საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების გაშუქება თანამედროვე ქართულ მედიაში
საკვანძო სიტყვები:
მედია, გაზეთები, გელათი, საყდრისი, პოლიტიკური, კულტურა, ანალიზი, ლანდშაფტი, იდენტობაანოტაცია
კულტურის საკითხების გაშუქება მედიაში დროისა და სივრცის შესაბამისად იცვლება. ძირითადი ტენდენციები მოიცავს ექსკლუზიურსა და ზედაპირულ ანონსებს, ღრმა ანალიტიკას, მულტიმედია ფორმატებსა და სოციალურ ქსელებზე გადართვას.
ნაშრომში შესწავლილია კულტურული მემკვიდრეობა და კულტურული ლანდშაფტი თანამედროვე მედიის რეალობაში; გაანალიზებულია მედიაში ასახული ის კულტურული მემკვიდრეობები და ფასეულობები, რომელიც წარსულთან გვაკავშირებს, გვაძლევს მყარ საყრდენს და ერთგვარად გზას გვიკვალავს მომავლისაკენ.
ამ კონტექსტიდან არის დანახული გელათის პრობლემების გაშუქების ტენდენციები მედიაში, საყდრისის პრობლემები, პლატონ იოსელიანისა და ექვთიმე თაყაიშვილის დიდი ღვაწლი ქართული კულტურის ქართული ეროვნული იდენტობის, სულიერების, კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესში.
ნაშრომში ნაჩვენებია, რომ კულტურული მემკვიდრეობის გაშუქების პრობლემები მხოლოდ ინფორმაციული მოვლენა არ არის; ის სერიოზული სოციალური ინსტრუმენტიცაა; შესაბამისად, ზემოქმედებს პოლიტიკურ პროცესებზე, საზოგადოებრივ განწყობებსა და სახელოვნებო პროფესიულ წრეებზე. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მედიის ობიექტურობა და პასუხისმგებლობა ასეთ მგრძნობიარე თემებზე მნიშვნელოვანია. ქართულმა მედიასაშუალებებმა განსხვავებული მიდგომებით აჩვენეს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პრობლემები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ლ. ზაქარაძე, კულტურის სოციოლოგია, კლასიკოსები, ცნებები, პრობლემები, თბილისი. 2009.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30460?publication=0
https://faolex.fao.org/docs/pdf/geo137724GEO.pdf
Salvador Munoz-Vinas; A Theory of Cultural Heritage; London; https://doi.org/10.4324/9781003288121; 2023;
გ. შარაძე, პლატონ იოსელიანი რუსთველოლოგი, თბილისი, 1980.
https://ifact.ge/pages/mission-and-values/
https://ifact.ge/gelati-dghes/
https://www.radiotavisupleba.ge/a/31265629.html
https://www.radiotavisupleba.ge/a/31265629.html
https://www.radiotavisupleba.ge/a/31265629.html
https://www.radiotavisupleba.ge/a/31265629.html
https://ifact.ge/gelatis-sazianod-gaflanguli-dro/
https://ifact.ge/gelatis-samushaoebi-dasrulda-kitkhvebi-ara/
https://www.radiotavisupleba.ge/a/brdzola-sakdrisis-gadasarchenad/26752694.html


