კონფლიქტის გაშუქების ეთიკურ-სამართლებრივი სტანდარტები (გაზეთები: „საქართველოს რესპუბლიკა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“, 1992-1993 წლები)

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

კონფლიქტის გაშუქება, ჟურნალისტური ეთიკა, პროპაგანდა, „საქართველოს რესპუბლიკა“, „აფხაზეთის რესპუბლიკა“

ანოტაცია

ტექნოლოგიურმა პროგრესმა მედიისათვის ახალი რეალობა შექმნა და ოპერატიულობის ცნება არსებითად შეცვალა. თუკი გასულ საუკუნეში ჟურნალისტებისათვის მთავარი გამოწვევა ინფორმაციის მოპოვება იყო, დღეს მედიის წარმომადგენლებს მიღებული ჭარბი ცნობების გაფილტვრა და აუდიტორიისათვის სანდო, რელევანტური მასალების მიწოდება უწევთ. მიუხედავად ამ ფუნდამენტური ცვლილებებისა, აქტუალურობას არ კარგავს მედიაეთიკისა და სამართლებრივი სტანდარტების მნიშვნელობა. მეტიც, ციფრულ ეპოქაში მათი დაცვა დღითიდღე მეტ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნული კი საფუძველია, თვალი გადავავლოთ ისტორიულ გამოცდილებას და ხელახლა გავაანალიზოთ კრიზისულ პერიოდებში დაშვებული შეცდომები.

ნაშრომი იკვლევს 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის გაშუქების ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს გამოცემების: „საქართველოს რესპუბლიკა“, „აფხაზეთის რესპუბლიკა“ - მაგალითზე. კვლევის მიზანია, გავაანალიზოთ, რამდენად ინარჩუნებდა მედია ობიექტურობასა და რამდენად იცავდა ჟურნალისტურ ეთიკას მძაფრი პოლიტიკური კრიზისის პირობებში და რა როლი ითამაშა ბეჭდურმა სიტყვამ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა თუ პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებაში.

კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი კონტენტ-ანალიზისა და შემთხვევის ანალიზის მეთოდები. დამუშავებულია კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ მომზადებული მასალები, ოფიციალური განცხადებები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიძულვილის ენის, ფაქტების დამახინჯებისა და მტრის ხატის ტირაჟირების ასახვის საკითხებს. კომპარატივისტული ანალიზის მეთოდით კი ჩამოყალიბებულია და შედარებულია ქართული და აფხაზური პრესის ძირითადი მახასიათებლები.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ორივე გამოცემაში იკვეთება გარკვეული პროპაგანდისტული ნარატივები. „საქართველოს რესპუბლიკა“ კონფლიქტს უმეტესად ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის ჭრილში აშუქებდა, ხოლო გაზეთი „აფხაზეთის რესპუბლიკა“ აქცენტს თვითგამორკვევაზე აკეთებდა და ემოციური ტექსტებით ცდილობდა საქართველოს დისკრედიტაციას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

თამარ ოყუჯავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დოქტორანტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ნინო მინდიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პროფესორი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

წყაროები

"Анекдоты, рожденные войной". (1992, დეკემბერი 24). "Республика Абхазия".

"Депутаты ВС Грузии протестуют". (1992, ოქტომბერი 1-3). "Республика Абхазия" .

"ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა აფხაზებს, ქართველებს, ყველას - არ დაუშვან მდგომარეობის გართულება". (1992, აგვისტო 15). "საქართველოს რესპუბლიკა", p. 4.

"საქართველოს რესპუბლიკა". (n.d.).

"საქართველოს რესპუბლიკა". (1992, აგვისტო 18). 'შეუძლებელია აფხაზმა ხალხმა არ იცოდეს, რომ საქართველოს ძლიერება, მისი სტაბილურობა აფხაზთა ინტერესებსაც ემსახურება", p. 4.

"სოხუმი, 14 აგვისტო". (1992, აგვისტო 15). "საქართველოს რესპუბლიკა", p. 5.

"ტობია და ბუზი". (1992, აგვისტო 22). "საქართველოს რესპუბლიკა", p. 4.

Tsotniashvili, Z. (2018). "Spreading true Information by Media for Regulation Conflicts".

А. Ф. Авидзба, В. З. Чамагуа . (2017). "Газета «Республика Абхазия» 14 августа 1992 г. – 30 сентября 1993 г.". Сухум : "АбИГИ".

Герховский, К. (1993, თებერვალი 11). "Фразы". "Республика Абхазия".

Думаа, К. (2012). "„20 послевоенных лет: кто мешает ослаблению конфликтного потенциала между Грузией и Абхазиуй“".

Казенин, К. (2008). „Грузино-абхазский конфликт: 1917-1992“. Москва: "Европа".

ЛАКОБА, Я. (1992, ოქტომბერი 26-29). "Международное право и факты из живой практики". "Республика Абхазия".

ЦВИЖБА, З. (1992, სექტემბერი 16-24). "В осажденном городе". "Республика Абхазия".

Шария, В. (1993, სექტემბერი 30). "Здравствуй, столица!". "Республика Абхазия".

ა., ძ. (1992, აგვისტო 21). "დღეს იყო გუშინ...". "საქართველოს რესპუბლიკა", p. 4.

გაგუა, ვ. (1993, ოქტომბერი 14). "შევჩერდეთ!". "საქართველოს რესპუბლიკა", p. 4.

გალტუნგი, ი. ვ. (2001). „კონფლიქტის ტრანსფორმაცია მშვიდობიანი გზით“.

მიშელაძე, რ. (1992, აგვისტო 15). "რა გადაარჩენს საქართველოს?". "საქართველოს ისტორია", p. 4.

მოსიაშვილი, ა. (2023). "გაზეთში ,,7 დღე“ გამოქვეყნებული ერთი პუბლიკაციის შეფასებისათვის". "ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია", 119-130.

სახელმწიფო საბჭოს პრესსამსახური. (1992, აგვისტო 19). "საქართველოს რესპუბლიკა", p. 4.

ჩომახაშვილი, ნ. (1993, სექტემბერი 28). "იმათ სინდისზე იყოს!". "საქართველოს რესპუბლიკა", p. 4.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-24

როგორ უნდა ციტირება

ოყუჯავა თ., & მინდიაშვილი ნ. (2026). კონფლიქტის გაშუქების ეთიკურ-სამართლებრივი სტანდარტები (გაზეთები: „საქართველოს რესპუბლიკა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“, 1992-1993 წლები). მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში, (1). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/media/article/view/5397

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.