საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ციფრული კომუნიკაცია

ავტორები

  • მაკა გოგილაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი   https://orcid.org/0009-0006-6684-9818

საკვანძო სიტყვები:

ციფრული კომუნიკაცია, ელექტრონული მმართველობა, სოფლის მეურნეობა, სახელმწიფო-მოქალაქის ურთიერთობა, ციფრული ტექნოლოგიები, ფერმერები

ანოტაცია

ნაშრომი ეხება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ციფრული კომუნიკაციის ტრანსფორმაციას. ნაშრომის  მიზანია შეფასდეს, თუ რა როლს ასრულებს ციფრული ტექნოლოგიები სახელმწიფოსა და ფერმერებს შორის კომუნიკაციის პროცესში, რამდენად ეფექტიანად იყენებენ სახელმწიფო ინსტიტუტები ციფრულ პლატფორმებს ინფორმაციის გავრცელებისა და საჯარო სერვისების მიწოდებისთვის და რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით.

კვლევის თეორიული ნაწილი ეფუძნება ელექტრონული მმართველობის (e-Government), ახალი საჯარო მმართველობის (New Public Governance), ქსელური საზოგადოების (Network Society) და ციფრული უთანასწორობის (Digital Divide) კონცეფციებს. ნაშრომში განხილულია ციფრული კომუნიკაციის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის სექტორში, საერთაშორისო გამოცდილება.

ემპირიულ ნაწილში გამოყენებულია კონტენტ-ანალიზის მეთოდი. გაანალიზებულია 2026 წლის იანვრიდან ივნისის პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ციფრულ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალები. ანალიზის ფარგლებში შეფასებულია კომუნიკაციის ფორმები, ინფორმაციის შინაარსი, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, რეგიონული მიმართულებები და ციფრული სერვისების გამოყენება.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იყენებენ ციფრულ პლატფორმებს სოფლის მეურნეობის სფეროში ინფორმაციის გასავრცელებლად და სახელმწიფო პროგრამების პოპულარიზაციისთვის. თუმცა, კომუნიკაცია ძირითადად ერთმხრივი ხასიათისაა და შედარებით ნაკლებად არის განვითარებული მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, ონლაინ კონსულტაციებისა და უკუკავშირის მექანიზმები. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ რეგიონული ციფრული უთანასწორობა და ციფრული წიგნიერების განსხვავებული დონე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ნაშრომში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ციფრული კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია ინტერაქტიული ციფრული სერვისების განვითარება, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერება, რეგიონებში ინტერნეტინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ფერმერთა ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მაკა გოგილაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  

 დოქტორანტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  

წყაროები

Arnstein, S. R. (1969). A ladder of citizen participation. Journal of the American Institute of Planners, 35(4), 216–224. https://doi.org/10.1080/01944366908977225

Castells, M. (2009). The rise of the network society (2nd ed.). Wiley-Blackwell.

Coleman, S. (2012). The internet and democratic citizenship: Theory, practice and policy. Cambridge University Press.

Hall, P. A. (1993). Policy paradigms, social learning, and the state: The case of economic policymaking in Britain. Comparative Politics, 25(3), 275–296.

Heeks, R. (2006). Implementing and managing eGovernment: An international text. SAGE Publications.

Organisation for Economic Co-operation and Development. (n.d.). OECD DAC evaluation criteria. https://www.oecd.org/en/topics/sub-issues/development-co-operation-evaluation-and-effectiveness/evaluation-criteria.html

Organisation for Economic Co-operation and Development. (2024). 2023 OECD Digital Government Index: Results and key findings (OECD Public Governance Policy Papers No. 44). OECD Publishing. https://doi.org/10.1787/1a89ed5e-en

Rhodes, R. A. W. (1997). Understanding governance: Policy networks, governance, reflexivity and accountability. Open University Press.

Van Dijk, J. (2020). The network society (4th ed.). SAGE Publications.

Vasconcelos, J. R., Dener, C., Nii-Aponsah, H., Blanco, C. V., Immonen, A. J., Nordlund, P., Siregar, F., & Song, Y. (2025). GovTech maturity index 2025: Tracking public sector digital transformation worldwide. World Bank. https://documents.worldbank.org/en/publication/documents-reports/documentdetail/099121725193511608

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. (2026). სახელმწიფო პროექტები. https://mepa.gov.ge/Ge/StateProjects

საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტო. (2026). პროგრამები. https://rda.gov.ge/programs

სვანიშვილი, ა. (2021). ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). (2022). საქართველოს საჯარო სექტორის ციფრული გარდაქმნა. UNDP.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-22

როგორ უნდა ციტირება

გოგილაშვილი მ. (2026). საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ციფრული კომუნიკაცია . მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში, (1). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/media/article/view/5388

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.