ქართული ლექსიკური ელემენტები საქართველოში აზერბაიჯანულენოვან მედიაში: ენობრივი ურთიერთქმედების თავისებურებები

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ენობრივი კონტაქტი, აზერბაიჯანულენოვანი მედია, ქართული ლექსიკა, ლექსიკური ინტეგრაცია, პარალელური ნომინაცია, მორფოლოგიური ინტეგრაცია

ანოტაცია

სტატიაში შესწავლილია ქართული ლექსიკური ელემენტების გამოყენების თავისებურებები საქართველოში ფუნქციონირებად აზერბაიჯანულენოვან მედიაში. კვლევის მიზანია იმ ლექსიკური და მორფოლოგიური მოდელების გამოვლენა, რომელთა საშუალებითაც ქართული ენის ერთეულები აზერბაიჯანულენოვან მედიატექსტებში მონაწილეობს და მათი კომუნიკაციური ფუნქციების განსაზღვრა. მასალად გამოყენებულია Marneuli FM-ის, 24News.ge-სა და 1TV-ის აზერბაიჯანულენოვანი ონლაინპუბლიკაციები. კვლევაში გამოყენებულია ლექსიკური, სემანტიკური, კონტექსტუალური და შედარებითი ანალიზის მეთოდები. მაგალითები დაჯგუფებულია სამ ძირითად მოდელად: ქართული ლექსემის პირდაპირი გამოყენება აზერბაიჯანულენოვან კონტექსტში; ქართული და აზერბაიჯანული ნომინაციების პარალელური გამოყენება; ქართული ლექსემის აზერბაიჯანული მორფოლოგიური მაჩვენებლით გაფორმება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლექსემა sakrebulo-ს, რომელიც მასალაში გვხვდება როგორც დამოუკიდებელი ქართული ფორმა, როგორც პარალელური ნომინაციის ნაწილი და როგორც აზერბაიჯანული აფიქსით გაფორმებული ერთეული. ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ლექსიკური ელემენტების გამოყენება ყოველთვის არ უნდა შეფასდეს როგორც აზერბაიჯანული ენის ნორმიდან გადახვევა: იგი ხშირად დაკავშირებულია საქართველოს ადმინისტრაციული ინსტიტუტების, ადგილობრივი საზოგადოებრივი ცხოვრების ან კულტურულად სპეციფიკური რეალიების ზუსტ დასახელებასთან. პარალელური ნომინაცია კი შეიძლება ასრულებდეს განმარტებით და იდენტიფიცირების ფუნქციას.

კვლევის თეორიული მნიშვნელობა მდგომარეობს ქართულ-აზერბაიჯანული ენობრივი კონტაქტის ლექსიკური, ნომინაციური და მორფოლოგიური გამოვლინებების ერთიან ჩარჩოში აღწერაში; პრაქტიკული მნიშვნელობა უკავშირდება მრავალენოვანი მედიატექსტების ანალიზს და ადგილობრივი აუდიტორიისთვის გასაგები ტერმინოლოგიური სტრატეგიების შესწავლას. კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ კონკრეტული ლექსიკური ფორმის ფუნქცია უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ მისი წარმომავლობით, არამედ იმ კონტექსტითაც, რომელშიც იგი გამოიყენება. ამ მიდგომის ფარგლებში განხილულია როგორც უშუალოდ დაფიქსირებული ფორმები, ისე მათი ფუნქციური ინტერპრეტაცია კონკრეტულ მედიაკონტექსტში. შემდგომი კვლევისთვის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ელვირა ასლანოვი

ფილოლოგიის დოქტორი

წყაროები

1TV. (2025, August 13). “MSK seçkilərdə iştirak edən partiyalar üçün partiya siyahılarının təqdim edilməsi qaydalarını və məsələ ilə əlaqəli yenilikləri izah edir.” https://1tv.ge/lang/az/news/msk-sejkilerde-istirak-eden-partiyalar-ujun-partiya-siyahilarinin-tegdim-edilmesi-gaydalarini-ve-mesele-ile-elageli-yenilikleri-izah-edir/

24News.ge. (n.d.). “Haqqımızda.” https://www.24news.ge/about

Abishov, E. (2023). Classification of suffixes in the modern Azerbaijani language. Teaching of Azerbaijani Language and Literature, 278(4), 114–120. https://doi.org/10.48445/l5598-7436-6708-k

Cikia, S. (1957). O грузинско-азербайджанских языковых взаимоотношениях [On Georgian-Azerbaijani linguistic relations]. Труды Ин-та языкознания: серия восточных языков, 2, 207–218.

Cikia, S. (2020). Gürcüce ve Azericenin etkileşimi üzerine [On the interaction of Georgian and Azerbaijani languages]. Karadeniz Araştırmaları, 67, 835–845. https://www.ceeol.com/search/article-detail?id=967613

Marneuli FM. (2026, July 31). “Marneuli Bələdiyyə Məclisi 3 məsələni müzakirə etdi.” https://www.marneulifm.ge/az/xeberler/cemiyyet/article/110767-2026-07-31-11-04-41

Marneuli FM. (2017a, November 20). “Amiran Qiorqadze yeni Bələdiyyə Məclisinin sədri seçildi.” https://old.marneulifm.ge/?lang=az&p=20768

Marneuli FM. (2017b, November 20). “Güman ki, Amiran Qiorqadzeyə bir səsi müxalifət verib.” https://old.marneulifm.ge/?lang=az&p=20783

Marneuli FM. (2024, November 20). “Marneuli Bələdiyyə Məclisinə hələ 2025-ci ilin büdcə layihəsi ilə bağlı irad və təklif təqdim olunmayıb.” https://marneulifm.ge/az/marneuli/article/89307-2025-ci-ilin-budcesine-irad-teklif

1TV. (2026, October 1). “Tbilisinin Meriyası ‘Tbilisoba 2026’ tədbirlər proqramını paylaşır.” https://1tv.ge/lang/az/news/tbilisinin-meriyasi-tbilisoba-2026-tedbirler-programini-paylasir/

Marneuli FM. (2021, November 30). “Etnik münaqişələrin həlli üçün ‘Acaruli’ rəqsi.” https://www.marneulifm.ge/az/xeberler/article/51914-tnik-munaqiselerin-helli-ucun-acaruli-reqsi

Marneuli FM. (2021, October 27). “Xaçapuri yeməyə gedirəm” – “Gürcü Arzusu”-nun aksiyasına Marneulililər də qoşulub. Marneuli FM archive page: https://www.marneulifm.ge/az/xeberler?start=33750&tags=2124-

Garibova, J., & Aliyeva, S. (2024). A Grammar of Contemporary Azerbaijani. Baku: “İnci Group of Companies” JSC Publishing House.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-22

როგორ უნდა ციტირება

ასლანოვი ე. (2026). ქართული ლექსიკური ელემენტები საქართველოში აზერბაიჯანულენოვან მედიაში: ენობრივი ურთიერთქმედების თავისებურებები. მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში, (1). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/media/article/view/5372

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.