Cobenfy: FDA-ის მიერ აღიარებული ახალი მკურნალობა შიზოფრენიისთვის
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

განგოლი ვ. ჰ., შამიმ ა., & შეშადრი ა. (2025). Cobenfy: FDA-ის მიერ აღიარებული ახალი მკურნალობა შიზოფრენიისთვის. ახალგაზრდა მკვლევარები, 3(1), 88–92. https://doi.org/10.52340/jr.2025.03.01.07

ანოტაცია

შიზოფრენია არის ქრონიკული ფსიქიატრიული დაავადება რომელსაც ახასიათებს პოზიტიური, ნეგატიური და კოგნიტური სიმპტომები. APA-ის გაიდლაინების მიხედვით, ანტიფსიქოზური თერაპიის ჩატარება არჩევითია  (Ramey & Silva Almodóvar, 2025). FDA-მ დაამტკიცა ახალი წამალი სახელად Cobenfy  2024 წლის სექტემბერში, რომელიც მოქმედებს ქოლინერგულ რეცეპტორებზე (Smith et al., 2025). ამ მიმოხილვაში ჩვენ აღმოვაჩენთ ქსანომელინ-ტროსპიუმ ქლორიდის (Cobenfy) როლს შიზოფრენიის მენეჯმენტისთვის, შევადარებთ ეფექტურობებს ახლანდელ ანტისფიქოტურ მკურნალობასთან და გავიგებთ გვერდით მოვლენებზე და მიტოვების სიხშირეებზე. ლიტერატურული მიმოხილვა ჩატარდა მონაცემთა ბაზების გასწვრივ როგორიცაა PubMed, ScienceDirect და Cochrane Library იმ საკვანძო სიტყვათა გამოყენებით როგორიცაა ‘’შიზოფრენია’’, ‘’Cobenfy’’, ‘’ქსანომელინ-ტროსპიუმი’’, ‘’ახალი ანტიფსიქოზურები’’, ‘’ფარმაკოთერაპია’’, ‘’ფსიქიატრული დაავადებები’’. აქამდე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში Cobenfy-ის ჰქონდა PANSS-ის (საშუალო შემცირება 9.6 და 8.4 ქულით პოზიტიურ და ნეგატიურ სიმპტომებთან) მსგავსი შედეგები რომ შევადაროთ ტრადიციულ ანტიფსიქოზურებს (არიპიპრაზოლს, რისპერიდონს და ოლანზაპინს) მაგრამ აქვს ნაკლები ნეირომოტორული და სექსუალური ეფექტის და წონის მომატების რისკი (ფიგურა 2) (Fabiano et al., 2024).

მან ასევე აჩვენა გაუმჯობესება ნეგატიურ სიმპტომებში (როგორიცაა გაბრუების ეფექტი) როგორც PANSS მარდერის ნეგატიური ფაქტორის ქულები (ფიგურა 1)  (Horan et al., 2024). ამასთანავე, მას აქვს პოტენციური სარგებელი პაციენტებისთვის რეზიდუალური პოზიტიური სიმპტომებით და მათთვის ვისაც ანტიფსიქოზურები ვერ შველის (Fabiano et al., 2024). თუმცა, Cobenfy-ის რისპერიდონთან (RR: 0.64) და ოლანზაპინთან  (0.6) შედარებით ყველაზე მაღალი მიტოვების სტატისტიკა აქვს. მსუბუქიდან ზომიერი გვერდითი ეფექტები გამოვლინდა მომნელებელი სისტემისა (გულისრევა, ღებინება, დისპეპსია) და იშვიათი ანტიქოლინერგული კუთხით (შეკრულობა, შარდის შეკავება, ტაქიკარდია) (Figure 2) (Kaul et al., 2025; Wright et al., 2024).  ის დაკავშირებულია ჰეპატო-რენალურ ტოქსიკურობასთან. თუმცა, მისმა მცირე სედაციამ და კოგნიტურმა ტვირთმა შესაძლოა გააუმჯობესოს კლინიკური და ფსიქიატირული შეფასებები და შეამციროს აგრესია, მხარი დაუჭიროს ეთიკურ გამოყენებას საექსპერტიზო გარემოებებში ავტონომიის დაუზიანებლად (Hasan & Abid, 2024). Cobenfy წარმოადგენს მასიურ განვითარებას შიზოფრენიის ფარმაკოთერაპიაში. თუმცა, გააჩნია რამდენიმე რისკი, ის სთავაზობს უპირატესობებს ტრადიციულ ანტიფსიქოზურებთან შედარებით რადგან აქვს ნაკლები ანტიდოპამინერგული გვერდითი მოვლენები. მაგრამ, მეტი RCT არის საჭირო რომ შეფასდეს მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანგრძლივი ვადით (Hasan & Abid, 2024).

https://doi.org/10.52340/jr.2025.03.01.07
PDF (English)

წყაროები

• Fabiano, N., Wong, S., Zhou, C., Correll, C. U., Højlund, M., & Solmi, M. (2024). Efficacy, tolerability, and safety of xanomeline-trospium chloride for schizophrenia: A systematic review and meta-analysis. European Neuropsychopharmacology, 92, 62–73. https://doi.org/10.1016/j.euroneuro.2024.11.013

• Hasan, A. H., & Abid, M. A. (2024). Cobenfy (Xanomeline-Trospium Chloride): A new frontier in schizophrenia management. Cureus, 16(10), e71131. https://doi.org/10.7759/cureus.71131

• Horan, W. P., Targum, S. D., Claxton, A., Kaul, I., Yohn, S. E., Marder, S. R., Miller, A. C., & Brannan, S. K. (2024). Efficacy of KarXT on negative symptoms in acute schizophrenia: A post hoc analysis of pooled data from 3 trials. Schizophrenia Research, 274, 57–65. https://doi.org/10.1016/j.schres.2024.08.001

• Kaul, I., Claxton, A., Sawchak, S., Sauder, C., Brannan, S. K., Raj, E., Ruan, S., Konis, G., Brown, D., Cutler, A. J., & Marcus, R. (2025). Safety and tolerability of xanomeline and trospium chloride in schizophrenia: Pooled results from the 5-week, randomized, double-blind, placebo-controlled EMERGENT trials. The Journal of Clinical Psychiatry, 86(1), 24m15497. https://doi.org/10.4088/JCP.24m15497

• Ramey, O. L., & Silva Almodóvar, A. (2025). Xanomeline-Trospium: A novel therapeutic for the treatment of schizophrenia. The Annals of Pharmacotherapy. Advance online publication. https://doi.org/10.1177/10600280251324642

• Smith, C. M., Augustine, M. S., Dorrough, J., Szabo, S. T., Shadaram, S., Hoffman, E. O. G., & Muzyk, A. (2025). Xanomeline-trospium (CobenfyTM) for schizophrenia: A review of the literature. Clinical Psychopharmacology and Neuroscience, 23(1), 2–14. https://doi.org/10.9758/cpn.24.1253

• Wright, A. C., McKenna, A., Tice, J. A., Rind, D. M., & Agboola, F. (2024). A network meta-analysis of KarXT and commonly used pharmacological interventions for schizophrenia. Schizophrenia Research, 274, 212–219. https://doi.org/10.1016/j.schres.2024.09.023

Downloads

Download data is not yet available.