კლინიკური შემთხვევის აღწერა: 71 წლის კაცი კუჭის კარდიული ადენოკარცინომით
pdf (English)

როგორ უნდა ციტირება

ქიმაძე ქ., & ბაბაევი ჯ. (2025). კლინიკური შემთხვევის აღწერა: 71 წლის კაცი კუჭის კარდიული ადენოკარცინომით. ახალგაზრდა მკვლევარები, 3(4), 19–26. https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.03

ანოტაცია

კუჭის კიბო არის მეხუთე ყველაზე გავრცელებული სიმსივნე და მესამე ძირითადი მიზეზი სიმსივნური სიკვდილიანობისა გლობალურად, რასაც თან ახლავს წლიურად 1.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა და 769 000 გარდაცვალება. ჰისტოლოგიურ ტიპებს შორის ტუბულური ადენოკარცინომა შეადგენს ადრეული კუჭის კიბოების დაახლოებით 50 %-ს და, როგორც წესი, უკეთესი პროგნოზით ხასიათდება შედარებით ნაკლებად დიფერენცირებულ ვარიანტებთან.

ჩვენ წარმოგიდგენთ 71 წლის მამაკაცის შემთხვევას, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩიოდა პროგრესულ ეპიგასტრულ ტკივილს, ღებინებასა და წონის კლებას. საწყისი დიაგნოსტიკური კვლევით — მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით — აღიძვრა ეჭვი სიმსივნის თაობაზე, თუმცა ორჯერადმა გასტროსკოპიამ ბიოფსიით, ვერ  დაადასტურა სიმსივნე, რადგან წარმინაქმნის  და თვისობრიობამ გაართულა ნიმუშის აღება . დაახლოებით 2 თვეში მისი მდგომარეობა გაუარესდა: მდგრადი ღებინება და მძიმე კვებითი დეფიციტი (15 კგ წონის კლება სამი თვის განმავლობაში), რის გამოც გახდა საჭირო დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევა. ჩატარდა ლაპაროსკოპიული ტოტალური გასტრექტომია Roux-en-Y რეკონსტრუქციით და D2 ლიმფადენექტომიით. პოსტოპერაციულად ჩატარებულმა ჰისტოპათოლოგიამ დაადასტურა დაბალ დიფერენცირებული ტუბულური ადენოკარცინომა (ICD‐O‐8211/3), სტადია pT3N1M0, R0 რეზექციული კიდეებით. პოსტოპერაციულმა პერიოდმა გართულებების გარეშე ჩაიარა: ადიუვანტურად ჩატარდა 5‑ფლუორურაცილით, ცისპლატინით, ლევიკორინით და ფოლური მჟავით. სამ თვეში ჩატარებულ არ აჩვენა რეციდვი. დაიგეგმა HER2 ტესტირება, რათა შეეფასებინა ტრასტუზუმაბის გამოყენებისეფექტურობა პაციენტში.

ეს შემთხვევა ხაზს უსვამს ადაპტაციური, მრავალდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობას, მაშინ როცა სტანდარტული დიაგნოსტიკური გზები არ იძლევა საკმარის ინფორმაციას. ადრეული ნიმუშის აღების შეზღუდვების გაცნობიერება კარდიული ტიპის სიმსივნეებში, დროული ქირურგიული ჩარევა დიაგნოზის დასადგენად  უზრუნველსაყოფად, და შესაბამისი ადიუვანტური თერაპია კრიტიკულია გადაუდებელი კუჭის ტუბულური ადენოკარცინომის შედეგების ოპტიმიზაციისთვის.

https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.03
pdf (English)

წყაროები

Sung H, Ferlay J, Siegel RL, et al. Global Cancer Statistics 2020: GLOBOCAN Estimates of Incidence and Mortality Worldwide for 36 Cancers in 185 Countries. CA Cancer J Clin. 2021;71(3):209–249.

Lee H, Kim HI, Kim YN, et al. Current management of gastric adenocarcinoma: a narrative review. Transl Gastroenterol Hepatol. 2023;8:22.

Japanese Gastric Cancer Association. Japanese gastric cancer treatment guidelines 2021 (6th edition). Gastric Cancer. 2023;26(1):1–25.

Li X, Wang W, Wang L, et al. Advances and challenges in gastric cancer testing: the role of biomarkers. Cancer Biol Med. 2025;22(1):e2025001.

Zhang M, Li Z, Chen J, et al. Significance of nodal dissection and nodal positivity in gastric cancer. Transl Gastroenterol Hepatol. 2022;7:13.

Smyth EC, Nilsson M, Grabsch HI, et al. Gastric cancer. Lancet. 2020;396(10251):635–648.

Yamada H, Ikegami M, Shimoda T, et al. Diagnostic accuracy of endoscopic biopsy for early gastric cancer: comparison of forceps biopsy and endoscopic mucosal resection specimens. Gastric Cancer. 2001;4(4):219–222.

Songun I, Putter H, Kranenbarg EM, et al. Surgical treatment of gastric cancer: 15-year follow-up results of the randomized nationwide Dutch D1D2 trial. Lancet Oncol. 2010;11(5):439–449.

Bang YJ, Van Cutsem E, Feyereislova A, et al. Trastuzumab in combination with chemotherapy versus chemotherapy alone for treatment of HER2-positive advanced gastric or gastro-oesophageal junction cancer (ToGA): a phase 3, open-label, randomized controlled trial. Lancet. 2010;376(9742):687–697.

Kim HI, Kim YN, Kim YW, et al. Current status of adjuvant chemotherapy for gastric cancer. World J Gastroenterol. 2019;25(17):2029–2040

Downloads

Download data is not yet available.