მედიაწიგნიერება და AI-გენერირებული დეზინფორმაცია საქართველოში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

მედიაწიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, AI-გენერირებული დეზინფორმაცია, სინთეზური მედია, ციფრული ვერიფიკაცია

ანოტაცია

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ შეცვალა ინფორმაციის შექმნის, გავრცელებისა და აღქმის გარემო და გააფართოვა სინთეზური ტექსტის, გამოსახულების, ხმისა და ვიდეოს წარმოების შესაძლებლობები. ამავე დროს, გაჩნდა ახალი გამოწვევები დეზინფორმაციის ამოცნობისა და ციფრული მტკიცებულებების სანდოობის შეფასების მიმართულებით. კვლევის მიზანია მედიაწიგნიერების ტრანსფორმაციის გაანალიზება საქართველოს მედიასივრცეში და იმ პროფესიული და საგანმანათლებლო გამოწვევების გამოვლენა, რომლებიც AI-გენერირებული დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. კვლევა ეფუძნება თვისებრივ დიზაინს და აერთიანებს სამეცნიერო ლიტერატურისა და საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების ანალიზს, საქართველოს მედიასივრცეში გამოვლენილი შემთხვევების შესწავლასა და 22 ჩაწერილი ნახევრად სტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუს თემატურ ანალიზს. შემთხვევათა ანალიზში განხილულია AI-გენერირებული ან ციფრულად მანიპულირებული კონტენტი, კოორდინირებული არაავთენტური ანგარიშები და მედიის მიერ ასეთი მასალის გავრცელების ცალკეული შემთხვევები. დამატებით შესწავლილია ექვსი სატელევიზიო მაუწყებლის საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალები AI-ის გამოყენებისა და პროფესიული გადამზადების შესახებ. შედეგები მიუთითებს, რომ მედიაწიგნიერების ტრადიციული საფუძვლები - კრიტიკული აზროვნება, წყაროს შეფასება და ინფორმაციის გადამოწმება - კვლავ აუცილებელია, თუმცა მათ უნდა დაემატოს AI-წიგნიერება, სინთეზური მედიის წარმომავლობისა და ავთენტურობის შეფასება და ტექნოლოგიური დეტექციის შედეგების კრიტიკული ინტერპრეტაცია. ინტერვიუებში გამოიკვეთა ნიუსრუმებში AI-გენერირებული დეზინფორმაციის სისტემური გადამოწმების, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებისა და პროფესიული სწავლების შეზღუდულობა. ამასთან, რესპონდენტთა შეხედულებები არ იყო ერთგვაროვანი: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და კიდევ ერთი რესპონდენტი არსებული მედიაწიგნიერების ძირითადი პრინციპების შენარჩუნებას უსვამდნენ ხაზს, მაშინ როცა სხვა გამოკითხული პირები ახალი კომპეტენციების განვითარებას უჭერდნენ მხარს. კვლევა აჩვენებს, რომ მედიაწიგნიერების განახლება უნდა დაეფუძნოს განათლების, მედიისა და შესაბამისი საჯარო ინსტიტუტების კოორდინირებულ თანამშრომლობას. თვისებრივი მონაცემები სტატისტიკურ განზოგადებას არ ისახავს მიზნად, თუმცა იძლევა პროფესიული გამოცდილებისა და არსებული პრაქტიკის სიღრმისეული გააზრების შესაძლებლობას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ირინა ყურუა, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

Chkhetiani, L., & Bandzeladze, T. (2025). *Vulnerability to disinformation in Georgia: The role of media literacy, polarization, and conspiratorial thinking*. CRRC-Georgia. https://crrc.ge/en/report-vulnerability-to-disinformation-in-georgia-the-role-of-media-literacy-polarization-and-conspiratorial-thinking/

Fact Check. (2024, October 29). *სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას ხელოვნური ინტელექტით გაყალბებული ვიდეო ვრცელდება*. https://factcheck.ge/ka/story/43295-sotsialur-qselshi-nika-gvaramiasa-da-giorgi-gabunias-khelovnuri-inteleqtit-gayalbebuli-video-vrtseldeba

García, J. C., Rodríguez, A. S., & Rodríguez-Vázquez, A.-I. (2026). Artificial intelligence and disinformation: A state-of-the-art review through a systematized literature review. *Social Sciences, 15*(4), Article 247. https://doi.org/10.3390/socsci15040247

Gersamia, M., Gigauri, E., & Gurgenidze, G. (2025, March 31). *Media environment 2024: The fight for trust and freedom in Georgia*. Media Voice. https://www.mediavoice.ge/post/media-environment-study-2024-released

Guo, S., Zhong, Y., & Hu, X. (2025). People are more susceptible to misinformation with realistic AI-synthesized images that provide strong evidence to headlines. *Harvard Kennedy School (HKS) Misinformation Review, 6*(6). https://doi.org/10.37016/mr-2020-189

Kendeou, P., Fulsher, A., & Pagkratidou, M. (2025). GenAI and misinformation in education: A systematic scoping review of opportunities and challenges. *AI & Society*. https://doras.dcu.ie/31512/

Park, S., & Nan, X. (2026). Generative AI and misinformation: A scoping review of the role of generative AI in the generation, detection, mitigation, and impact of misinformation. *AI & Society*. https://doi.org/10.1007/s00146-025-02620-3

Reuters Institute for the Study of Journalism. (2026). *Digital News Report 2026*. https://reutersinstitute.politics.ox.ac.uk/digital-news-report/2026

Roozenbeek, J., & van der Linden, S. (2019). Fake news game confers psychological resistance against online misinformation. *Humanities and Social Sciences Communications, 5*, Article 65. https://www.nature.com/articles/s41599-019-0279-9

Ross Arguedas, A. (2026, June 16). *Emerging uses of AI chatbots for news and what it means for journalism*. Reuters Institute for the Study of Journalism. https://reutersinstitute.politics.ox.ac.uk/digital-news-report/2026/emerging-uses-ai-chatbots-news-and-what-it-means-journalism

Tvauri, G., & Taktakishvili, T. (2026). Disinformation in the age of artificial intelligence: The role and challenges of media (An analysis based on the Georgian context). *Journal of Strategic Innovation & Sustainability, 21*(1), 87–94. https://doi.org/10.33423/5g851t64

UNESCO. (2024). *Examining media and information literacy responses to generative AI: A UNESCO policy brief*. https://www.unesco.org/en/articles/examining-media-and-information-literacy-responses-generative-ai-unesco-policy-brief

UNESCO. (2025a). *Freedom of expression, artificial intelligence and elections*. UNESCO Digital Library. https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000393473

UNESCO. (2025b). *Deepfakes and the crisis of knowing*. https://www.unesco.org/en/articles/deepfakes-and-crisis-knowing

Wardle, C., & Derakhshan, H. (2017). *Information disorder: Toward an interdisciplinary framework for research and policy making*. Council of Europe. https://edoc.coe.int/en/media/7495-information-disorder-toward-an-interdisciplinary-framework-for-research-and-policy-making.html

Yan, L., Sha, L., Zhao, L., Li, Q., & Gašević, D. (2024). AI literacy: A systematic review of definitions, frameworks, and competency models. *Computers and Education: Artificial Intelligence, 6*, Article 100183.

მედიის განვითარების ფონდი. (2026). *Disinformation and discrediting campaigns against media and journalists*. https://mdfgeorgia.ge/wp-content/uploads/2026/05/Media_ENG-.pdf

მითების დეტექტორი. (2024, December 17). *სალომე ზურაბიშვილის სახელით ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული თაღლითური ვიდეო ვრცელდება*. https://mythdetector.com/ka/salome-zurabishvilis-ai-ith/

მითების დეტექტორი. (2026a, January 3). *ფეისბუქზე ნიკოლას მადუროს დაკავების ყალბი ფოტო ვრცელდება*. https://mythdetector.com/ka/nikolas-maduros-dakavebas/

მითების დეტექტორი. (2026b, May 8). *ფოტო, რომელზეც იმედის ეთერში ნიკა გვარამიას წყალს ასხამენ, AI გენერირებულია*. https://mythdetector.com/ka/nika-gvaramias-tsqhals-askhamen/

მითების დეტექტორი. (2026c, May 14). *სოციალურ ქსელებში ზელენსკის ბაბუის საფლავის AI-ით გენერირებული ფოტო ვრცელდება*. https://mythdetector.com/ka/zelenskis-babuis-saphlavi/

მითების დეტექტორი. (2026d, July 24). *სოციალურ ქსელში სამხედრო ფორმაში გამოსახული ზელენსკის AI ფოტო ვრცელდება*. https://mythdetector.com/ka/samkhedro-phormashi-gamosakhuli/

მითების დეტექტორი. (2026e, August 24). *ყალბი სახეები და კოორდინირებული მხარდაჭერა: როგორ მუშაობს 434 AI-ტროლის ქსელი*. https://mythdetector.com/ka/434-ai-trolis-qseli/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. (2018). *მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგია*. https://comcom.ge/uploads/other/12/12037.pdf

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. (2024). *კომუნიკაციების კომისიის სტრატეგია 2024–2026*. https://comcom.ge/ge/the-commission/strategia

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. (2025a). *მედიაწიგნიერების ოლიმპიადა სასკოლო საზოგადოებისთვის: ხელოვნური ინტელექტი და მედიაწიგნიერება*. https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/mediawignierebis-olimpiada.page

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. (2025b). *ComCom-ის მედიააკადემიაში სემინარი „AI და მისი გამოყენება მედიაში“ ჩატარდა*. https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/comcom-is-mediaakademiashi-seminari-ai-da-misi-gamoyeneba-mediashi-chatarda.page

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. (2021). *თინათინ ბერძენიშვილი: დღეს ჩატარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და EBU-ს რეგიონული აკადემიის პირველი ტრენინგი*. https://1tv.ge/news/tinatin-berdzenishvili-dghes-chatarda-sazogadoebrivi-mauwyeblisa-ebu-s-regionuli-akademiis-pirveli-treningi-amayi-var-rom-am-trenings-70-mde-djurnalisti-eswreboda/

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. (n.d.). *პირველი არხი ყველასთვის: ხედვა*. https://1tv.ge/strategy/

ფაქტმეტრი. (2024, October 24). *როგორ უნდა ამოვიცნოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალები?* https://factcheck.ge/ka/story/43288-rogor-unda-amovicnot-xelovnuri-inteleqtis-mier-sheqmnili-foto-video-audio-masalebi

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-22

როგორ უნდა ციტირება

ყურუა ი. (2026). მედიაწიგნიერება და AI-გენერირებული დეზინფორმაცია საქართველოში . მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში, (1). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/media/article/view/5384

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.