ანოტაცია
მხრის იმპინჯმენტ-სინდრომის წარმოადგენს პათოლოგიური ცვლილებების კომპლექსს [1,2], რომელიც ვითარდება მხრის ძვლისთავსა და მის ზემოთ მდებარე ქსოვილებში. კერძოდ, აკრომიონი, ნისკარტისებრი მორჩი და ნისკარტ-აკრომიონის იოგი ერთად ქმნიან ეგრეთწოდებულ ნისკარტ-აკრომიალურ რკალს. ამ რკალისა და მხრის პროქსიმალურ თავს შორის მდებარეობს სუბაკრომიული სივრცე. მხრის იმპინჯმენტ-სინდრომი აერთიანებს სამ პათოლოგიას: მბრუნავი მანჟეტის ტენდინიტს, მხრის ორთავა კუნთის გრძელი მყესის ტენდინიტს და სუბაკრომიულ ბურსიტს. სუბაკრომიული სივრცის შევიწროების შემთხვევაში ხდება იქ მდებარე სტრუქტურების გაღიზიანება ან დაზიანება. მხრის იმპინჯმენტის სინდრომი პირველად აღწერა ნერიმ (Neer), 1972 წელს, დაავადების მიზეზად მიაჩნდა აკრომიონის ფორმა, ხოლო სუბაკრომიული სივრცის შევიწროების ყველაზე ხშირ მიზეზად ითვლებოდა აკრომიონის რკალის ფორმა/დეფორმაცია. ბილიანიმ (Bigliani) აღწერა აკრომიონის სამი ტიპი: I – ნორმალური ფორმის აკრომიონი, II - რკალისებრი და III – კაუჭისებრი [3]. გარდა აკრომიონის ფორმისა, სუბაკრომიული სივრცის შევიწროება შესაძლოა გამოიწვიოს ნისკარტ-აკრომიონის იოგის ოსიფიკაციამ ან ლავიწაკრომიონის სახსრის ართროზმა. ნერიმ აღწერა მხრის იმპინჯმენტის სამი სტადია. აღწერილია სინდრომის კლინიკური სიმპტომები, ფუნქციური ტესტები, აგრეთვე, რადიოლოგიური და ულტრასონოგრაფიული მახასიათებლები [4,5,6].
წყაროები
2. Garving C, Jakob S, Bauer I, Nadjar R, Brunner UH.Impingement Syndrome of the Shoulder.DtschArztebl Int. 2017 Nov 10;114(45):765-776.
3. Snyder, S.J. Diagnostic arthroscopy of the shoulder. Normal anatomy and variations / S.J. Snyder, // Shoulder arthroscopy.-Philadelphia: Lippincott Williams&Wilkins, 2003. P. 22-38.
4. Alrimanov M.C, LomtatidzeE.Sh., Poceluiko S.V., Lomtatidze B.E., Kruglov M.I. Groshev I.B., Volchenko D.V., Klimenko A.M. Treatment of diseases of the shoulder joint in a conservative ways. Journal of Traumatology and Orthopedics of Russia, part 1, 2 (40), 2006. p.20.
5. Bartsch Stefan, Echtermeyer Volker. Praxisbuch Schulter: Verletzungen und Erkrankungen systematisch diagnostizieren, therapieren, begutachten. Georg Thieme Verlag, 2004.
6. Lee, G. The supraspinatus distension sign: an indicator of supraspinatus integrity / G. Lee, T. Busfield //. Arthroscopy. – 2009. – Vol 25, N 6. – P. 617–619.
7. Burkhart, S. A cowboy’s guide to advanced shoulder arthroscopy/ S.Burkhart, I Lo, P.Brady. Philadelphia: Lippincott Williams &Wilkins, 2006.-316p
. 8. Goodman AD, Twomey-Kozak J, DeFroda SF, Owens BD. Epidemiology of shoulder and elbow injuries in National Collegiate Athletic Association wrestlers, 2009-2010 through 2013-2014. PhysSportsmed. 2018 Jan 18:1-6.
9. Kamali F, Sinaei E, Morovati M.Comparison of Upper Trapezius and Infraspinatus Myofascial Trigger Point Therapy by Dry Needling in Overhead Athletes With Unilateral Shoulder Impingement Syndrome. J Sport Rehabil. 2018 Jan 24:1-24.
10. Nickerson M, Gossman WG. Shoulder, Swimmer’s. Treasure Island (FL): Stat Pearls Publishing; 2017-. 2017 Dec 4. 11. Scott 11.A, Ashe MC. Common tendinopathies in the upper and lower extremities. Curr Sports Med Rep. 2006 Sep;5 (5):233–41.
12. Wilson JJ, Best TM. Common overuse tendon problems: A review and recommendations for treatment. Am Farm- Physician. 2005 Sep 1; 72(5):811–8.
13. Speed CA. Fortnightly review: Corticosteroid injections in tendon lesions. BMJ. 2001 Aug 18;323(7309):382–6
14. Meyer Rainer-Peter, Gächter A. Schulterchirurgie in der Praxis. Springer, 2000.