თუმცა, სპორტული წვრთნის დროს მიღებული ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა აღემატებოდეს სპორტსმენის ინდივიდურ ტოლერანტობის ზღურბლს დატვირთვის მიმართ, ან არასრულფასოვნად იყოს შერჩეული აღდგენისა და დასვენების ეპიზოდები საწვრთნელ პროგრამაში. ამის შედეგად, ვითარდება ჯერ ფუნქციური გადაძაბვა (ფგ), რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სუპერკომპენსაცია, ხოლო შემდეგ არაფუნქციური გადაძაბვა (აფგ) და გადაწვრთნა, რომელთაც ახასიათებს ადაპტაციის დარღვევა და სპორტსპეციფიკური ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, ხასიათის ცვლილებებთან და მდგრად დაღლილობასთან ერთად. როდესაც ხანგრძლივ, გადაჭარბებულ ვარჯიშს თან ერთვის სხვა სტრესფაქტორები და არასაკმარისი აღდგენა, ვითარდება ადაპტაციის ქრონიკული დარღვევა, რომლის შედეგად შესაძლოა განვითარდეს გადაწვრთნის სინდრომი (გწს).
წყაროები
2.Hartmann U., Mester J. Training and overtraining markers in selected sport events. Med Sci Sport Exerc, Volume 32, Issue 1, 2000 (January), p. 209-215.
3. Meeusen R, Duclos M, Foster C et al. Prevention, diagnosis and treatment of the overtraining syndrome: joint consensus statement of the European College of Sports Science and the American College of Sports Medicine. Med Sci Sports Exerc 2013; 45:186-205.
4. Wyatt F, Donaldson A, Brown E. The overtraining syndrome: A meta-analytic review. J Exerc Physiol 2013, vol 16/2:12-23.
5. Kellmann M. Preventing overtraining in athletes in high-intensity sports and stress/recovery monitoring. Scand J Med Sci Sports, 2010: 20 (Suppl. 2): 95-102.
6. Kenttä, G., Hassmén, P., Raglin, J. Mood state monitoring of training and recovery in elite kayakers. European Journal of Sport Science,2006: 6, 245-253.
7.Halson S. Monitoring training load to understand fatigue in athletes. J Sports Med, 2014: 44 (2):139-147.