დემოკრატიის მრავალწახნაგოვანი გამოწვევები - ლობიზმი და მისი სამართლებრივი რეგულირების თანამედროვე ტენდენციები

დემოკრატიის მრავალწახნაგოვანი გამოწვევები - ლობიზმი და მისი სამართლებრივი რეგულირების თანამედროვე ტენდენციები

ავტორები

  • გია გოგიბერიძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2023.03

საკვანძო სიტყვები:

ლობიზმი, ლობირება, ლობისტური საქმიანობა, ინტერესთა ჯგუფები, სამართლებრივი რეგულირება

ანოტაცია

ლობიზმი თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვანი  თანმდევი მოვლენა გახდა, რომელიც არსებით როლს ასრულებს ხელისუფლების ორგანოთა წინაშე საზოგადოების ცალკეულ წევრთა ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის საქმეში. მიიჩნევა, რომ აღნიშნული მექანიზმი სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს ხელისუფლებასთან საზოგადოების წევრთა სწრაფი და ეფექტური   კომუნიკაციის თვალსაზრისით. ამასთან, ლობიზმის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და რიგ შემთხვევებში, მის ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის თანამედროვე   დემოკრატიის პირობებში მის ლეგალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკურ პროცესებში ლობიზმის მზარდი ჩართულობის გათვალისწინებით, მის საკანონმდებლო რეგულაციებში მოქცევა და კანონის ფარგლებში მისი განხორციელება დემოკრატიულ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ სათანადო სამართლებრივი მექანიზმების საშუალებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი იმ ბალანსის დაცვა, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების წევრთა ინტერესების გამოხატვისა და წარმოდგენის აღნიშნული მექანიზმის ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესების დაცვასა და მსგავსი პროცესის საჯაროობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას, ასევე სათანადოდ ანგარიშვალდებულს გახდის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. მართალია ლობიზმის სამართლებრივ რეგულირებაზე ფიქრი რიგმა ქვეყნებმა (მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა) ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყეს, თუმცა ლობიზმის სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა XXI-ე საუკუნის პირველი და მეორე ათწლეული, როდესაც დაახლოებით 30-მდე ქვეყანამ მიიღო ლობიზმის რეგულირების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რითაც აღნიშნულმა ქვეყნებმა ლეგალურად აღიარეს  მსგავსი საქმიანობის განხორციელება და განსაზღვრეს კანონის ფარგლებში მისი წარმართვის შესაძლებლობა. სწორედ საზღვარგარეთის ქვეყნებში ლობიზმის სამართლებრივი რეგულირების გამოცდილების მიმოხილვას შეეხება წარმოდგენილი სტატია, რომელშიც გაანალიზებულია ლობიზმის სამართლებრივი რეგულირების თაობაზე ბოლო პერიოდში ცალკეულ ქვეყნებში (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, კანადა, ტაივანი და სხვა) მიღებული საკანონმდებლო აქტები, მიმოხილულია ლობიზმის სამართლებრივ რეგულირების მიზნები, ამოცანები, პრინციპები, ლობისტური საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების არსებითი მახასიათებლები, ლობისტური საქმიანობის საჯაროობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის ტრანსფორმაცია რაც  აღნიშნული მოვლენის სამართლებრივმა რეგულირებამ განიცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. წარმოჩენილია ის არსებითი ასპექტები, რომელიც ლობიზმის, როგორც ლეგალური მოვლენის სამართლებრივ ფუნქციონირებას უკავშირდება შესაბამის ქვეყნებში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

გია გოგიბერიძე , საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-03-10

როგორ უნდა ციტირება

გოგიბერიძე გ. (2023). დემოკრატიის მრავალწახნაგოვანი გამოწვევები - ლობიზმი და მისი სამართლებრივი რეგულირების თანამედროვე ტენდენციები. სამეცნიერო ჟურნალი “სპექტრი” , 1. https://doi.org/10.52340/spectri.2023.03

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...