თანამედროვე ოსური პოეტური დისკურსი ლიტერატურულ-პოლიტიკურ ჟურნალ „დარიალში“: 2025 წლის ნომრების ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
ოსური პოეზია, პოეტური დისკურსი, ჟურნალი „დარიალი“, ისტორიული მეხსიერება, კულტურული მეხსიერება, ეროვნული იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა, ოსური ენაანოტაცია
სტატიაში შესწავლილია თანამედროვე ოსური პოეტური დისკურსის ძირითადი თემატური და სემანტიკური მახასიათებლები ლიტერატურულ-პოლიტიკურ ჟურნალ „დარიალში“. კვლევის მიზანია, გამოიკვეთოს ის თემები, მოტივები და მხატვრული სტრატეგიები, რომელთა საშუალებითაც პოეტურ ტექსტებში რეპრეზენტირდება ისტორიული მეხსიერება, ეროვნული და კულტურული იდენტობა, წინაპართა მემკვიდრეობა, ომის გამოცდილება, ენა და წარსულისა და აწმყოს ურთიერთმიმართება. კვლევის ემპირიულi ბაზა ემყარება 2025 წელს ჟურნალში გამოქვეყნებულ როგორც თანამედროვე ავტორთა პოეტურ ტექსტებს, ისე თარგმანებსა და ლიტერატურული მემკვიდრეობის ნიმუშებს, რომელთა ხელახალი გამოქვეყნებაც თანამედროვე კულტურულ კონტექსტში წარსულის პოპულარიზაციას ემსახურება.
კვლევა ეფუძნება ტექსტის, თემატური და დისკურსული ანალიზის მეთოდებს. თეორიულ ჩარჩოდ გამოყენებულია კოლექტიური და კულტურული მეხსიერების კონცეფციები, რომელთა მიხედვითაც მეხსიერება მხოლოდ წარსულის შენახვას კი არ გულისხმობს, არამედ აწმყოში სოციალური და კულტურული მნიშვნელობების ხელახალ კონსტრუირებას.
შესწავლილი მასალა ცხადყოფს, რომ ჟურნალ „დარიალში“ გამოქვეყნებულ პოეტურ ტექსტებში ისტორიული მეხსიერება და კულტურული თვითიდენტიფიკაცია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. წარსული წარმოდგენილია არა როგორც დასრულებული დროითი სივრცე, არამედ როგორც აწმყოს კულტურული თვითგანსაზღვრის აქტიური საფუძველი. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამშობლოს, წინაპრების, მშობლიური ენის, ომისა და პირადი მეხსიერების მოტივებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Anderson, B. (2006). Imagined communities: Reflections on the origin and spread of nationalism (Rev. ed.). Verso.
Assmann, J. (2011). Cultural memory and early civilization: Writing, remembrance, and political imagination. Cambridge University Press.
Assmann, J., & Czaplicka, J. (1995). Collective memory and cultural identity. New German Critique, 65, 125–133.
Halbwachs, M. (1992). On collective memory (L. A. Coser, Ed. & Trans.). University of Chicago Press.
Olick, J. K., Vinitzky-Seroussi, V., & Levy, D. (Eds.). (2011). The collective memory reader. Oxford University Press.
Чехоев, С. (2025). Я на войне такое видел… В Дарьял.
Джикаев, Ш. (2025). Наследие предков. В Дарьял.
Джикаев, Ш. (2025). Васо Абаев. В Дарьял.
Джусойты, Н. (2025). Стихи, не сказанные матери. В Дарьял.
Кибиров, А. (2025). Свои мы в жизни настоящей. В Дарьял.
Малиев, В. (2025). В поезде. В Дарьял.
Мамсуров, Т. (2025). Думы. В Дарьял.
Дарьял. (2025a). Дарьял 2025-1.
Дарьял. (2025b). Дарьял 2025-2.
Дарьял. (2025c). Дарьял 2025-3.
Дарьял. (2025d). Дарьял 2025-4.
Дарьял. (2025e). Дарьял 2025-5.
Дарьял. (2025f). Дарьял 2025-6.


